ბოროტების სავანე: ვენდეტა

„ბოროტების სავანე: ვენდეტა“ (ინგლ. Resident Evil: Vendetta; იაპონ. バイオハザード ヴェンデッタ) — 2017 წლის იაპონური 3D ბიოპანკური ანიმაციური საშინელებათა ფილმი, რომლის რეჟისორია ტაკანორი ცუძიმოტო, პროდიუსერები არიან ჰიროიუკი კობაიასი, ჰიროიასუ სინოჰარა და ტაკასი სიმიცუ, სცენარისტი — მაკოტო ფუკამი,[2] მუსიკა ეკუთვნის კენძი კავაის. ფილმს დისტრიბუცია გაუწია კომპნია Kadokawa-მ. ეს არის კომპანია Capcom-ის მედიაფრენჩაიზ „Resident Evil“-ის ნაწილი, რომელშიც მოქმედება ვითარდება იმავე სამყაროში, სადაც ვიდეო თამაშები. ფილმის მთავარი პერსონაჟები არიან კრის რედფილდი, ლეონ კენედი და რებეკა ჩემბერზი.[3] „ბოროტების სავანე: ვენდეტა“ არის რიგით მესამე ნაწილი ანიმაციური ფილმების სერიიდან „ბოროტების სავანე“ და მისი წინამორბედის „ბოროტების სავანე: გადაგვარება“ (2012) გაგრძელება.

„ბოროტების სავანე: ვენდეტა“

ფილმის პოსტერი
რეჟისორი ტაკანორი ცუძიმოტო
პროდიუსერი
სცენარის ავტორი მაკოტო ფუკამი
ეფუძნება Capcom„Resident Evil“
როლებში
მუსიკა კენძი კავაი
მწარმოებელი კომპანია Marza Animation Planet[1]
დისტრიბუტორი Kadokawa Shoten
გამოსვლის თარიღი
  • 27 მაისი, 2017 (2017-05-27) (იაპონია)
ხანგრძლივობა 97 წუთი
ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
ენა ინგლისური
შემოსავალი 1.2 მილიონი აშშ დოლარი

სიუჟეტი ვითარდება ქალაქ ნიუ-იორკში, „Resident Evil 6“-სა და „Resident Evil 7: Biohazard“-ის მოვლენებს შორის. გლენ არეასი, რომელიც ბიოლოგიური იარაღით მოვაჭრეა, ქმნის კონტროლირებად ზომბების არმიას და სურს, რომ ვირუსი მთელს ნიუ-იორკში გაავრცელოს. მთვარი გმირების ლეონ კენედისა და კრის რედფილდის მიზანია არეასის შეჩერება. არეასის წინააღმდეგ ბრძოლაში მათ ეხმარება ექიმი და მეცნიერი რებეკა ჩემბერზი.

ფილმი გამოვიდა 2017 წლის 27 მაისს იაპონიაში,[4] მაშინ, როდესაც იმავე წლის 14 ივნისს შეზღუდული თეატრალური ჩვენება გაიმართა გაერთიანებულ სამეფოში,[5] ჩრდილოეთ ამერიკაში ნაჩვენები იქნა 2017 წლის 19 ივნისს.[6] 19 ივლისს ჩრდილოეთ ამერიკაში გამოვიდა ფილმის Ultra HD Blu-ray, Blu-ray და DVD ვერსია.[7]

პროექტმა მიიღო შერეული შეფასებები კინოკრიტიკოსებისგან. საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე ფილმის საერთო რეიტინგი შეადგენს 43%.[8] მსოფლიოს მასშტაბით ფილმის შემოსავალმა კინოგაქირავებაში 256,320 აშშ დოლარი შეადგინა,[9] ხოლო ციფრული და ფიზიკური ფორმატების გაყიდვებმა აშშ-ში 1,232,436 აშშ დოლარს გადააჭარბა.[10]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. MARZA ANIMATION PLANET NAMES THE NEXT RESIDENT EVIL CGI MOVIE. Marza Animation Planet Website (25 მარტი, 2016). ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2016.
  2. RESIDENT EVIL: VENDETTA – NOVO FILME EM CGI É ANUNCIADO. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-07. ციტირების თარიღი: 2018-08-29.
  3. Mislang, Juphet. (6 სექტემბერი, 2016) Resident Evil 4 Release: Matt Mercer Not Returning as Leon in Seventh Title; When Is He Coming Back?. Bitbag. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-25. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2016.
  4. Resident Evil: Vendetta CG Film Teased in Promotional Video. Anime News Network (September 18, 2016). ციტირების თარიღი: 20 სექტემბერი, 2016.
  5. Resident Evil: Vendetta (27 მაისი, 2017).
  6. CG Animated Film Resident Evil: Vendetta to Premiere Worldwide, Including North American Event on June 19. /Film (20 მარტი, 2017). ციტირების თარიღი: 13 აპრილი, 2017.
  7. Macy, Seth. (20 მარტი, 2017) Resident Evil Vendetta coming to theaters.. IGN. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2017.
  8. Resident Evil: Vendetta. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 29 აგვისტო, 2018.
  9. Resident Evil: Vendetta (13 აგვისტო, 2017). ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2018.
  10. Resident Evil: Vendetta The Numbers Listing. The Numbers. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი, 2017.