Aenictusმომთაბარე ჭიანჭველების საშუალო და მცირე ზომის გვარი Aenictinae-ის მონოტიპიური ქვეოჯახიდან[1].

Aenictus
A. ceylonicus მუშა ჭიანჭველა ინდონეზიიდან
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Aenictus Shuckard, 1840

გავრცელება

რედაქტირება

ტროპიკული და სუბტროპიკული აზია, აფრიკა, ავსტრალია (კუინზლენდი), ხმელთაშუაზღვისპირეთი. არ არსებობენ ამერიკაში და მადაგასკარზე, ასევე ჩრდილოეთ განედებში[1].

გენეტიკა

რედაქტირება

ქრომოსომების დიპლოიდური კრებული 2n = 22, 24, 30[2].

კლასიფიკაცია

რედაქტირება
 
მდედრი და მუშა ჭიანჭველა A. laeviceps
 
მდედრი და მუშა ჭიანჭველა A. congolensis

მოიცავს დაახლოებით 180 სახეობას[1][3]. წარმოადგენს ქვეოჯახ Aenictinae-ის ერთადერთი გვარს, რომელიც 1990 წლამდე განიხილებოდა როგორც Aenictini-ს ტრიბა ქვეოჯახ Dorylinae-ს შემადგენლობაში[4]. 2014 წელს წამოყენებული იქნა წინადადება (Brady et al.) იგი და მთელი დორილომორფული ქვეოჯახი (Aenictinae, Aenictogitoninae, Cerapachyinae, Ecitoninae და Leptanilloidinae) ხელახლა შეეყვანათ გაფართოებული Dorylinae-ს შემადგენლობაში[5].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Schneirla, T. C. (1971) Army Ants: A Study in Social Organization". W. H. Freeman & Co, San Francisco — pp. 1-349.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Cong Liu, Francisco Hita Garcia, Yan-Qiong Peng, Evan P. Economo., Aenictus yangi sp. n. – a new species of the A. ceylonicus species group (Hymenoptera, Formicidae, Dorylinae) from Yunnan, China(ინგლისური) // Journal of Hymenoptera Research, Pensoft Publishers, 2015, Vol. 42, P. 33-45, ISSN 1314-2607.
  2. Lorite P.& Palomeque T. Karyotype evolution in ants (Hymenoptera: Formicidae) with a review of the known ant chromosome numbers. — Myrmecologische Nachrichten (Wien). — 2010. Volume 13, Pages 89-102. ციტირების თარიღი: 12 დეკემბერი, 2010
  3. Jaitrong, W.; Yamane, S.; Wiwatwitaya, D. 2010: The army ant Aenictus wroughtonii (Hymenoptera: Formicidae: Aenictinae) and related species in the Oriental Region, with descriptions of two new species. Japanese journal of systematic entomology, 16(1): 33-46.
  4. Aenictinae — AntWeb (ინგლისური)
  5. Brady, Seán G; Fisher, Brian L; Schultz, Ted R; Ward, Philip S (2014). «The rise of army ants and their relatives: diversification of specialized predatory doryline ants». BMC Evolutionary Biology 14: 2-14. doi:10.1186/1471-2148-14-93
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Aenictus&oldid=4078221“-დან