ალკა

(გადამისამართდა გვერდიდან Alca torda)

ალკა[1][2] (ლათ. Alca torda) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგის ალკასებრთა ოჯახისა. ალკის გვარის ერთადერთი გადარჩენილი სახეობა (მეორე იყო ამომწყდარი უფრთო ალკა, რომელიც თანამედროვე კლასიფიკაციით ცალკე გვარშია გაერთიანებული). ზურგის მხარე და თავი შავ-მურაა, მუცელი — თეთრი. სხეულის სიგრძეა 41–48 სმ. ნისკარტი მაღალია, გვერდებიდან შებრტყელებული, თეთრი განივი ზოლით. გავრცელებულია ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. ბუდობს სანაპირო კლდეებზე; დებს ერთ კვერცხს; კრუხობს ორივე მშობელი; ინკუბაცია 35–36 დღე გრძელდება. იკვებება პატარა თევზებით. იზამთრებს ზღვაზე. ფრთხილია; კარგად ცურავს და ყვინთავს.

ალკა


მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  მეჭვავიასნაირნი
ოჯახი:  ალკასებრნი
გვარი:  ალკა
სახეობა:  ალკა
ლათინური სახელი
Alca torda (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22694852

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 17, 98, 232.
  2. razorbill — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ალკა&oldid=4218252“-დან