Big Thief
Big Thief — ბრუკლინში დაფუძნებული ამერიკული ინდი-ფოლკ ჯგუფი. წევრები არიან: ადრიენ ლენკერი (გიტარა, ვოკალი), ბაქ მიქი (გიტარა, ბექ ვოკალი), მაქს ოლეარჩიკი (ბას-გიტარა) და ჯეიმს კრივჩენია (დრამი). [1]
Big Thief | |
---|---|
Big Thief 2018-ში. მარცხნიდან მარჯვნივ: ბაქ მიქი, ჯეიმს ხივჩენია და ადრიენ ლენკერი. (მაქს ოლეარჩიკს ეფარება ლენკერი) | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ბრუკლინი, ნიუ-იორკი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი |
ინდი-ფოლკი ფოლკ-როკი ინდი-როკი ამერიკანა ალტერნატიული ქანთრი |
აქტიური | 2015–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
Saddle Creek Records 4AD Weathervane Music |
წევრები |
|
ყოფილი წევრები | ჯეიმს ბურგერი |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
გიტარა ბას-გიტარა დრამი | |
საიტი | bigthief.net |
Big Thief ვიკისაწყობში |
ჯგუფის სადებიუტო ალბომი გამოვიდა Masterpiece Saddle Creek Records-ის ქვეშ 2016 წელს. მათი მეორე სტუდიური ალბომი Capacity 2017 წელს გამოვიდა. 2019 წელს ჯგუფმა ხელშეკრულება გააფორმა 4AD-თან და გამოუშვა ორი სტუდიური ალბომი: UFOF 2019 წლის მაისში და Two Hands 2019 წლის ოქტომბერში. ორივე ალბომს კრიტიკოსების დადებითი შეფასებები მოჰყვა. ალბომმა UFOF მიიღო ნომინაცია გრემის 62-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საუკეთესო ალტერნატიული ჟანრის ალბომის კატეგორიაში, ხოლო სიმღერა Not ნომინირებული იყო საუკეთესო როკ სიმღერისა და საუკეთესო როკ შესრულების კატეგორიებში 63-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე .
ჯგუფის მეხუთე სტუდიური ალბომი, Dragon New Warm Mountain I Believe in You გამოვიდა 2022 წლის თებერვალში. ამ ორმაგმა ალბომმა მიაღწია ტოპ ათეულს ნიდერლანდებში და ასევე იყო ნომინირებული საუკეთესო ალტერნატიული ალბომის კატეგორიაში 2023 წლის გრემის ცერემონიაზე, ხოლო მისი მეორე სინგლი Certainty ნომინირებული იყო საუკეთესო ალტერნატიული მუსიკის პერფორმანსის კატეგორიაში.
ისტორია
რედაქტირება2013—2015: ადრეული წლები
რედაქტირებაადრიენ ლენკერმა ბაქ მიქი ბოსტონში, ერთ-ერთ კონცერტზე გაიცნო. მასთან მომდევნო შეხვედრისას ბრუკლინში, უკვე სტუდენტების ამპლუაში, მათ შესრულება დაიწყეს დუეტად.[2][3] 2013 წელს დუეტის სახით მათ ჩააატარეს საკონცერტო ტური და გამოუშვეს ორი EP: a-sides და b-sides 2014 წელს. 2 წელი შესრულების და მცირე მსმენელთა წრის ჩამოყალიბების შემდეგ, 2015 წელს მათ დაიწყეს დამატებითი ჯგუფის წევრების ძიება და ჩამოაყალიბეს ჯგუფი Big Thief მაქს ოლეარჩიკთან, ბასისტთან და მიქის დიდი ხნის მეგობართან, ერთად. ჯეიმს ხივჩენია ჯგუფს მოგვიანებით შეუერთდა, თავდაპირველად ხმის ინჟინერის ამპლუაში, შემდეგ კი დრამერად.[3][2] ჯგუფის ყველა წევრმა ისწავლა ბერკლის მუსიკის კოლეჯში ბოსტონში, მასაჩუსეტსში.[4]
2016—2018: Masterpiece და Masterpiece
რედაქტირებაჯგუფის სადებიუტო სტუდიო ალბომი Masterpiece გამოვიდა 2016 წლის 27 მაისს Saddle Creek Records-ის ქვეშ.[5] ალბომმა კრიტიკოსებისგან ზოგადად დადებითი შეფასებები მიიღო. მეტაკრიტიკზე მიიღო 79/100-ის შეფასება.[6] NPR-ის ბობ ბოილენის თქმით Big Thief იყო "კარგი სიმღერებით გაერთიანებული ჯგუფი", ხოლო Masterpiece-ის title track-ს უწოდა "ამ წლის ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა რაც კი მომისმენია".[7]
წევრები
რედაქტირებაამჟამინდელი წევრები
- ადრიენ ლენკერი — ვოკალი, გიტარა (2015-დღემდე)
- ბაქ მიქი — გიტარა, ბექ-ვოკალი (2015-დღემდე)
- მაქს ოლეარჩიკი — ბას-გიტარა, კონტრაბასი, ბექ-ვოკალი (2015-დღემდე)
- ჯეიმს კრივჩენია — დრამი, ბექ-ვოკალი (2016-დღემდე)
ყოფილი წევრები
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Salmon, Ben. (July 6, 2016) Big Thief's Masterpiece Finds the Right Alchemy. Portland Mercury. ციტირების თარიღი: 8 აპრილი, 2024
- ↑ 2.0 2.1 Petrusich, Amanda (October 12, 2020). „Adrianne Lenker's Radical Honesty“. The New Yorker. ციტირების თარიღი: 8 აპრილი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ 3.0 3.1 Naddaff-Hafrey, Benjamin. The Lore Of Big Thief (November 9, 2017). ციტირების თარიღი: 8 აპრილი, 2024
- ↑ Maldonado, Eva. (August 10, 2018) Indie rock band Big Thief talks Berklee, Boston, and being vulnerable. ციტირების თარიღი: 8 აპრილი, 2024
- ↑ Weiss, Dan. (June 1, 2016) Review: Big Thief Are Halfway To A Low-Strung 'Masterpiece'. ციტირების თარიღი: June 10, 2022
- ↑ Masterpiece by Big Thief Reviews and Tracks. ციტირების თარიღი: June 10, 2022
- ↑ Boilen, Bob. (May 19, 2016) Review: Big Thief, 'Masterpiece'. NPR. ციტირების თარიღი: July 8, 2016
- ↑ Found In Sound; An Interview with James Krivchenia of Big Thief (November 22, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 19, 2019. ციტირების თარიღი: August 12, 2019