პორტუგალიის ლიგის თასი

პორტუგალიის ლიგის თასი (პორტ. Taça da Liga) — ფლეი-ოფის სისტემის მქონე ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ტარდება პორტუგალიაში. მასში მონაწილეობას იღებენ კლუბები პორტუგალიის ორი უმაღლესი საფეხბურთო დივიზიონიდან. ტურნირი დაარსდა 2007 წელს. ინგლისის და საფრანგეთის ლიგის თასებისგან განსხვავებით, გამარჯვებული კლუბი არ გადის კვალიფიკაციას უეფა-ს ტურნირებზე.

პორტუგალიის ლიგის თასი
დაარსდა 2007
რეგიონი პორტუგალიის დროშა პორტუგალია
გუნდების რაოდენობა 35
ყველაზე ტიტულ. გუნდი „ბენფიკა“ (7-ჯერ)
მოქმედი გამარჯვებული „მორეირენსე“ (1-ელ)

გათამაშების ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია ლისაბონის „ბენფიკა“, რომელმაც 7-ჯერ მოიგო ტიტული. მოქმედი გამარჯვებულია „მორეირენსე“.

ფინალები რედაქტირება

სეზონი გამარჯვებული ანგარიში დამარცხებული
2007–08 ვიტორია სეტუბალი (1) 0–0 დ.დ; პენ.3–2 სპორტინგი
2008–09 ბენფიკა (1) 1–1 დ.დ; პენ.3–2 სპორტინგი
2009–10 ბენფიკა (2) 3–0 პორტუ
2010–11 ბენფიკა (3) 2–1 პასუშ დე ფერეირა
2011–12 ბენფიკა (4) 2–1 ჟილ ვისენტე
2012–13 ბრაგა (1) 1–0 პორტუ
2013–14 ბენფიკა (5) 2–0 რიუ ავი
2014–15 ბენფიკა (6) 2–1 მარიტიმუ
2015–16 ბენფიკა (7) 6–2 მარიტიმუ
2016–17 მორეირენსე (1) 1–0 ბრაგა

სტატისტიკა კლუბების მიხედვით რედაქტირება

კლუბი გამარჯვებული ფინალისტი გამარჯვებული ფინალისტი
ბენფიკა 7 0 2009, 2010, 2011, 2012, 2014, 2015, 2016
ბრაგა 1 1 2013 2017
ვიტორია სეტუბალი 1 0 2008
მორეირენსე 1 0 2017
სპორტინგი 0 2 2008, 2009
პორტუ 0 2 2010, 2013
მარიტიმუ 0 2 2015, 2016
პასუშ დე ფერეირა 0 1 2011
ჟილ ვისენტე 0 1 2012
რიუ ავი 0 1 2014

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება