2003 წლის პაპანაქება
2003 წლის პაპანაქება — XXI საუკუნეში მომხდარი ცხელი ზაფხული, რომელიც ფართოდ შეეხო ევროპის ქვეყნებს. პაპანაქება გლობალური დათბობის დამამტკიცებელი ნიშანი იყო. იგი ძლიერად მოედო ევროპის კონტინენტის სამხრეთ ნაწილს. პაპანაქებამ უმთავრესად მოიცვა საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია, ნიდერლანდები, პორტუგალია, გერმანია, ესპანეთი და შვეიცარია. სიცხე იმდენად ძლიერი იყო, რომ პაპანაქება მაღალმთიან შვეიცარიასაც კი შეეხო.
საშინელი აუტანელი სიცხეები დაფიქსირდა საფრანგეთში. პაპანაქებამ იქამდე მიაღწია, რომ საფრანგეთში ასობით ადამიანი გაუსაძლისი ბუნებრივი პირობების გამო დაიღუპა. სწორედ საფრანგეთი გახდა ევროპაში ყველაზე მასობრივი და აუტანელი სიცხის მატარებელი ქვეყანა. საფრანგეთში აუტანელი სიცხის გამო 14 802 კაცი დაიღუპა. პაპანაქება ქვეყნის დიდ ნაწილს შეეხო, ჩრდილში ტემპერატურა თითქმის 40 გრადუსს უახლოვდებოდა, ხოლო მზეზე ტემპერატურა 40 გრადუსს საგრძნობლად სცდებოდა. განვითარებული მოვლენების გამო საფრანგეთის ბევრ ადგილას გამოცხადდა მეტეოროლოგიური განგაში.
გერმანიაში ტემპერატურის რეკორდულმა მაჩვენებელმა 40.4 °C მიაღწია (ბავარია). აუტანელმა სიცხემ ქვეყანას დიდი ზარალი მიაყენა (იყო მსხვერპლიც). შვეიცარიაში ყინულების მასიური დნობა დაიწყო. ამავე პერიოდში შვეიცარიაში დაფიქსირდა მაქსიმალური ტემპერატურა 41.5 °C. ტემპერატურის რეკორდი აღინიშნა გრონოს კომუნაში.
მაღალი ტემპერატურები აღინიშნებოდა ესპანეთშიც. იყო მსხვერპლი. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ხერონაში მან 38.8 °C შეადგინა;
მაღალი ტემპერატურები დაფიქსირდა:
- ბურგოსი – 38.6 °C;
- სან-სებასტიანი – 36 °C;
- პონტევედრა – 36 °C;
- სევილია – 45.2 °C.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „2003 წლის პაპანაქება“ ვიკისაწყობში.
- 2003 წლის პაპანაქება – ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)
- Retour sur la canicule d'août 2003 დაარქივებული 2009-05-20 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული)
- Communiqué de l'ADEME sur la pollution record en France, version archivée de ce lien mort.დაარქივებული 2006-02-13 საიტზე Wayback Machine.
- L’agriculture en 2003 en Europe et en France