Aqualung“ — ბრიტანული პროგრესული როკ ჯგუფ ჯეთრო ტალის კომპოზიცია ალბომიდან Aqualung. სიმღერის ავტორები არიან ჯგუფის ლიდერი იენ ანდერსონი და მისი ყოფილი მეუღლე ჯენი ფრენკსი. ორიგინალური ჩანაწერის ხანგრძლივობაა 6 წთ 32 წმ. ისევე, როგორც ჯგუფის სხვა სიმღერებში, აქაც მოთხრობილია უსახლკარო ადამიანის ისტორია.

„Aqualung“
სიმღერაჯეთრო ტალი
ალბომიდან Aqualung
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 19 მარტი 1971
ჩაიწერა დეკემბერი 1970 - თებერვალი 1971, სტუდია Island, ლონდონი
ჟანრი პროგრესული როკი, მძიმე როკი, ფოლკ როკი
ხანგრძლივობა 6:34
ხმისჩამწერი ლეიბლი Island (ბრიტანეთი)
Reprise (აშშ)
Chrysalis/Capitol (მეორე აშშ გამოცემა)
ავტორ(ებ)ი იენ ანდერსონი/ჯენი ანდერსონი
პროდიუსერი იენ ანდერსონი და ტერი ელისი

1999 წლის ინტერვიუში ანდერსონი აღნიშნავს[1]:

ვიკიციტატა
„Aqualung არ იყო კონცეპტუალური ალბომი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ასე ჩათვალა. იდეა აღებულია ჩემი მეუღლის მიერ გადაღებული ფოტოგრაფიიდან, რომელზეც აღბეჭდილი იყო მაწანწალა ლონდონიდან. ძალიან შემეცოდა ისინი, მაგრამ მათ დანახვაზე ასევე ვგრძნობდი შიშს და დაუცველობას. და ვფიქრობ, ყველაფერი ეს შეერწყა უსახლკარო რომანტიკულ პიროვნებას, რომელიც თავისუფალი სულის მატარებელია, მაგრამ არ შეუძლია საზოგადოებაში არსებულ წესებში ჩაჯდომა ასე რომ, ამ ფოტოგრაფიის გავლენით დავიწყე სიმღერის ტექსტის წერა. მახსოვს ლოს-ანჯელესის სასტუმროში როგორ ვიჯექი, ვაწყობდი აკორდების სტრუქტურას სხვადასხვა კუპლეტისათვის. საკმაოდ დიდი წვალებით მიღებული აკორდებია, მაგრამ აქეთ-იქით უნდა გადაგესვა და სიმღერის უფრო მისაღები აკუსტიკური სექცია მიგეღო.“

პერსონაჟი „აკვალანგი“ ნახსენებია ალბომის შემდეგ სიმღერაში „Cross-Eyed Mary“.

ეს სიმღერა ასევე შეტანილია კომპიუტერულ თამაშში Rock Band 2.

VH1-ის მიერ სიმღერა დასახელდა 90-ე ადგილზე მძიმე როკის ჟანრის საუკეთესო კომპოზიციებში.

შეტანილია ალბომებში

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება