Aaliyah — ამერიკელ მომღერალ აალიას რიგით მესამე და უკანასკნელი სტუდიური ალბომი, გამოცემული 2001 წელის 7 ივლისს, Blackground-ის და Virgin Records-ის მიერ. ალბომი გამოირჩევა მრავალფეროვანი მუსიკალური სტილით. იგი აერთიანებს თანამედროვე ურბანულ ჟანრებს, როგორიცაა ფანკი, ჰიპ-ჰოპი, ალტერნატიული როკი და ელექტრონული მუსიკა. ახასიათებს ფრაგმენტული დარტყმები და გიტარის მძაფრი ჟღერადობა. ალბომის სიმღერების უმეტესობაში საუბარია სასიყვარულო ურთიერთობებში არსებულ სირთულეებზე.
ალბომის ჩაწერა დაიწყო 1998 წელს. აალია მუშაობდა Blackground-ის ხელმძღვანელობასთან, მათ შორის Bud'da , Rapture, ჯ. დაბი, ერიკ სიტსი და Static Major-თან. ასევე თანამშრომლობდა ტიმბალენდთან. სიმღერების უმრავლესობა ჩაიწერა ნიუ-იორკში, Manhattan Center-ის ხმისჩამწერ სტუდიაში. პირველი კომპოზიცია რომელიც შეიქმნა იყო "I Care 4 U", რომლის ავტორი ამერიკელი რეპერი მისი ელიოტი არის. ამ დროს აალია იყო დაინტერესებული UK garage სტილით.
ალბომმა კრიტიკოსებისგან უაღრესად დადებითი შეფასება მიიღო და Billboard 200-ში 2 ადგილი დაიკავა. Blackground-ს და Virgin Records-ს სურდათ, რომ ალბომის გაყიდვების მაჩვენებელი უფრო გაზრდილიყო. ამისთვის აალია გაემგზავრა ბაჰამის კუნძულებზე მუსიკალური ვიდეოს გადასაღებად, სიმღერაზე Rock the Boat. გზად იგი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა. მომღერლის სიკვდილის შემდეგ გაიზარდა ალბომის გაყიდვების მაჩვენებელი. Billboard 200-ში ის უკვე 1 ადგილზე მოხვდა. კრიტიკოსებმა შეაფასეს ნამუშევარი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი რიტმ-ენდ-ბლუზის ჟანრში.
↑Odell, Michael (ივლისი 12, 2001). „Pop CD releases“. The Guardian. ლონდონი. Friday Review section, p. 14. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-06. ციტირების თარიღი: დეკემბერი 6, 2012.
↑Mulvey, ჯონ (ივლისი 14, 2001). „Aaliyah : Aaliyah“. NME. ლონდონი: 44. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-25. ციტირების თარიღი: ნოემბერი 24, 2012.