გამოთვლითი ტექნიკის ასოციაცია

(გადამისამართდა გვერდიდან ACM)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გამოთვლითი ტექნიკის ასოციაცია (ინგლ. The Association for Computing Machinery ACM) — გამოთვლითი ტექნიკის საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება.[16]

შეიქმნა 15 სექტემბერი, 1947
ტიპი პროფესიული გაერთიანება, სამეცნიერო საზოგადოება, გამომცემლობა და თავისუფალი გამომცემელი[1]
ქვეყანა აშშ[2]
თავმჯდომარე ვინტონ სერფი[3] , ვენდი ჰოლი[3] , სტიუარტ ფელდმანი[3] , მარი კლავე[3] , სტივენ ბორნი[3] , Jean E. Sammet[3] , Barbara Simons[4] , Adele Goldberg[4] , Vicki Lynne Hanson[4] , Cherri M. Pancake[5] , ალექსანდერ ვოლფი[4] , Gabriele Kotsis[6] , David H. Brandin[4] , Walter M. Carlson[4] , John W. Carr[4] , Yannis Ioannidis[7] და Daniel D. McCracken
კავშირები ORCID[8] [9] , International Federation for Information Processing[10] , Committee on Publication Ethics[11] , Society Publishers' Coalition[12] , CHORUS[13] და სამეცნიერო, ტექნიკური და სამედიცინო გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაცია[14]
https://www.acm.org[15]

გამოთვლითი ტექნიკის ასოციაცია (ACM) დაარსდა 1947 წელს და წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილეს სამეცნიერო-საგანმანათლებლო გამოთვლით საზოგადოებას. არის არაკომერციული პროფესიონალური წევრების ჯგუფი, რომელიც 2019 წლის მონაცემებით 100 ათას სტუდენტს და პროფესიონალ წევრს აერთიანებს. მისი შტაბ-ბინა ნიუ-იორკში მდებარეობს. ჩვეულებრივი წევრებისგან გამოსარჩევად ACM-ს აქვს რამდენიმე მაღალი დონის და გამოცდილი წევრობის სტატუსი. სტიპენდიანტების, გამორჩეული წევრების და უფროსი წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისად 1%, 10% და 25%-ს პროფესიონალი წევრების საერთო რაოდენობიდან.[17]

საქმიანობა

რედაქტირება

ACM შედგება რეგიონალური განყოფილებებისა და სპეციალური თემატური ჯგუფებისაგან (ინგლ. special interest group SIG). სწორედ ეს ჯგუფები ატარებენ ძირითად სამუშაოებს. ზოგიერთი თემატური ჯგუფია:

  • SIGAI — ხელოვნური ინტელექტის
  • SIGGRAPH — კომპიუტერული გრაფიკის
  • SIGCAS — კომპიუტერებისა და საზოგადოების
  • SIGCOMM — მონაცემთა გადაცემის
  • SIGCSE — კომპიუტერული განათლების
  • SIGMOD — მონაცემთა მართვის
  • SIGPLAN — პროგრამირების ენების
  • SIGSOFT — პროგრამული უზრუნველყოფის
  • SIGWEB — ვებ-ტექნოლოგიები

ACM და მისი სპეციალური ინტერესის ჯგუფი (SIG) სპონსორობას უწევენ მრავალრიცხოვან კონფერენციებს. მხოლოდ 2017 წელს ჩატარდა 170 კონფერენცია მთელს მსოფლიოში. ზოგიერთი კონფერენცია ყოველწლიურია. ACM-ის ჩატარებული კონფერენციები ხშირად ძალიან პოპულარულია და ამის გამო კონკურენტუნარიანიც. 2007 წელს ჩატარებულ SIGGRAPH-ის კონფერენციას ჰყავდა 30000 დამსწრე.

ACM აფინანსებს კომპიუტერულ მეცნიერებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. ასეთია, მაგ. ACM/ICPC — საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში სტუდენტებისთვის; ჭადრაკის მატჩი გარი კასპაროვსა და კომპიუტერს (IBM Deep Blue) შორის.

АСМ Press აქვეყნებს 50-ზე მეტ ჟურნალს. მათ შორის პრესტიჟულ აკადემიურ ჟურნალს Journal of the ACM (JACM) და კომპიუტერის სპეციალისტებისთვის — Communications of the ACM (CACM). ამას გარდა, უშვებს კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროს რამდენიმე სპეციფიკურ ჟურნალს ACM Transactions სახელწოდებით.

ACM-ს აქვს ციფრული ბიბლიოთეკა — ჟურნალების, გაზეთების და ორგანიზაციის კონფერენციების მასალების არქივი. ონლაინ-სერვისები ითვალისწინებს ფორუმებს, როგორიცაა მაგ. Ubiquity და Tech News digest. ACM მასალების პუბლიკაციის დროს ითხოვს მისთვის საავტორო უფლებების გადაცემას. ავტორებს შეუძლიათ თავიანთი ნაშრომების საკუთარ საიტებზე გამოქვეყნებაც, მაგრამ აუცილებლად უნდა მიუთითონ შესაბამისი გვერდი ACM-ის ციფრული ბიბლიოთეკიდან. მასალების ჩამოსატვირთად საიტზე ფასიანი რეგისტაციაა საჭირო, იმისდა მიუხედავად, რომ ავტორებს ანაზღაურება მათ ნაშრომებთან წვდომისთვის არ ეძლევათ.

ხელმძღვანელობა

რედაქტირება

ACM-ის პრეზიდენტი აირჩევა ორ წელიწადში ერთხელ. ორგანიზაცია იმართება საბჭოს მიერ, რომელიც შედგება პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, ხაზინადარის, ექს-პრეზიდენტის, SIG-ის სამთავრობო სამმართველოს თავმჯდომარის, პრეს-ცენტრის უფროსის, SIG-ის სამთავრობო სამმართველოს 3 წარმომადგენლისა და 7 არჩევითი წევრისაგან.

ინფრასტრუქტურა

რედაქტირება

ACM-ს აქვს 5 საბჭო, რომლებიც ადგენენ სხვადასხვა კომიტეტებსა და ქვეჯგუფებს, რათა დაეხმარონ ცენტრალურ დაწესებულებას ხარისხიანი პროდუქტით მომსახურების უზრუნველყოფაში. ესენია:

  1. საგამომცემლო საბჭო
  2. SIG-ის სამმართველო საბჭო
  3. განათლების საბჭო
  4. წევრთა მომსახურების საბჭო
  5. პრაქტიკოსთა საბჭო

ACM-ის დაწესებული ჯილდოები

რედაქტირება

ACM გასცემს დამოუკიდებლად და ასევე სხვა ორგანიზაციასთან ერთად სხვადასხვა ჯილდოებს გამორჩეული ტექნიკური და პროფესიონალური მიღწევებისა და ღვაწლისათვის ინფორმატიკასა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.[18] [19]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Sutton C., Suber P. Society Open Access Research (SOAR) Catalog — 2007.
  2. Library of Congress Library of Congress Name Authority File
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 http://www.acm.org/about/past-presidents
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 https://www.acm.org/about-acm/past-presidents
  5. https://www.acm.org/about-acm/governance
  6. ACM Elects Gabriele Kotsis as President
  7. https://www.di.uoa.gr/en/highlights/ACMpresident
  8. ORCID iD — 2012. — ed. size: 11496507
  9. https://web.archive.org/web/20231020113811/https://orcid.org/members
  10. http://ifip.org/index.php?option=com_content&task=view&id=125&Itemid=441&ref=54
  11. https://publicationethics.org/members
  12. https://web.archive.org/web/20240223114948/https://www.socpc.org/
  13. https://web.archive.org/web/20221221220947/https://www.chorusaccess.org/about/our-members/
  14. https://www.stm-assoc.org/membership/our-members/
  15. http://www.sherpa.ac.uk/romeo/pub/3300/
  16. https://www.acm.org/
  17. ACM Advanced Grades of Membership
  18. https://awards.acm.org/
  19. https://awards.acm.org/list-of-awards