BRICS-ის XIII სამიტი COVID-19-ის პანდემიის გამო ინდოეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ნიუ-დელიში შეხვედრის მაგივრად ვიდეოკონფერენციის სახით შედგა 2021 წლის 9 სექტემბერს[1].

BRICS-ის 2021 წლის შემადგენლობა:

  1. ბრაზილიის დროშა ბრაზილია — პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ,
  2. რუსეთის დროშა რუსეთი — პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი,
  3. ინდოეთის დროშა ინდოეთი — პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი,
  4. ჩინეთის დროშა ჩინეთი — თავმჯდომარე სი ძინპინი,
  5. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სარ — პრეზიდენტი სირილ რამაფოსა.

BRICS-ის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა გაცვალეს მოსაზრებები ხუთმხრივი თანამშრომლობის მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ, შეაჯამეს წელს ინდოეთის BRICS-ის თავმჯდომარეობის შედეგები. ლიდერებმა საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები განიხილეს.

სამიტის შედეგად მიღებულ იქნა დელის დეკლარაცია, რომელიც ასახავს ხუთი სახელმწიფოს კონსოლიდირებულ მიდგომებს ასოციაციის შემდგომი განვითარების მიმართ, ასევე BRICS-ის ანტიტერორისტული სტრატეგია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება