2139 მახარაძე

ასტეროიდი

2139 მახარაძეასტეროიდთა სარტყლის ასტეროიდ 1970 MC-ის დროებითი სახელი. 1970 წლის 30 ივნისს, ყირიმის ასტროფიზიკური ობსერვატორიიდან აღმოაჩინა რუსმა ასტრონომმა თამარა სმირნოვამ.[1] F-ტიპის ასტეროიდი მზის გარშემო 2.0–2.9 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან მოძრაობს; ერთ სრულ ბრუნს ორბიტაზე 3 წელსა და 10 თვეს ანდომებს, თავისი ღერძის გარშემო ბრუნს კი 12 საათს.[2] მიეკუთვნება ასტეროიდთა ნისის ოჯახს და მისი დიამეტრი 8 კილომეტრია.[3]

2139 მახარაძე

აღნიშვნა 2139 მახარაძე
მცირე პლანეტების კატეგორია F
აღმოჩენა
აღმომჩენი თამარა სმირნოვა
აღმოჩენის ადგილი ყირიმის ასტროფიზიკური ობსერვატორია
აღმოჩენის თარიღი 30 ივნისი, 1970 წ.
ორბიტალური მახასიათებლები
აფელიუმი 2.9233 აე
პერიჰელიუმი 2.0003 აე
დიდი ნახევარღერძი (a) 2.4618 აე
ფიზიკური მახასიათებლები

ასტეროიდს სახელი ეწოდა საქართველოს ქალაქ ოზურგეთის პატივსაცემად, რომელსაც იმ დროისთვის მახარაძე ერქვა. მახარაძე თამარა სმირნოვას მშობლიური ქალაქის, გენიჩესკის დაძმობილებული ქალაქი იყო.[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 2139 Makharadze (1970 MC). Minor Planet Center. ციტირების თარიღი: 23 August 2016.
  2. JPL Small-Body Database Browser: 2139 Makharadze (1970 MC). Jet Propulsion Laboratory. ციტირების თარიღი: 15 April 2016.
  3. LCDB Data for (2139) Makharadze. Asteroid Lightcurve Database (LCDB). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 23 August 2016.
  4. Schmadel, Lutz D. (2003). Dictionary of Minor Planet Names – (2139) Makharadze. Springer Berlin Heidelberg, გვ. 173. ISBN 978-3-540-29925-7. ციტირების თარიღი: 23 August 2016.