BTS (ჯგუფი)

(გადამისამართდა გვერდიდან Bangtan Boys (ჯგუფი))

BTS (კორ. 방탄소년단), აგრეთვე ცნობილი როგორც Bangtan Boys ან Beyond The Scene — შვიდი მონაწილისგან შემდგარი სამხრეთ კორეული ჯგუფი, რომელიც დააარსა კომპანია Big Hit Entertainment-მა. ჯგუფის დებიუტი შედგა 2013 წლის 13 ივნისს სიმღერით „No More Dream“. მათი პირველი ალბომია 2 Cool 4 Skool, რომლისთვისაც ჯგუფს მიენიჭა რამდენიმე ჯილდო წლის ახალი შემსრულებლის კატეგორიაში, მათ შორის – 2013 წლის Melon Music Awards-ზე, ოქროს დისკის დაჯილდოებასა და 2014 წლის სეულის მუსიკალურ დაჯილდოებაზე. ჯგუფმა განაგრძო მნიშვნელოვანი კარიერული აღმასვლა შემდგომი ალბომების საშუალებით – Dark & Wild (2014), The Most Beautiful Moment in Life, Part 2 (2015) და The Most Beautiful Moment In Life: Young Forever (2016)[3], მათი ბოლო ორი ალბომი კი „Billboard 200“-შიც მოხვდა. The Most Beautiful Moment In Life: Young Forever 2016 წლის Melon Music Awards-ზე წლის საუკეთესო ალბომად აღიარეს[4].

BTS

ჯგუფი თეთრ სახლში, 2022.
ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც
  • Bangtan Boys
  • Bulletproof Boy Scouts
  • Beyond The Scene
  • Bangtan Sonyeondan
წარმოშობა სეული, სამხრეთი კორეა
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 2013 (2013)–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები
საიტი bts.ibighit.com
BTS ვიკისაწყობში

ჯგუფის მეორე სრულმა ალბომმა Wings[5] (2016) „Billboard 200“-ში 26-ე ადგილი დაიკავა, რაც კორეული პოპის ჟანრის ალბომებს შორის ყველაზე დიდი მიღწევაა[6]. ამავდროულად, უშუალოდ სამხრეთ კორეაში Wings ყველაზე გაყიდვადი ალბომი გახდა Gaon Album Chart-ის ისტორიაში[7]. ჯამში გაიყიდა 1.5 მილიონზე მეტი ალბომი, რაც BTS-ის კარიერაში პირველი „მილიონიანი გაყიდვა“ იყო[8]. სულ მალე ამას მოჰყვა 2016 წლის Mnet Asian Music Awards-ზე წლის საუკეთესო შემსრულებლის ჯილდოც[9].

ჯგუფის უახლესმა ნამუშევარმა Love Yourself: Her (2017) მსოფლიოს 73 ქვეყანაში პირველი ადგილი დაიკავა iTunes-ში[10], ხოლო Billboard 200-ში – მე-7, რაც აზიელი შემსრულებლების ისტორიაში ყველაზე მაღალი ადგილია მუსიკალურ ჩარტებში[11]. ჯგუფმა აგრეთვე შეძლო ახალი ალბომის წამყვანი სინგლით „DNA“ Billboard Hot 100-ში მოხვედრა და თავდაპირველად 85-ე, შემდეგ კი 67-ე ადგილის დაკავება[12]. Love Yourself-ის 1.2 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა გამოსვლიდან პირველივე თვეში, რითაც დისკა მოიპოვა Gaon-ის ჩარტის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი ალბომის ტიტული და G.o.d-ის ალბომის შემდეგ (2001) გახდა ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე გაყიდვადი კორეული ალბომი[13]. საერთო ჯამში, BTS-ს თავისი კარიერის მანძილზე მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 5.5 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული.

BTS ცნობილია სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით, რის გამოც იგი 2016 წლის მარტში[14] „Forbes“-მა Twitter-ში შეტყობინებების სხვა მომხმარებელთა მიერ გაზიარებების მხრივ ყველაზე აქტიურ შემსრულებლად დაასახელა. ამის შემდეგ, Twitter-მა გამოუშვა პირველი K-Pop ემოჯი, რომელიც BTS-ს გამოსახავდა[15]. 2017 წელს BTS-მა გაიმარჯვა „Billboard Music Award“-ზე საუკეთესო სოციალური შემსრულებლის კატეგორიაში[16]. 2017 წლის ივნისში, ჟურნალმა „Time“ ჯგუფი დაასახელა ინტერნეტში 25 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის[17]. BTS-ის მიღწევების დამსახურებით 2017 წელს ჯგუფი ასევე მოხვდა „Forbes Korea Power Celebrity“-ს სიის მე-5 ადგილზე – ეს არის სამხრეთ კორეელი ყველაზე გავლენიანი ცნობილი პიროვნებების ჩამონათვალი[18].

ჯგუფის სახელწოდება

რედაქტირება
 
ჯგუფისა და ჯგუფის ფანების ოფიციალური ლოგო

სახელი BTS არის აკრონიმი, ერთგვარი შემოკლება კორეული სახელისა „Bangtan Sonyeondan“ (კორ. 방탄소년단, ბანთან სონიონდან), ინგლისურად Bulletproof Boy Scouts, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „ტყვიაგაუმტარ ბოისკაუტებს“.

2017 წელს BTS-მა ჯგუფის ლოგოსა და ინგლისური სახელის რებრენდინგი გააკეთა, რის შემდეგაც ინგლისურად BTS-ის სახელი Beyond The Scene (ქართ. სცენის მიღმა)[19].

აღსანიშნავია, რომ როგორც K-Pop ინდუსტრიაშია მიღებული, BTS-ის ფანებს ოფიციალური სახელი აქვს - „არმია“. 2017 წელს კი კომპანიამ ფანების აღმნიშვნელი ლოგოც შექმნა, რომელიც ჯგუფის ლოგოს ერგება და საბოლოო ჯამში ერთ მთლიანობას, გუნდურობას გამოხატავს.

დებიუტამდე

რედაქტირება
 
BTS ფანებთან შეხვედრისას Music Bank-ზე, 2013, 26 ივლისი

Big Hit Entertainment-მა 2010-2011 წლებში ჩაატარა კასტინგი სახელწოდებით „Hit It“, რომლის საშუალებითაც შეარჩიეს BTS-ის პირველი წევრები. წლების განმავლობაში ჯგუფის შემადგენლობა ბევრჯერ შეიცვალა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა 2012 წელს. დებიუტამდე ექვსი თვით ადრე ჯგუფის წევრებმა დაიწყეს საჯარო ცნობადობის მოპოვება Twitter-ის, ვიდეო-ბლოგების, ფან-კაფეს პოსტების, Youtube-სა და SoundCloud-ზე გამოქვეყნებული სიმღერების ქავერ-ვერსიების საშუალებით[20][21].

დებიუტამდე Rap Monster ანდერგრაუნდში მოღვაწეობდა და რამდენიმე სიმღერაც გამოუშვა, მათ შორის იყო Zico-სთან ერთად ჩაწერილიც[22][23]. ჯინი კინოხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი იყო კონკუკის უნივერსიტეტში მანამ, სანამ ქუჩაში შემთხვევით არ შეამჩნიეს და კასტინგზე მიიწვიეს. შუგა, Rap Monster-ის მსგავსად, ტეგუში ანდერგრაუნდული რეპერი იყო[24]. ჯეი-ჰოუპი საკმაოდ აქტიური მოცეკვავე იყო და ქუჩის ცეკვების გუნდ „Neuron"-ის წევრიც[24]. Big Hit-ში მისვლამდე, ჯიმინი პუსანის ხელოვნების სკოლის საუკეთესო მოსწავლე იყო თანამედროვე ცეკვის მიმართულებით, მაგრამ მოგვიანებით სეულში, კორეის ხელოვნების სკოლაში გადავიდა V-სთან ერთად, რომელმაც მის მსგავსად გაიარა Big Hit-ის შერჩევა[25]. ჩონგუქს შვიდი სააგენტოსგან ჰქონდა მოწვევა მას შემდეგ, რაც Superstar K-ს კასტინგში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მან მოგვიანებით Big Hit აირჩია. როგორც თავად აღნიშნა, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა Rap Monster-მა და სწორედ მის გამო გადაწყვიტა კომპანიის შეთავაზება მიეღო[26].

2013–2014: 2 Cool 4 SkoolO!RUL8, 2?Skool Luv Affair , Dark & Wild

რედაქტირება
 
BTS 2014 წელს, გამოსვლა Mnet M! Countdown-ზე

BTS-ის „სკოლის ტრილოგიის“ სერიიდან პირველი სადებიუტო ალბომი 2 Cool 4 Skool 2013 წლის 12 ივნისს გამოვიდა, წამყვანი სინგლით „No More Dream“[27][28]. ალბომმა რამდენიმე ჯილდო მიიღო, როგორც წლის საუკეთესო ახალმა შემსრულებელმა, მათ შორის 2013 წლის Melon Music Awards-ზე, Golden Disc Awards-სა და 2014 წლის Seoul Music Awards-ზე.

2013 წლის 11 სექტემბერს BTS-მა გამოუშვა ალბომი O!RUL8,2?, რომელიც შედგება 10 სიმღერისგან და „სკოლის ტრილოგიის“ მეორე ნაწილს წარმოადგენს. მესამე ნაწილ, EP Skool Luv Affair-ის დებიუტი კი 2014 წლის 12 თებერვალს შედგა, წამყვანი სინგლით „Boy in Luv (상남자)“[29], რომლის მუსიკალური ვიდეო 11 თებერვალს გამოქვეყნდა. ალბომმა ბილბორდის მსოფლიო ალბომების ჩარტში მე-3 ადგილი დაიკავა. BTS მსმენელს 6 აპრილს დაუბრუნდა ახალი მუსიკალური ვიდეოთი „Just One Day (하루만)“[30].

7 მარტს Big Hit Entertainment-მა გამოაცხადა, რომ სულ მალე BTS იაპონურ ალბომს გამოუშვებდა, რომელიც შედგებოდა უკვე არსებული სიმღერების იაპონური ვერსიებისგან. ალბომი 2 Cool 4 Skool გამოვიდა 23 აპრილს მისი წამყვანი სინგლი იყო იაპონურენოვანი „No More Dream“[31]. 14 ივნისს BTS-მა მონაწილეობა მიიღო რუსეთის ფესტივალში „ხიდი კორეისკენ“, რომლის მიზანიც იყო ამ ორ ქვეყანას შორის ტურიზმის გაძლიერება. ჯგუფი წარმოადგენდა ჟიურის K-Pop-ის ჟანრის ცეკვების ვერსიების კონკურსში და მოგვიანებით თავადაც გამოვიდა სცენაზე, 10 000 მაყურებლის წინაშე[32]. BTS ასევე დაესწრო KCON-ს ლოს-ანჯელესში, 2014 წლის 10 აგვისტოს[33].

19 აგვისტოს BTS-მა გამოუშვა პირველი სრული ფორმატის ალბომი Dark & Wild, რომელსაც თან ახლდა წამყვანი სიმღერის „Danger“ მუსიკალური ვიდეო. მოგვიანებით, 21 ოქტომბერს BTS-მა გამოუშვა კიდევ ერთი მუსიკალური ვიდეო სიმღერისთვის „War of Hormone (호르몬 전쟁)“[34], რომელიც ასევე ალბომში შედის. ჯამში ამ პერიოდში ჯგუფმა ალბომის 109 098 ეგზემპლარი გაყიდა.

იაპონიაში ჯგუფის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზებისთვის BTS-მა 24 დეკემბერს გამოუშვა იაპონური სტუდიური ალბომი Wake Up, რომელიც შეიცავდა არა მხოლოდ არსებული სიმღერების იაპონურ ვერსიებს, არამედ სპეციალურად იაპონიისთვის გამოშვებულ იაპონურენოვან სიმღერებს „Wake Up“ და „The Stars“[35].

2014 წელს ოქტომბერ-დეკემბერში ჯგუფს ჰქონდა პირველი სამითვიანი საკონცერტო ტურნე 2014 BTS Live Trilogy – Episode II: The Red Bullet, რომლის ფარგლებშიც ჩავიდა სამხრეთ კორეაში, ფილიპინებში, სინგაპურში, იაპონიაში, ტაილანდსა და მალაიზიაში[36]. 2014 წლის Mnet Asian Music Awards-ზე BTS  ნომინირებული იყო კატეგორიებში Best Dance Performance და UnionPay Song Of The Year. ცერემონიალზე კი „Boy in Luv“-ის შესრულების გარდა ჰქონდათ ერთობლივი გამოსვლა Block B-სთან ერთად[37].

2015: The Most Beautiful Moment in Life, მსოფლიო ტურნე, გაზრდილი პოპულარობა და აღიარება

რედაქტირება

2015 წელს ჯგუფის პოპულარობა უეცრად გაიზარდა, განსაკუთრებით უცხოურ ბაზარზე. წელი BTS-ისთვის სამი ჯილდოს მოგებით დაიწყო — Bonsang Award, Album Award და World Rookie Award.

2015 წლის 10-19 თებერვალს BTS-მა პირველად გამართა ტურნე იაპონიაში, სახელწოდებით Wake Up: Open Your Eyes[38] . ისინი წარდგნენ 25 000 ფანის წინაშე ტოკიოში, ოსაკაში, ნაგოიასა და ფუკუოკაში. 28 მარტს ჯგუფს მეორე სოლო კონცერტი ჰქონდა კორეაში, სახელწოდებით BTS Live Trilogy – Episode 1: BTS Begins[39].

29 აპრილს BTS დაუბრუნდა სცენას ახალი ალბომით ტრილოგიიდან, The Most Beautiful Moment in Life, Part 1. ივნისში ცნობილმა ამერიკულმა არხმა Fuse იგი 2015 წლის 27 საუკეთესო ალბომთა სიაში შეიყვანა[40]. 5 მაისს, ალბომის წამყვანმა სინგლმა „I Need U“ პირველი ადგილი მოიპოვა SBS MTV-ს The Show-ში[41], რაც BTS-ისთვის პირველი გამარჯვება იყო დებიუტის შემდეგ. საერთო ჯამში, The Most Beautiful Moment in Life, Part 1-ის 200 000-ზე მეტი ასლი გაიყიდა[42].

4 ივნისს BTS-მა იაპონიაში დებიუტის 1 წლის იუბილის აღსანიშნავად გამოუშვა მეოთხე იაპონური სინგლი „For You“ და თანმხლები მუსიკალური ვიდეო. სიმღერა გამოშვების დღესვე Oricon-ის დღის ჩარტის სათავეში მოხვდა და იმ დღესვე 42 611 ერთეულის სახით გაიყიდა[43]. 23 ივნისს ჯგუფმა კიდევ ერთი მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, სიმღერისთვის „Dope“, ალბომიდან The Most Beautiful Moment in Life, Part 1. იგი BTS-ის პირველი ვიდეოა, რომელმაც YouTube-ზე 100 მილიონი ნახვა დააგროვა[44] და წარმატების პიკს მიაღწია, როდესაც მოხვდა ბილბორდის მსოფლიო ციფრულ ჩარტში, მესამე პოზიციაზე, მიუხედავად იმისა, რომ ორი თვით ადრე იყო გამოშვებული[45].

BTS-მა გააგრძელა მსოფლიო ტურნე 2015 Live Trilogy Episode: The Red Bullet მალაიზიაში, ლათინურ ამერიკაში, ავსტრალიასა და აშშ-ში. ტურნე დასრულდა 29 აგვისტოს ჰონგ-კონგში[36]. ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო იაპონიაში Summer Sonic Festival-ის ტურნეში. 15 აგვისტოს ისინი ტოკიოში QVC Marine Field-ში გამოვიდნენ, 16 აგვისტოს კი ოსაკაში წარდგნენ მაყურებლის წინაშე[46][47].

ჯგუფი დაბრუნდა 30 ნოემბერს მეორე ალბომით ტრილოგიიდან, The Most Beautiful Moment in Life, Part 2. გაიმართა მხარდამჭერი სამდღიანი საკონცერტო ტურნე The Most Beautiful Moment in Life: On Stage, სადაც შესრულდა ალბომის წამყვანი სინგლი „Run“.[48]. თავად ალბომი „ბილბორდის მსოფლიო ალბომების“ სათავეში მოხვდა და რამდენიმე კვირით ეს პოზიცია ეკავა, შესაბამისად, BTS იყო პირველი K-pop ჯგუფი, რომელმაც ჩარტში ასეთ წარმატებას მიაღწია.[49] 2015 წლის Mnet-ის აზიური მუსიკის დაჯილდოებაზე კოლექტივს გადაეცა საუკეთესო მსოფლიო შემსრულებლის ჯილდო. ამ ღონისძიებაზე ჯგუფმა შეასრულა „Run“ და აგრეთვე ჰქონდა ერთობლივი გამოსვლა GOT7-თან. 8 დეკემბერს გამოიცა BTS-ის მეხუთე იაპონური სინგლი, „I Need U“-ს იაპონურენოვანი ვერსია.[50]

2016: The Most Beautiful Moment in Life: Young ForeverYouth და Wings

რედაქტირება
 
BTS KCON-ზე 2016, 3 ივნისი

15 მარტს BTS-მა გამოუშვა მეექვსე იაპონური სიმღერა „Run“[51]. 2 მაისს მან გამოუშვა საბოლოო ალბომი ტრილოგიიდან, The Most Beautiful Moment in Life: Young Forever. 7-8 მაისს ჩატარდა ორდღიანი კონცერტი სეულის Olympic Gymnastics Arena-ზე, რომელსაც 24 000 თაყვანისმცემელი დაესწრო[52]. შემდეგ ჯგუფმა მოაწყო აზიის ტურნე, რომლის ფარგლებშიც 144 000 ბილეთი გაიყიდა[53]. BTS-მა ასევე მიიღო მონაწილეობა ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში გამართულ KCON-ში[54].

2016 წლის 7 სექტემბერს BTS-მა გამოუშვა მეორე იაპონური სტუდიური ალბომი Youth, რომლის გაყიდვებმაც 44 000-ს გადააჭარბა გამოშვების პირველივე დღეს და ალბომების დღიური გაყიდვების ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა იაპონიაში[55]. 2016 წლის ოქტომბერში „ბილბორდმა“ თავის Social 50-ში BTS ნომერ პირველად დაასახელა, რითიც იგი პირველი კორეული ჯგუფი გახდა, რომელიც ჩარტის სათავეში მოექცა[56]. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჯგუფი 42 კვირის განმავლობაში არ თმობდა ჩარტის ლიდერობას[57].

10 ოქტომბერს BTS-მა გამოუშვა მეორე სრული სტუდიური ალბომი Wings, წამყვანი სინგლით „Blood Sweat & Tears“. ამ ალბომის წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ 500 000-ს მიაღწია პირველივე კვირაში[58]. ალბომი ასევე მოხვდა ბრიტანული ოფიციალური ალბომების ჩარტში, რაც ასევე ისტორიული მიღწევა იყო კორეელი შემსრულებლისთვის[59]. დისკმა აგრეთვე 26-ე ადგილი დაიკავა Billboard 200-ში, რითიც მან აშშ-ში ახალი რეკორდი დაამყარა და გახდა ჩარტში ყველაზე წარმატებული და გაყიდვადი K-Pop ალბომი. მანამდე იგივე რეკორდი დაამყარა 2NE1-ის Crush-მა 2014 წელს ჩარტში 61-ე ადგილით. BTS პირველი კორეელი შემსრულებელია, რომელიც Billboard 200-ში სამჯერ მოხვდა, Wings კი პირველი ალბომია, რომელიც ჩარტში ერთ კვირაზე მეტხანს იმყოფებოდა[60][61]. რამდენიმე დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ BTS მსოფლიო ალბომების, მსოფლიო ციფრული სინგლების და Social 50-ის ჩარტების სათავეებს ერთი კვირის განმავლობაში ლიდერობდა[6]. ისინი აგრეთვე მოხდნენ Youtube Music Global Top 100-ის სიაში მე-17 ადგილზე ვიდეო ჩარტებში, მე-6 ადგილზე შემსრულებლის ჩარტში და მე-14 ადგილას სიმღერების ჩარტში[62]. ალბომის წამყვან სინგლ „Blood Sweat & Tears“-ს „all-kill“ სტატუსი ჰქონდა, ანუ ყველა კორეულ ჩარტს ლიდერობდა[63]. მისმა მუსიკალურმა ვიდეომ გამოშვებიდან 24 საათში 6 მილიონი ნახვა დააგროვა და K-Pop ჯგუფის მიერ Youtube-ში 24 საათის განმავლობაში დაგროვილი ნახვების რაოდენობაში ახალი რეკორდი დაამყარა[64].

12-13 ნოემბერს BTS-მა გამართა შეხვედრა თაყვანისმცემლებთან Gocheok Sky Dome-ში, რომელსაც 38 000 ფანი დაესწრო[65]. 19 ნოემბერს ჯგუფმა გამოაცხადა მსოფლიო ტურნე Live Trilogy Episode III: The Wings Tour, რომელიც მოიცავდა ვიზიტებს სამხრეთ კორეაში, ჩილეში, ბრაზილიაში, აშშ-ში, ტაილანდში, ინდონეზიაში, ფილიპინებში, ჰონგ-კონგსა და ავსტრალიაში. ამავე დღეს BTS-მა მოიგო წლის ალბომის ჯილდო ალბომისთვის The Most Beautiful Moment in Life: Young Forever Melon Music-ის დაჯილდოებაზე. დებიუტის შემდეგ ეს BTS-ისთვის იყო პირველი მთავარი ჯილდო, ანუ გრანპრი[4]. 2016 წლის Mnet-ის აზიური მუსიკის დაჯილდოებაზე, 2 დეკემბერს BTS-მა მოიგო მეორე მთავარი ჯილდო - წლის შემსრულებლისთვის[9]. ამგვარად BTS პირველი შემსრულებელი გახდა, რომელმაც აიღო ეს ჯილდო და არ ეკუთვნოდა დიდი სამეულის კომპანიას (S.M, YG და JYP)[66].

2017: You Never Walk Alone და Love Yourself 承 'Her'

რედაქტირება

2017 წლის თებერვალში BTS-მა მე-5 ადგილი დაიკავა ჟურნალ „Forbes“-ის Korea Power Celebrity-ს სიაში[67]. 13 თებერვალს მან ხელმეორედ გამოუშვა მეორე სრული სტუდიური ალბომი Wings, როგორც You Never Walk Alone. იგი 4 ახალ სიმღერას შეიცავდა. ალბომის წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ 700 000-ს გადააჭარბა[68][69]. წამყვანმა სინგლმა „Spring Day“ პირველი ადგილი დაიკავა მთავარ სამხრეთ კორეულ მუსიკალურ ჩარტებში, მაგრამ ამავე დროს, სიმღერის გამოშვებისთანავე, მსმენელთა გადაჭარბებული რაოდენობის გამო Melon-ის საიტი გაითიშა[70]. „Spring Day“-მ მე-15 ადგილი დაიკავა ამერიკული ბილბორდის Bubbling Under Hot 100 Singles ჩარტში. ეს მიღწევა განსაკუთრებული იყო იმის გამოც, რომ სიმღერა თითქმის მთლიანად კორეულ ენაზე იყო და ამერიკაში არანაირი პრომოუშენი არ ჰქონია[71]. „Spring Day“-მ პირველი პოზიცია დაიკავა Gaon Digital Chart-შიც[72][73]. მუსიკალური ვიდეომ გამოსვლიდან 24 საათში 9 მილიონ ნახვას მიაღწია[74] , რითაც BTS-მა საკუთარ რეკორდს აჯობა („Blood Sweat & Tears“ – 6 მილიონი), თუმცა ერთი კვირის შემდეგ გამოშვებულმა BTS-ის კიდევ ერთმა ახალმა ვიდეომ სიმღერისთვის „Not Today“ ამ რეკორდსაც აჯობა და 24 საათში 10 მილიონი ნახვა დააგროვა[75].

21 მაისს BTS-მა მოიგო Top Social Artist-ის ჯილდო Billboard Music Awards-ის ცერემონიალზე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კორეელმა შემსრულებელმა BBMA-ზე გაიმარჯვა[76].

BTS-მა 2017 წლის 18 სექტემბერს გამოუშვა მეხუთე მინიალბომი Love Yourself 承 'Her'[77]. მასში შედის „Best of M“, რომელიც ჯგუფმა The Chainsmokers-ის ენდრიუ ტეგარტთან ერთად ჩაწერა[78]. 25 სექტემბერს ახალი სიმღერის „DNA“ გამოშვების შემდეგ BTS პირველად მოხვდა Billboard Hot 100-ში, 85-ე ადგილზე. ეს ისტორიული ფაქტია ორი რამის გამო - BTS პირველი K-Pop ჯგუფია, რომელიც ამ ჩარტში მოხვდა, ხოლო „DNA“ პირველი კორეული სიმღერაა[79].

ჯგუფის წევრები

რედაქტირება
  • RM (კორ. 랩몬스터) - ნამდვილი სახელი კიმ ნამ-ჯუნი (კორ.:김남준), დაიბადა 1994 წლის 12 სექტემბერს ილსანში, სამხრეთი კორეა.
  • ჯინი - Jin (კორ. ) - ნამდვილი სახელი კიმ სოკ-ჯინი (კორ.:김석진), დაიბადა 1992 წლის 4 დეკემბერს კვაჩხონში, სამხრეთი კორეა.
  • შუგა - Suga (კორ. 슈가) - ნამდვილი სახელი მინ იუნ-გი (კორ.:민윤기), დაიბადა 1993 წლის 9 მარტს დეგუში, სამხრეთი კორეა.
  • ჯონ ჰო-სოკი - J-Hope (კორ. 제이홉) - ნამდვილი სახელი ჯონ ჰო-სოკი (კორ.:정호석), დაიბადა 1994 წლის 18 თებერვალს კვანჯუში, სამხრეთი კორეა.
  • ჯიმინი - Jimin (კორ. 지민) - ნამდვილი სახელი პაკ ჯი მინი (კორ.:박지민), დაიბადა 1995 წლის 13 ოქტომბერს ბუსანში, სამხრეთი კორეა.
  • ვი - V (კორ. ) - ნამდვილი სახელი კიმ თე-ჰიონი (კორ.:김태형), დაიბადა 1995 წლის 30 დეკემბერს დეგუში, სამხრეთი კორეა.
  • ჯონგუქი - (კორ. 정국) - ნამდვილი სახელი ჯონ ჯონ-გუკი (კორ.:전정국), დაიბადა 1997 წლის 1 სექტემბერს ბუსანში, სამხრეთი კორეა.

დისკოგრაფია

რედაქტირება

კორეული ალბომები

რედაქტირება
  • Dark & Wild (2014)
  • Wings (2016)
  • Love Yourself: Tear (2018)
  • Map of the Soul: 7 (2020)
  • Be (2020)

იაპონური ალბომები

რედაქტირება
  • Wake Up (2014)
  • Youth (2016)
  • Face Yourself (2018)
  • Map of the Soul: 7 – The Journey (2020)

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Glasby, Taylor. (დეკემბერი 13, 2016) The 20 best K-Pop tracks of the year. Dazed. ციტატა: „... seven-piece BTS have been cranking out close-to-the-bone lyrics and impressively melding hip hop, pop, electronica, and rock.“ ციტირების თარიღი: თებერვალი 15, 2017.
  2. シングル「血、汗、涙」を5月10日にリリース!. BTS Universal Music Japan Page. Universal Music LLC, Japan (მარტი 23, 2017). ციტირების თარიღი: მარტი 24, 2017.
  3. BTS Billboard Chart History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-19. ციტირების თარიღი: 2016-07-19
  4. 4.0 4.1 Chung, Joo-won (19 ნოემბერი 2016). „BTS, EXO, TWICE top 2016 Melon Music Awards“. Yonhap News Agency. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
  5. Min, Susan (11 ოქტომბერი 2016). „BTS Sweeps 97 Charts on iTunes with ′Wings′“. Mwave. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
  6. 6.0 6.1 „BTS' 'Wings' Sets New U.S. Record for Highest-Charting, Best-Selling K-Pop Album“. Billboard. ციტირების თარიღი: 2016-10-19.
  7. KPOP NEWS – BTS' 'Wings' Becomes Highest Selling Album on Gaon Chart | Mwave. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-22. ციტირების თარიღი: 2016-11-23
  8. Lee, E. (19 მარტი 2017). „BTS sold 1.49 million copies of 'Wings' albums“. Yonhap News Agency. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
  9. 9.0 9.1 Chung, Joo-won (2 დეკემბერი 2016). „Bangtan Boys wins best artist award in MAMA 2016“. Yonhap News Agency. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
  10. CNN, Marian Liu,. „K-pop group's record breaking album conquers three continents“. CNN. ციტირების თარიღი: 2017-10-02.CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი პუნქტუაცია (link)
  11. „BTS Score Top 10 Debut on Billboard 200 With 'Love Yourself: Her' Album“. Billboard. ციტირების თარიღი: 2017-10-02.
  12. „BTS Earns First Billboard Hot 100 Hit With 'DNA'. Billboard. ციტირების თარიღი: 2017-10-02.
  13. „BTS album 'Love Yourself: Her' sells over 1.2 mln copies: data“. Yonhap News Agency (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-10-13.
  14. Buli, Liv. Katy Perry, Kanye West Among Top Pop Stars On Twitter As Platform Celebrates 10th Anniversary. ციტირების თარიღი: 2016-06-19
  15. BTS Search for Their Biggest Fans on Twitter With K-Pop's First Ever Emoji. ციტირების თარიღი: 2016-06-19
  16. „Drake, The Chainsmokers Lead Nominees for the 2017 Billboard Music Awards“. Billboard. ციტირების თარიღი: 2017-04-10.
  17. The 25 Most Influential People on the Internet.
  18. „엑소 위에 박보검·송중기, 아이돌 천하 깬 드라마 스타“. 중앙일보 (კორეული). 2017-02-27. ციტირების თარიღი: 2017-09-11.
  19. „방탄소년단, 팬클럽 아미와 연결된 새 BI 공개 “문을 열고 나아가는 청춘" (კორეული). Naver. ივლისი 5, 2017. ციტირების თარიღი: ივლისი 5, 2017.
  20. 박, 영웅 (2 სექტემბერი 2010). „방시혁, 오디션 통해 힙합그룹 '방탄소년단' 제작“. Star News (კორეული). ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
  21. 백, 솔미 (13 ივლისი 2011). '나는 래퍼다' 방시혁, 13년만에 랩 도전“. My Daily (კორეული). ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
  22. „[INTERVIEW] Bangtan Boys“. Cuvism Magazine (კორეული). ივლისი 22, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 20 მარტი 2015.
  23. Jimin, Jungkook's Story ko. ციტირების თარიღი: 6 ივნისი 2015.
  24. 24.0 24.1 황, 효진 (18 ივლისი 2013). „BTS: 2. Rap Monster, Suga, Jhope's Story“. IZE Magazine (კორეული). ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
  25. Bin, Park Yoo. (2015-12-24) BTS Jimin Entered Busan Arts High School as Top, Major in Modern Dance | K-popism en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-20. ციტირების თარიღი: 2016-08-17
  26. „Episode 1:BTS“. New Yang Nam Show. სეზონი 2 (კორეული). 23 February 2017. Mnet.
  27. Yun, Chloe (ივნისი 13, 2013). „New boy group Bulletproof Boy Scouts to hold a debut showcase on ივნისი 12“. BNT News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-18. ციტირების თარიღი: მაისი 9, 2015.
  28. Hong, Grace Danbi (ივნისი 12, 2013). „[Video] BTS Asks about Your Dreams in 'No More Dream' MV“. Mwave. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-05. ციტირების თარიღი: მაისი 9, 2015.
  29. [MV BTS(방탄소년단) _ Boy In Luv(상남자)]. 11 თებერვალი 2014. https://www.youtube.com/watch?v=m8MfJg68oCs. წაკითხვის თარიღი: 11 სექტემბერი 2015.
  30. Hong, Grace Danbi. [Video BTS Wishes for 'Just One Day' with You in New MV]. ციტირების თარიღი: 2015-10-25.
  31. W Korea pre-releases photos from BTS photoshoot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-24. ციტირების თარიღი: 2015-10-08.
  32. (KOCIS), Korean Culture and Information Service. All-out effort in the heart of Russia to promote Korea. ციტირების თარიღი: 2015-09-02.
  33. Brown, აგვისტო (მაისი 22, 2014). „K-Pop stars Girls' Generation, Bangtan Boys headline KCON 2014“. LA Times. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი 2014.
  34. Hong, Grace Danbi. [Video BTS Rages in the 'War of Hormone' MV]. ციტირების თარიღი: 2015-10-25.
  35. iTunes Preview. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
  36. 36.0 36.1 Lee, Jung-ah (აგვისტო 31, 2015). „방탄소년단, 홍콩 콘서트로 11개월 간 월드투어 '성황리 마무리' 출처“. SBS News (კორეული). ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
  37. Hong, Grace Danbi. [2014 MAMAPhoto BTS and Block B Battle It Out in Fierce Collaboration at 2014 MAMA]. ციტირების თარიღი: 2015-10-25.
  38. BTS Wraps Up Concert Tour in Japan Gathering 25,000 Fans. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-22. ციტირების თარიღი: 2015-10-25.
  39. Hong, Grace Danbi (თებერვალი 9, 2015). „BTS to Hold Second Exclusive Concert in Seoul“. Mwave. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-06. ციტირების თარიღი: 2 მაისი 2017.
  40. 27 Best Albums We've Heard in 2015 ... So Far #24 (ივნისი 2015). ციტირების თარიღი: 26 ივნისი 2015.
  41. Buhain, James (მაისი 14, 2015). „BTS Take Home 5th Music Show Trophy For 'I Need U'. KpopStarz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
  42. 2015 Album Chart. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივლისი 2017. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
  43. Shin, Diana (ივნისი 19, 2015). „BTS Release 1st Original Japanese Song ‘For You’ And Top Oricon’s Weekly Singles Chart“. KpopStarz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 აპრილი 2017. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
  44. „BTS' 'Dope' music video hits over 100 million views“. Yonhap News Agency. ოქტომბერი 25, 2015. ციტირების თარიღი: 2 მაისი 2017.
  45. World Digital Song. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-03. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
  46. Epik High, BTS Join Lineup For 2015 Summer Sonic Music Festival In Japan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 29 ივლისი 2015.
  47. BTS Fan Meeting in Japan a Roaring Success. ციტირების თარიღი: 2015-10-17.
  48. 방탄소년단, 콘서트서 신곡 첫 공개…11월 30일 본격 컴백. ციტირების თარიღი: 2015-10-29.
  49. BTS' 'Most Beautiful Moment in Life, Pt. 2' Returns to No. 1 on World Albums. ციტირების თარიღი: 2016-06-19
  50. Fox, კევინ (ნოემბერი 23, 2015). „BTS Are Flower Boys In 'I Need U' Japanese Music Video Teaser“. KpopStarz. ციტირების თარიღი: 2 მაისი 2017.
  51. 防弾少年団、日本6thシングル「RUN-Japanese Ver.-」の発売が決定! - K-POP - 韓流・韓国芸能ニュースはKstyle (თებერვალი 15, 2016). ციტირების თარიღი: 2016-02-22
  52. Ahn, Sung-mi (მარტი 21, 2016). „BTS to return in მაისი“. Kpop Herald. The Korea Herald. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
  53. Son, Ye-ji (დეკემბერი 27, 2016). „BTS's successful growth as the "Daesang Boy Scouts“. Korea Economic Daily. Translated by Peachisodaworld. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
  54. Benjamin, Jeff (მაისი 6, 2016). „BTS Joins Kcon 2016 Los Angeles as Headliner“. Fuse. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
  55. Oricon Album Ranking Dayly (2016年09月06日付) – see #01 იაპონურად. Oricon Style. Oricon Inc.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-08.
  56. Social 50 | Billboard. ციტირების თარიღი: 2016-10-19
  57. „Social 50“. Billboard. ციტირების თარიღი: 2017-10-24.
  58. „[V Report Plus] BTS releases teaser for lead track of 'Wings'. Kpop Herald. Korea Herald. ოქტომბერი 7, 2016. ციტირების თარიღი: 2016-10-09.
  59. BTS makes history on the Official UK Album charts (ოქტომბერი 17, 2016). ციტირების თარიღი: 2016-10-20
  60. BTS' 'Wings' Sets New U.S. Record for Highest-Charting, Best-Selling K-Pop Album (ოქტომბერი 17, 2016). ციტირების თარიღი: 2016-10-20
  61. „BTS Extend Chart Dominance: 'Wings' Spends 2nd Week on Billboard 200, 'Blood Sweat & Tears' Debuts on Canadian Hot 100“. Billboard. ციტირების თარიღი: 2016-11-23.
  62. „BTS achieve success on YouTube Global Top 100 Charts“. SBS PopAsia. ოქტომბერი 21, 2016. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
  63. Bangtan Boys second EP "Wings" tops 8 music charts. Yonhap (ოქტომბერი 11, 2016). ციტირების თარიღი: ოქტომბერი 13, 2016.
  64. „BTS eclipses YouTube record with 'Blood, Sweat, & Tears' MV“. SBS PopAsia. ოქტომბერი 11, 2016. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
  65. Jeon, Su Mi (ნოემბერი 11, 2016). „BTS Successfully Completes 3rd Official Global Fan Meeting“. Mwave. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
  66. „The big 3 of Korean pop music and entertainment“. The Dong-A Ilbo. ივლისი 26, 2011. ციტირების თარიღი: 2016-12-10.
  67. „엑소 위에 박보검·송중기, 아이돌 천하 깬 드라마 스타“. Joins (კორეული). JoongAng Ilbo. 2017-02-27. ციტირების თარიღი: 2017-02-27.
  68. „BTS Wings Extension: You Never Walk Alone Reaches 700K Pre-orders“. Osen (კორეული). ციტირების თარიღი: 2017-02-10.
  69. Kim, Nicholas (მარტი 9, 2017). „BTS Breaks the Record for Most Albums Sold in a Month“. Koogle TV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-21. ციტირების თარიღი: 2 მაისი 2017.
  70. Ferrer, R.G. (2017-02-13). „BTS Breaks US Itunes Kpop Record With ‘Spring Day’“. koreaportal. ციტირების თარიღი: 2017-02-14.
  71. Benjamin, ჯეფ. „BTS Crack the Bubbling Under Hot 100 With 'Spring Day,' Conquer Multiple Charts With 'You Never Walk Alone'. Billboard. ციტირების თარიღი: 2017-02-22.
  72. 2017년 07주차 Digital Chart. ციტირების თარიღი: 2017-02-24
  73. Min, Susan (10 თებერვალი 2017). „BTS′s Upcoming Album Sells Over 700,000 in Pre-orders“. Mwave. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
  74. Herman, Tamar (მარტი 1, 2017). „BTS and TWICE Speeds Past Youtube 's K-pop View Records“. Billboard. ციტირების თარიღი: 2 მაისი 2017.
  75. „BTS's "Not Today" is the fastest MV to surpass 10 million views“. Chosun (კორეული). ციტირების თარიღი: 2017-02-18.
  76. Lipshutz, Jason (მაისი 21, 2017). „BTS Thanks Fans For Top Social Artist Win at Billboard Music Awards 2017: Watch“. Billboard. ციტირების თარიღი: ივლისი 5, 2017.
  77. [공식입장 방탄소년단, 9월18일 컴백 확정..'LOVE YOURSELF' 발매] ko. Naver. ციტირების თარიღი: აგვისტო 24, 2017
  78. The Chainsmokers collaborates with BTS for ‘Love Yourself’ en. The Korea Herald. ციტირების თარიღი: სექტემბერი 11, 2017
  79. „BTS Earns First Billboard Hot 100 Hit With 'DNA'. Billboard. ციტირების თარიღი: 2017-09-26.