APF Electronics Inc. — სამომხმარებლო ტექნიკის მწარმოებელი ამერიკული კომპანია, რომელიც მდებარეობდა კუინზში, ნიუ-იორკში.

APF Electronics Inc.
ტიპი კერძო კომპანია
დარგი სამომხმარებლო ელექტრონიკა, ვიდეო თამაშები
სათავო ოფისი კუინზი, ნიუ-იორკი, აშშ
პროდუქცია სტერეოსისტემები (თავდაპირველად), სამომხმარებლო ტექნიკა, ვიდეო თამაშების კონსოლები
თანამშრომელი 300[1]

თავდაპირველად დაკავებული იყო სტერეომოწყობილობების იმპორტით იაპონიიდან. 1970-იან წლებში კომპანია გადაერთო კალკულატორებისა და სხვა გამოთვლითი ტექტნიკის წარმოებაზე.

1976 წლიდან მათ დაიწყეს პირველი თაობის ვიდეო თამაშების კონსოლების სერიის, APF TV Fun-ის გამოცემა,[2] დაფუძნებული General Instruments-ის ჩიპზე AY-3-8500. ორი წლის შემდეგ, 1978 წელს, კომპანიამ გამოუშვა რიგით მეორე კონსოლი APF-MP1000,[3] რომელიც მეორე თაობის ეპოქაში კონკურენციას უწევდა Atari VCS-ს.

1983 წლის ვიდეო თამაშების ინდუსტრიის კრიზისის შედეგად კომპანია APF Electronics Inc. გაკოტრდა და შეწყვიტა არსებობა.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 APF Page. Nausicaa.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-07. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო, 2019.
  2. Museum of Video Games - APF Electronics Inc. Museum of Video Games. MoVG. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-05. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2014.
  3. Tag Archives: APF Electronic Inc. Gamester81. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2014.