2011 წლის ტერაქტები ნორვეგიაში
2011 წლის ტერაქტები ნორვეგიაში — ორი ტერორისტული აქტი, რომელიც განხორციელდა ნორვეგიაში, 2011 წლის 22 ივლისს. პირველი იყო ავტომანქანაში დამონტაჟებული ყუმბარის აფეთქება ოსლოს სამთავრობო რაიონში, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იენს სტოლტენბერგის ოფისთან. [1] აფეთქებას ემსხპერპლა რვა ადამიანი, რამდენიმე დაშავდა (ათი პიროვნება - განსაკუთრებულად მძიმედ).
მეორე თავდასხმა განხორციელდა ორი საათის შემდეგ. ამჯერად სამიზნე იყო ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც ეკუთვნის ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიის მუშათა ახალგაზრდულ ლიგას და მდებარეობს უტეიას კუნძულზე. პოლიციელად გადაცმულმა შეიარაღებულმა პიროვნებამ ცეცხლი გაუხსნა დამსვენებლებს და მოკლა 67 ადამიანი[2][3][4], მათ შორის - პრემიერ-მინისტრის ახლო მეგობრები და ნორვეგიის პრინცესა მეტე-მარიტის ძმა.[5] გარდაცვლილთაგან 76 ნორვეგიის მოქალაქე იყო, ხოლო ერთი, ქუთაისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე თამთა ლიპარტელიანი.
ნორვეგიის პოლიციის მიერ დაპატიმრებული იქნა ანდერს ბერინგ ბრეივიკი, 32 წლის ნორვეგიელი მემარჯვენე ექსტრემისტი[6] . მას წაუყენეს ბრალდება უტეიაზე მომხდარი მოვლენების[7], მოგვიანებით კი - ოსლოში მომხდარი აფეთქების გამო. [8] ევროპის კავშირის, ნატოსა და რამდენიმე ქვეყნის მიერ გამოხატული იქნა მხარდაჭერა ნორვეგიის მიერთ და დაგმობილი იქნა ეს მოვლენები. 2012 წლის 22 ივლისს ქუთაისში თამთა ლიპარტელიანის სახელობის მემორიალი გაიხსნა. ქუთისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე დაწესდა მისი სახელობის სტიპენდია.
2012 წლის 24 აგვისტოს, ანდრეს ბრეივიკს სასამართლომ 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2012 წელს ნეტფილქსმა ნორვეგიის ტერაქტის შესახებ ფილმი გადაიღო.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Beaumont, Peter (22 July 2011). „Norway attacks suggest political motive“. The Guardian. UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 22 July 2011.
- ↑ Duxbury, Charles; Hovland, Kjetil (23 July 2011). „Savage Terror Attacks“. The Wall Street Journal. ციტირების თარიღი: 23 July 2011. ციტატა: „...at Least 87 Dead“
- ↑ Birnbaum, Michael; Mala, Elisa; Goodman, J David (22 July 2011). „At Least 80 Are Dead in Norway Shooting“. The New York Times. ციტირების თარიღი: 23 July 2011.
- ↑ „Norway attacks: At least 87 dead in shootings at youth conference, Oslo explosion“. The Washington Post. 22 July 2011. ციტირების თარიღი: 23 July 2011.
- ↑ „Norway killings: Princess's brother Trond Berntsen among dead“. Telegraph.
- ↑ „Man held after Norway attacks right-wing extremist: report“. Reuters. 22 July 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 22 July 2011.
- ↑ Skevik, Erlend; Jørstad, Atle; Stormoen, Stein-Erik (22 July 2011). „Storberget: - Den pågrepne er norsk“. VG Nett (Norwegian). NO. ციტირების თარიღი: 22 July 2011.
- ↑ „Scores killed in Norway attack“. BBC. UK. 23 July 2011. ციტირების თარიღი: 23 July 2011. ციტატა: „We have no more information than... what has been found on [his] own websites, which is that it goes towards the right and that it is, so to speak, Christian fundamentalist.“