APF TV Funპირველი თაობის გამოყოფილი სახლის სათამაშო კონსოლი, შექმნილი კომპანია APF Electronics Inc.-ის მიერ 1976 წელს. APF TV Fun არის ერთ-ერთი ადრეული Pong-ის კლონი კონსოლი. ეს იყო APF Electronics Inc-ის კონსოლების ბაზარზე შემოსვლის პირველი მცდელობა; იგი მანამდე აწარმოებდა კალკულატორებსა და სხვა სახის გამოთვლით ტექნიკას.

APF TV Fun-ის სერია

APF TV Fun (მოდელი 402C)
შემქმნელი APF Electronics Inc.
მწარმოებელი APF Electronics Inc.
ტიპი გამოყოფილი სახლის სათამაშო კონსოლების სერია
თაობა პირველი თაობა
გამოშვების თარიღი 1976; 48 წლის წინ (1976)[1]
პროცესორი GI AY-3-8500[2]
გრაფიკა ვერტიკალური ორიენტაცია, შავ-თეთრი რასტრული დისპლეი, სტანდარტული გაფართოება
შემდეგი APF-MP1000

TV Fun-ის კონსოლების უმეტესი ნაწილი იწარმოებოდა იაპონიაში. APF TV Fun და Pong-ის მაგვარი ყველა იმ დროინდელი კონსოლი აგებული იყო General Instruments-ის AY-3-8500 ჩიპზე. კონსოლს გააჩნდა პადლის მსგავსი კონტროლერი, ხოლო APF TV-ის მოდიფიკაციების უმეტესობას ორი ძირითადი კონტროლერი მიმაგრებული ჰქონდა მარცხენა და მარჯვენა კუთხეებში. ზოგიერთ მოდელს, აგრეთვე კომპლექტში მოჰყვებოდა სინათლის პოსტოლეტი.

1978 წელს APF Electronics Inc-მა გამოუშვა თავისი მომდევნო კონსოლი APF-MP1000, 8-ბიტიანი არქიტექტურითა და სათამაშო კარტრიჯის მხარდაჭერით, რომელიც მეორე თაობის ეპოქაში კონკურენციას უწევდა Atari VCS-ს.

მოდიფიკაციები

რედაქტირება
APF TV Fun-ის მოდიფიკაციები
სახელი Pong მოთამაშეები წელი
Model 401 ხელბურთი, სკვოში, ჩოგბურთი, ჰოკეი 2 1976
Model 401A 2 1976
Model 401T ბეისბოლი, სკვოში, ჩოგბურთი, ფეხბურთი 2
Model 402 ხელბურთი, ჩოგბურთი, ჰოკეი
ორი და ოთხი მოთამაშისთვის (სულ ექვსი თამაში)
4
Model 402 Sportsarama
Model 405 (APF Match) ხელბურთი, ჩოგბურთი, ფეხბურთი, ჰოკეი 2 1977
Model 406 (APF Match) 2 1977
Model 442
Model 444 4

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Video games. Put your backhand on TV, By Cindy Morgan, Popular Mechanics, Oct 1976, Page 80, Picture and listed in table: ...APF TV Fun / Price: $90 / Number of Players: 1-2 / .../ Color: no / ... / Remarks: Manual or auto-serve; ball angle selection...
  2. Museum: APF TV Fun (Model 401). Old-Computers.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-11. ციტირების თარიღი: 2012-03-29.