Apache Software Foundation, ასევე ASF, ფონდი Apache (IPA: /əˈpæi/, ინგლ. პროგრამული უზრუნველყოფის ფონდი Apache) — ამერიკული არაკომერციული კორპორაცია, რომელიც ემსახურება Apache-ის ღია და თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერას. ფონდი ჩამოყალიბდა Apache Group-ისგან და დარეგისტრირდა კორპორაციად 1999 წლის 25 მარტს.[5]

Apache Software Foundation
აბრევიატურა ASF
შეიქმნა 1999
სტატუსი აქტიური
ტიპი 501(c)(3)
მიზანი ღია პროგრამული უზრუნველყოფა
დამაარსებლები ბრაიან ბელენდორფი, კენ კორი, მარკ კოქსი, ლარს აილებრეხტი, რალფ ენგელშალი, როი ფილდინგი, დენ გოდეტი, ბენ ჰაიდი, ჯიმ იაგიელსკი, ალექსეი კოსუტი, მარტინ კრემერი, ბენ ლორი, დაგ მაკექერნი
ატარებს სახელს აპაჩეს სერვერი
დამფუძნებელი (-ები) Brian Behlendorf და Martin Krämer
ბიუჯეტი 917,000
ქვეყანა აშშ
თავმჯდომარე უცნობი, Roy Fielding[1] , Greg Stein და Jim Jagielski[2]
კავშირები World Wide Web Consortium[3] და CVE Numbering Authority[4]
https://www.apache.org

Apache Software Foundation არის ღია საწყისი კოდის მქონე პროგრამული უზრუნველყოფის შემმუშავებელთა დეცენტრალიზებული საზოგადოება. მათ მიერ წარმოებული პროგრამული უზრუნველყოფა ვრცელდება Apache-ის ლიცენზიით და არის თავისუფალი და ღია საწყისი კოდით. პროექტები, რომელსაც უძღვება Apache, ხასიათდებიან კოლაბორაციულობით, კონსენსუსზე დაფუძნებული შემუშავების პროცესითა და ღია და პრაგმატული პროგრამული ლიცენზიით. თითოეული პროექტი იმართება ტექნიკური ექსპერტების თვითარჩეული ჯგუფის მიერ, რომლებსაც აქტიურად შეაქვთ წვლილი პროექტში. ფონდი მერიტოკრატიულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფონდის შეუძლია მხოლოდ მოხალისეებს, ვისაც აქტიურად შეაქვს წვლილი Apache-ის პროექტებში. ASF მიიჩნევა მეორე თაობის ღია საწყისი კოდის ორგანიზაციად, რაშიც იგულისხმება, რომ მისგან მიღებული კომერციული მხარდაჭერა არ იწვევს პლატფორმაზე დამოკიდებულების ეფექტის რისკს.

ფონდის ამოცენებს შორისაა, Apache-ის პროექტებზე მომუშავე მოხალისეების სამართლებრივი დაცვა და Apache-ის საფირმო სახელის სხვა ორგანიზაციების მიერ არამართლზომიერი და უნებართვო გამოყენების აღკვეთა.

ყოველწლიურად ფონდი Apache ატარებს რამდენიმე კონფერენციას ApacheCon, რომელზეც განიხილავენ Apache-ის პროექტებსა და მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებს.

ფონდი Apache-ის ისტორია ბმაშია Apache HTTP Server-თან, რომლის შემუშავება დაიწყო 1993 წლის თებერვალში, როდესაც რვა შემმუშავებლისგან შემდგარი ჯგუფი შეუდგა NCSA HTTPd დემონის გაუმჯობესებას. ეს ჯგუფი ცნობილი გახდა სახელით Apache Group. 1999 წლის 25 მარტს დაფუძნდა პროგრამული უზრუნველყოფის ფონდი Apache. ფონდის პირველი ოფიციალური თათბირი გაიმართა 1999 წლის 13 აპრილს და საერთო შეთანხმებით ფონდი Apache-ის წევრების სია განისაზღვრა შემდეგნაირად: ბრაიან ბელენდორფი, კენ კორი, მიგელ გონსალესი, მარკ კოქსი. რალფ ენგელშალი, როი ფილდინგი, დეან გოდეტი, ბენ ჰაიდი, ჯიმ იაგიელსკი, ალექსეი კოსუტი, მარტინ კრემერი, ბენ ლორი, დაგ მაკექერნი. საბჭოს დამატებითი წევრების არჩევისა და სხვა სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტის მიზნით გამართული რამდენიმე თათბირის შემდეგ, საბოლოოდ გადაწყდა, რომ ფონდი Apache-ის დაფუძნების თარიღად არჩეულ იქნას 1999 წლის 1 ივნისი.

ფონდი აცხადებს, რომ სახელი „Apache“ არჩეულ იქნა „ამერიკის მკვიდრი აპაჩის ხალხის პატივსაცემად, რომლებიც განთქმულნი არიან მათი უპირატესი მეომრული სტრატეგიითა და ამოუშრეტელი გამძლეობით“.

პროექტები

რედაქტირება

Apache, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პროცესებს ყოფს ნახევრად-ავტონომიურ დარგებად რომელსაც უწოდებენ „მაღალი დონის პროექტებს“ (ფორმალურად ცნობილია როგორც „პროექტების მართვის კომიტეტი“), რომელთაგან ზოგიერთი ასევე შეიცავს ქვეპროექტებს. FOSS-პროექტების მასპინძელი ზოგიერთი სხვა ორგანიზაციისაგან განსხვავებით, სანამ პროექტის მასპინძელი Apache გახდება, ჯერ უნდა მოხდეს მისი ლიცენზირება Apache-სთვის ჩუქების ან მონაწილის შეთანხმებით. ამგვარად, ფონდი Apache ღებულობს ინტელექტუალური საკუთრების აუცილებელ უფლებებს, მისი პროექტების შემუშავებისა და გავრცელებისათვის.

დირექტორთა საბჭო

რედაქტირება