BRICS-ის VIII სამიტი შედგა 2016 წლის 1516 ოქტომბერს ინდოეთის გოას შტატში[1].

BRICS-ის 2016 წლის შემადგენლობა:

  1. ბრაზილიის დროშა ბრაზილია — პრეზიდენტი მიშელ ტემერი,
  2. რუსეთის დროშა რუსეთი — პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი,
  3. ინდოეთის დროშა ინდოეთი — პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი,
  4. ჩინეთის დროშა ჩინეთი — თავჯდომარე სი ძინპინი,
  5. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სარ — პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა.

სამიტის თემა: „საპასუხო, ინკლუზიური და კოლექტიური გადაწყვეტილებების შექმნა“.

სამიტის დღის წესრიგში არის BRICS-ში, როგორც ერთ-ერთ ძირითად საერთაშორისო ასოციაციაში სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება და ამ ფორმატში მულტიდისციპლინური თანამშრომლობის განვითარება.

გარდა ამისა, განიხილეს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლისა და სირიაში სიტუაციის მოგვარების, მსოფლიო ეკონომიკისა და ფინანსების სტაბილურობის გაზრდის, გლობალური მმართველობის არქიტექტურის გაუმჯობესების საკითხები.

სამიტის შედეგად BRICS-ის ქვეყნების ლიდერებმა მიიღეს არაერთი დოკუმენტი, კერძოდ, გოას დეკლარაცია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა.

მიღებულ დოკუმენტებს შორის არის ასევე დებულება BRICS-ის ქვეყნების საბაჟო თანამშრომლობის კომიტეტის შესახებ და ურთიერთგაგების მემორანდუმებს შორის დიპლომატიურ აკადემიებს შორის და BRICS-ის ქვეყნების სოფლის მეურნეობის კვლევის პლატფორმის შექმნის შესახებ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება