Aqua — დანიური ჯგუფი კოპენჰაგენიდან, რომელიც გამორჩეულად პოპულარული იყო 1990-იანი წლების ბოლოს. Aqua-ს წარმატებამ ჯგუფის სიმღერები მოახვედრა ბრიტანულ ჰიტ-აღლუმშიც, სადაც მათ არანაკლებ დიდი პოპულარობა ხვდა წილად. 2001 წლის ივლისში დაშლამდე ოთხეულმა გამოსცა ორი სტუდიური ალბომი - Aquarium და Aquarius. მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა მათი ალბომების დაახლოებით 33 მილიონი ასლი. შედეგად, Aqua აღიარებულია ყველა დროის ყველაზე წარმატებულ დანიურ ჯგუფად.[1]

Aqua
Joyspeed (1994-1996)
Aqua tour 2009.jpg
ჯგუფის გამოსვლა 2009 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა კოპენჰაგენი, დანია
ჟანრ(ებ)ი ბაბლგამ პოპი, ევროპოპი, ევროდენსი
აქტიური 1989–2001
2007–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Universal Music Denmark, MCA (აშშ)
ასოციაციები Lazyboy
Hej Matematik
წევრები ლენე ნისტრომი
რენე დიფი
სორენ რასტედი
კლაუს ნორენი
საიტი aquaofficial.com
Aqua ვიკისაწყობში

Aqua-ს ყველაზე ცნობილი სიმღერაა „Barbie Girl“, რომელმაც აგრეთვე მნიშვნელოვანი სკანდალი გამოიწვია თოჯინა ბარბის შექმნელთა მხრიდან (სიმღერის ტექსტის გამო).[1]

2001 წელს დაშლის შემდეგ, ჯგუფი დაბრუნდა 2007 წლის ოქტომბერში და მას შემდეგ დრო და დრო კონცერტებს ატარებს. მათი ჰიტ-სინგლების კრებულში, რომელიც 2009 წელს გამოიცა, შეტანილია 3 ახალი სიმღერაც.

დისკოგრაფიარედაქტირება

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიორედაქტირება

  1. CNN — January 7, 2003 - "Supreme Court rejects ugly fight over Barbie doll — http://www.cnn.com/2003/LAW/01/27/scotus.barbie.song/"