Apache NiFi
Apache NiFi — მონაცემთა ნაკადის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა ღია კოდით, რომელიც განკუთვნილია დანაწილებულ გარემოში პროგრამულ სისტემებს შორის მონაცემთა ნაკადების ავტომატიზაციისათვის. პროექტს უძღვება Apache Software Foundation. NiFi დაფუძნებულია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოში შემუშავებულ პროგრამაზე NiagaraFiles, რომლის სახელი ასევე ასახულია პროექტის თანამედროვე სახელწოდებაში. 2014 წელს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ საკუთარი ტექნოლოგიების ტრანსფერის პროგრამის ფარგლებში, პროექტი NiagaraFiles გახსნა საზოგადოებისთვის და ღია კოდი გადასცა თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის ფონდს Apache.[1][2]
Apache NiFi | |
---|---|
Apache NiFi-ის ვებ-ინტერფეისი | |
ავტორი | აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო |
მწარმოებელი | Apache Software Foundation, Cloudera, Hortonworks |
გამოვიდა | 2006 |
ბოლო გამოშვება | 3 თებერვალი, 2020 / 1.11.1 |
რეპოზიტორიუმი | gitbox.apache.org |
პროგრამირების ენა | Java |
ოს | კროსპლატფორმული |
სტატუსი | აქტიური |
ჟანრი | მონაცემთა დანაწილებულ ნაკადთა მმართველი |
ლიცენზია | Apache License 2.0 |
საიტი | nifi.apache.org |
პროგრამის დიზაინი დაფუძნებულია ნაკადზე-დაფუძნებული პროგრამირების მოდელზე და იძლევა ისეთ შესაძლებლობებს, როგორიცაა მუშაობა უშუალოდ კლასტერში, უსაფრთხოება TLS დაშიფვრით, გაფართოებადობა (მომხმარებელს აქვს საშუალება დაწეროს საკუთარი პროგრამა მისი შესაძლებლობების გასაფართოვებლად) და გაუმჯობესებული გამოყენებადობის საშუალებები, როგორიცაა პორტალი, რომელიც მოსახერხებელია ნაკადის ქცევის ვიზუალური დათვალიერებისა და რედაქტირებისათვის.[3]
პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისა და კომერციული მხარდაჭერის შეთავაზება ბაზარზე ამჟამად აქვს Hortonworks (გაერთიანებულია Cloudera-ში[4]), რომელმაც NiFi-ს შექმნელი Onyara Inc შეიძინა.[5]
კომპონენტები
რედაქტირებაNiFi არის Java-ზე დაწერილი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ეშვება Java-ს ვირტუალურ მანქანაში, ჰოსტ-სერვერზე.[6] NiFi-ს გამორჩეული კომპონენტებია:
- Web Server (ვებ-სერვერი) — HTTP-ზე დაფუძნებული კომპონენტი, რომელიც გამოიყენება პროგრამის ვიზუალური მართვისთვის და მასში მიმდინარე ხდომილებებზე დასაკვირვებლად
- Flow Controller (ნაკადის მაკონტროლებელი) — მუშაობს როგორც NiFi-ს ქცევითი ტვინი. აკონტროლებს NiFi-ს გაფართოებების მუშაობას და ადგენს მისთვის რესურსების განაწილებას განაწილებას.
- Extensions (გაფართოებები) — სხვადასხვა პლაგინები, რომელიც საშუალებას აძლევს NiFi-ს იურთიერთოს სხვადასხვა სახის სისტემასთან
- FlowFile repository (FlowFile-ის რეპოზიტორიუმი) — გამოიყენება NiFi-ს მიერ, მიმდინარე აქტიური FlowFile-ის ან სისტემებს შორის სამოძრაოდ NiFi-ის დამხმარე ინფორმაციის სტატუსის მხარდაჭერისა და მასზე დაკვირვებისთვის.
- Content repository (კონტენტენტის რეპოზიტორიუმი — ტრანზიტული მონაცემების სანახი
- Provenance repository — სისტემაში გამავალი მონაცემების ნაკადის წარმომავლობის შესახებ მონაცემების სანახი.
Apache NiFi-ის ქვეპროექტები
რედაქტირება- Apache NiFi Registry
- MiNiFi
- Flow Design System (FDS)
კომერციულ პროდუქტში ინტეგრაცია
რედაქტირება2017 წლის თებერვალში Hewlett Packard Enterprise-ის SecureData, რომელიც განკუთვნილია Hadoop და IoT პროგრამული უზრუნველყოფისათვის, გახდა ინდუსტრიაში პირველი კომერციული პროდუქტი, რომელშიც ინტეგრირებულია NiFi.[7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ NSA Releases First in Series of Software Products to Open Source Community. The National Security Agency (25.11.2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17.02.2020. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2020.
- ↑ Adrian Bridgwater. NSA 'NiFi' Big Data Automation Project Out In The Open. Forbes. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2020.
- ↑ Apache NiFi Documentation. Apache Software Foundation. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2020.
- ↑ Welcome to a brand-new Cloudera. Hortonworks. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-14. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2020.
- ↑ Hortonworks buys Onyara, the company behind Apache NiFi, which was developed at NSA. VentureBeat. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2020.
- ↑ Apache NiFi Developer Guide. Apache Software Foundation. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2020.
- ↑ RSA Conference: HPE looks to boost enterprise IoT security with Apache NiFi. TechRepublic. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2020.