adjarasport, აჭარასპორტი — ქართული სპორტული პლატფორმაა, რომელიც Adjara.com-მა დააფუძნა.

adjarasport
დარგი მედია
დაფუძნდა 1 იანვარი, 2013
სათავო ოფისი საქართველო
პროდუქცია სატელევიზიო არხები, ონლაინ-სააგენტო
მფლობელი Adjara.com
სერვისის ენა ქართული
საიტი adjarasport.com

აჭარასპორტის შემადგენლობაში შედის როგორც სატელევიზიო არხები adjarasport1 და adjarasprot2, ასევე ახალი ამბების სააგენტო, რომელიც აშუქებს ქართულ და მსოფლიო სპორტში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს.

აჭარასპორტის სატელევიზიო პლატფორმა 2019 წელს, კომპანიის რებრენდინგის შემდეგ ჩამოყალიბდა. აჭარასპორტი საქართველოში ექსკლუზიურ უფლებას ფლობს, გააშუქოს ინგლისის პრემიერლიგა[1], ავსტრიის ბუნდესლიგა[2], ესპანეთის, იტალიის[3], გერმანიის, პორტუგალიისა და ინგლისის ასოციაციის თასი[4], შერეული საბრძოლო ხელოვნებების (MMA) UFC ტურები[5] და მამაკაცთა და ქალთა საჩოგბურთო ტურნირები.[6]

აჭარასპორტის სატელევიზიო კონტენტი ხელმისაწვდომია საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქისთვის. სპორტული ტურნირების ხილვა შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერი მოწყობილობით. გარდა ამისა, საფეხბურთო და საჩოგბურთო მატჩების, ასევე შერეული საბრძოლო ხელოვნებების (MMA) UFC ტურების მიმოხილვების, სპორტსმენების ინტერვიუების, მატჩების განხილვებისა და სხვადასხვა ტიპის გასართობი და შემეცნებითი გადაცეების ხილვა შესაძლებელია აჭარასპორტის სოციალური მედიის პლატფორმაზეც.

ისტორია რედაქტირება

კომპანია 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ, სპორტით დაინტერესებული ქართულენოვანი აუდიტორიისთვის, ინფორმაციის მიღების ერთ-ერთ მთავარ პლატფორმად ჩამოყალიბდა. 2019 წელს აჭარასპორტმა პირველი ქართული სპორტული სტრიმინგ პლატფორმა adjarasport.tennis შექმნა, სადაც ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, მაყურებელმა 35-ზე მეტი მთავარი, საჩოგბურთო ტურნირი იხილა.

2018 წლის მაისიდან, აჭარასპორტი ქართულენოვან აუდიტორიას სთავაზობს სუმოს ტრანსლაციებს, როგორც სოციალურ მედიაში, ასევე adjarasport.tv-ის არხზე. ამ გადაწყვეტილებით საგრძნობლად გაიზარდა სუმოთი დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა და სპორტის ამ სახეობის პოპულარობა. ლეგენდარული ჰაკუჰოსა და ქართველი ტოჩინოშინის დაპირისპირება პირდაპირ ეთერში 50 000-ზე მეტმა მაყურებელმა იხილა.

2017 წელს კომპანიამ ჩამოაყალიბა ონლაინ პლატფორმა FIGHT NIGHT GEORGIA, სადაც საბროლო ხელოვნების მოყვარული ადამიანები გაერთიანდნენ და უკვე 2019 წლიდან, ამ პლატფორმისა და adjarasport.tv-ის საშუალებით, აჭარასპორტი ქართულენოვან აუდიტორიას UFC-ის ორთაბრძოლებს პირდაპირ ეთერში სთავაზობს.

2019 წლის ზაფხულში, აჭარასპორტმა პოპულარული საფეხბურთო ჩემპიონატის, ინგლისის პრემიერლიგის ტრანსლაციების ჩვენების ექსკლუზიური უფლება მოიპოვა. პრემიერლიგის მატჩების ხილვა ქართულენოვან აუდიტორიას შეუძლია როგორც ტელევიზიის, ისე სტრიმინგ-პლატფორმა adjarasport.tv-ის საშუალებით.

2019 წელსვე, კომპანიამ შეიძინა ინგლისის ასოციაციის თასის, ესპანეთის[7], იტალიის, გერმანიისა და პორტუგალიის თასების ტრანსლაციების უფლებები. შედეგად, აჭარასპორტი რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი სპორტული მედიაჰოლდინგი გახდა.

სატელევიზიო სახეები რედაქტირება

სატელევიზიო ეთერში სპორტული ღონისძიებების წარმდგენები და წამყვანები არიან საქართველოს ნაკრების და ინგლისის პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელი ზურაბ ხიზანიშვილი; საჩოგბრუთო ტურებისა და გადაცემის წამყვანია სანდრო ქავთარაძე; შერეული საბრძოლო ხელოვნების (UFC) ტურების წამყვანები და მიმომხილველები, მინდია წიკლაური და ლადო ნაცვლიშვილი არიან. ყოველდღიური სპორტული ამბების მიმომხილველი და წამყვანი სანდრო საპანაძეა. საფეხბურთო სამყაროში მიმდინარე აქტუალური მოვლენებისა და აუდიტორიისთვის საინტერესო ამბების მიმომხილველია ლეკო ჯაყელი.

სახელი პოზიცია ტურნირი
ზურაბ ხიზანიშვილი წამყვანი ფეხბურთი, ინგლისის პრემიერლიგა
სანდრო ქავთარაძე წამყვანი ჩოგბურთი
მინდია წიკლაური წამყვანი (შერეული საბრძოლო ხელოვნება) UFC
ლეკო ჯაყელი მიმომხილველი საფეხბურთო მიმომხილველი
სანდრო საპანაძე მიმომხილველი სპორტის ამბები, ჩოგბურთი

ფეხბურთის კომენტატორები რედაქტირება

კომენტატორები, რომლებიც აჭარასპორტის ეთერში სხვადასხვა საფეხბურთო ჩემპიონატებს და თასის მატჩებს უძღვებიან:

სახელი პოზიცია ტურნირი
ზურაბ ხიზანიშვილი კომენტატორი პრემიერ ლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი
ალექსანდრე გაბრიჩიძე კომენტატორი პრემიერლიგა, ავსტრიის ბუნდესლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი, კოპა დელ რეი, კოპა იტალია
ნიკოლოზ ქევხიშვილი კომენტატორი პრემიერ ლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი, კოპა იტალია, გერმანიის თასი
ვახო გოგალაძე კომენტატორი პრემიერ ლიგა, ავსტრიის ბუნდესლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი, გერმანიის თასი
ანდრო ხელაძე კომენტატორი პრემიერ ლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი, კოპა იტალია
ირაკლი იმედაძე კომენტატორი პრემიერ ლიგა, ავსტრიის ბუნდესლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი, კოპა იტალია, პორტუგალიის ლიგის თასი
სანდრო ქებაძე კომენტატორი კოპა იტალია, კოპა დელ რეი, გერმანიის თასი, პორტუგალიის ლიგის თასი

ჩოგბურთის კომენტატორები რედაქტირება

კომენტატორები, რომლებიც აჭარასპორტის ეთერში ქალთა და მამაკაცთა საჩოგბურთო ტურნირებს უძღვებიან:

სახელი პოზიცია ტურნირი
სანდრო ქავთარაძე კომენტატორი ATP 250 and WTA
სანდრო საპანაძე კომენტატორი ATP 250 and WTA
თორნიკე ტურავა კომენტატორი ATP 250 and WTA

UFC კომენტატორები რედაქტირება

კომენტატორები, რომლებიც აჭარასპორტის ეთერში შერეული საბრძოლო ხელოვნების ტურების ტრანსლაციებს უძღვებიან:

სახელი პოზიცია ტურნირი
მინდია წიკლაური წამყვანი შერეული საბრძოლო ხელოვნება, UFC და ONE Championship
ლადო ნაცვლიშვილი წამყვანი შერეული საბრძოლო ხელოვნება, UFC და ONE Championship
გიორგი ბუჩუკური წამყვანი შერეული საბრძოლო ხელოვნება, UFC და ONE Championship
თემო მამაცაშვილი წამყვანი შერეული საბრძოლო ხელოვნება, UFC და ONE Championship

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ინგლისის პრემიერლიგა adjarasport.com-ზე
  2. ავსტრიის ბუნდესლიგა adjarasport.tv-ის ეთერში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-26. ციტირების თარიღი: 2020-06-24.
  3. იტალიის თასის მატჩები adjarasport.tv-ზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-26. ციტირების თარიღი: 2020-06-24.
  4. დეკემბრიდან: FA თასი მხოლოდ adjarasport.tv-ზე!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-27. ციტირების თარიღი: 2020-06-24.
  5. UFC-ის რეპორტაჟებს ექსკლუზიურად adjarasport.tv-ზე იხილავთ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-25. ციტირების თარიღი: 2020-06-24.
  6. Adjarasport.tennis – adjarasport-ის საჩუქარი ჩოგბურთის მოყვარულებს
  7. ესპანეთის სუპერთასი - განახლებული ფორმატით, ექსკლუზიურად adjarasport.tv-ზე!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-26. ციტირების თარიღი: 2020-06-24.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Adjarasport&oldid=4525666“-დან