Barn Jams
Barn Jams — ინსტრუმენტული კომპოზიციების სერია, რომელიც შესრულდა დეივიდ გილმორის და მისი 2006 წლის ტურნეს On an Island შემადგენლობის ნაწილის მიერ. დეივიდის გარდა, ასეთები იყვნენ: გაი პრეტი (ბასი), რიჩარდ რაიტი (კლავიშებიანები) და სტივ დისტანისლაო (დასარტყმელი საკრავები). სესიები, რომლებიც გაიმართა დეივიდის სასექსში მდებარე სახლის ბეღელში, ჩაიწერეს და გადაიღეს. უცნობია, თუ რამდენი იმპროვიზაციული მონაკვეთი არსებობს, თუმცა, Live in Gdańsk-ის მეორე DVD-ზე, ერთ-ერთ ინტერვიუში გილმორი აღნიშნავს, რომ ჩაიწერა დაახლოებით „200 ჯემი“.[1] სამი კომპოზიცია გამოვიდა Live in Gdańsk-ის 4 დისკიან ვერსიაში, ერთი — Remember That Night-ზე (2007), ხოლო კიდევ ოთხი ორიგინალური — 2015 წლის ალბომის Rattle That Lock დელუქს გამოცემაში. ითვლება, რომ Barn Jams-ში წარმოდგენილია რიჩარდ რაიტის უკანასკნელი ცნობილი ჩანაწერები.
ცნობილი მასალა
რედაქტირებაRemember That Night
რედაქტირება- Island Jam 2007 (გილმორი)
აგრეთვე ცნობილია „Island Jam“, რომელიც არის სინგლის „Smile“ b-მხარე.[2] ეს ვერსია ჩაიწერა Barn Jams-ის პერიოდში, 2007 წლის იანვარში.
Live in Gdańsk
რედაქტირებავიდეოს სახით 4 დისკიან გამოცემაში, აგრეთვე აუდიოს სახით Live in Gdańsk-ის 5 გრამფირფიტიან ვერსიაში შეტანილია[2] შემდეგი კომპოზიციები:
- Barn Jam 166 (4:49) (გილმორი)
- Barn Jam 192 (2:49) (გილმორი) (არ არის შეტანილი გრამფირფიტაში)
- Barn Jam 121 (7:32) (გილმორი)
Rattle That Lock
რედაქტირებადეივიდის მეოთხე სოლო ალბომის Rattle That Lock CD/Blu-ray ან CD/DVD დელუქს გამოცემებში შეტანილია:
- Barn Jam 1 (გილმორი)
- Barn Jam 2 (გილმორი)
- Barn Jam 3 (გილმორი)
- Barn Jam 4 (გილმორი)
პერსონალი
რედაქტირება- დეივიდ გილმორი - გიტარები, სტილ გიტარა, დასარტყმელი საკრავები „Barn Jam 192“-ში
- რიჩარდ რაიტი - კლავიშებიანები
- გაი პრეტი - ბას-გიტარა, გიტარა „Barn Jam 192“-ში
- სტივ დისტანისლაო - დასარტყმელი საკრავები, კონტრაბასი „Barn Jam 192“-ში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Live in Gdańsk, 2008, DVD 2.
- ↑ 2.0 2.1 მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.