Anna F.
ანნა ვაპელი[4] (დ. 18 დეკემბერი, 1985), უფრო მეტად ცნობილია სასცენო სახელით Anna F. — ავსტრიელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი.
Anna F. | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 18 დეკემბერი, 1985[1] [2] [3] (38 წლის) |
დაბ. ადგილი | Friedberg[1] |
საიტი | annaf.com |
Anna F. ვიკისაწყობში |
ცხოვრება და კარიერა
რედაქტირება1996–2008: ადრეული ცხოვრება
რედაქტირებავაპელი დაიბადა ავსტრიის ქალაქ ფრიდბერგში.[5] მან სიმღერა ბავშვობაში დაიწყო. ვაპელმა გრაცში ისწავლა ინგლისური და იტალიური ფილოსოფია და ლიტერატურა და დასვენების დღეებში მუშაობდა ATV-ში.[6]
2009–2011: კარიერის დასაწყისი
რედაქტირება2009 წლის ზაფხულში ანა იყო ლენი კრავიცის ევროპული ტურნეს გამხსნელი.[7] მან მოიგო „ამადეუსის ავსტრიული მუსიკის ჯილდო 2009“, „პოპის“ კატეგორიაში.
2010 წლის 5 თებერვალს გამოაქვეყნა სადებიუტო ალბომი „For Real“. ალბომმა ავსტრიის მუსიკალურ ჩარტებში დაიკავა მესამე ადგილი და მიიღო ოქროს სერტიფიკატი. ვაპელმა მოაწყო ტური მთელი ავსტრიის მასშტაბით.[8]
2012–დღემდე: სამსახიობო დებიუტი და მუსიკალური კარიერის განვითარება
რედაქტირება2012 წელს ვაპელის დებიუტი შედგა დიტო ცინცაძის მიერ გადაღებულ გერმანულ-ავსტრიულ ფილმში „შეჭრა“, რომლის პრემიერაც 2012 წლის 30 ივნისს შედგა მიუნხენის კინოფესტივალზე.
2012 წელს ვაპელი საცხოვრებლად პრენცლაუზერ-ბერგში, ბერლინში გადავიდა. ის შეუერთდა მუსიკალურ ლეიბლს Polydor/Island (Universal Music Group).[9] 2013 წლის აგვისტოში გამოუშვა სიმღერა „DNA“ და დაანონსა რომ ეს იქნებოდა მისი ალბომის „King in the Mirror“ პირველი სიმღერა. მუსიკალური ვიდეო 2013 წლის 3 აგვისტოს გამოვიდა.[10] მან სიმღერა შეასრულა იან ბოიერმანის ტელეგადაცემაში „Lateline“.
ალბომი „King in the Mirror“ 2014 წლის თებერვალში გამოვიდა. ვაპელმა გახსნა ჯეიმზ ბლანტის ტური ავსტრიაში, გერმანიაში, იტალიასა და შვეიცარიაში.[11]
2015 წლის ევროვიზიაზე ავსტრიის წარმომადგენლის შერჩევის პროცესში, ის იყო მუსიკოსთა მწვრთნელი. ამ პერიოდში ის იყო „ORF“-ის გუნდის წევრი და აქტიურად იღებდა მონაწილეობას წარმომადგენლის შერჩევის პროცესში.[12]
2017 წელს ანნამ ჩაწერა ახალი ალბომი პროდიუსერ დანიელ ბრანდტთან ერთად, რომელთანაც იმ პერიოდში სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა.[13]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #1015176593 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Discogs — 2000.
- ↑ filmportal.de — 2005.
- ↑ Köck, Samir. Anna F.: "Ein bisserl weiblicher Macho" German. Die Presse (13 February 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ნოემბერი 2016. ციტირების თარიღი: 26 June 2017.
- ↑ Anna F.. ციტირების თარიღი: 26 June 2017.
- ↑ Gurmann, Maria. Anna F: "Tausend Ideen schwirren im Kopf" German (25 August 2013). ციტირების თარიღი: 26 June 2017.
- ↑ "Extrem geil": Anna F. und Lenny Kravitz German. Österreich (14 July 2009). ციტირების თარიღი: 26 June 2017.
- ↑ Neubauer, Herbert. Donauinselfest 2010 mit Anna F. und Kim Wilde German. Die Presse (29 April 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 26 June 2017.
- ↑ Wellinger, Renzo. Polydor/Island präsentiert Newcomerin Anna F. German (21 June 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 26 June 2017.
- ↑ Anna F. -- DNA (3 August 2013). ციტირების თარიღი: 26 June 2017.
- ↑ Anna F. geht mit James Blunt auf Tournee German. Die Welt (28 February 2014). ციტირების თარიღი: 26 June 2017.
- ↑ Fohringer, Helmut. Song Contest: BossHoss, Nazar und Anna F. als Coaches German. Die Presse (25 November 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 დეკემბერი 2015. ციტირების თარიღი: 26 June 2017.
- ↑ In Music and Life, Acoustic Techno Mastermind Daniel Brandt Keeps It Real დაარქივებული 2019-04-26 საიტზე Wayback Machine. . LA Weekly, March 20, 2017.