1200 გვარდიელის ძეგლი

1200 გვარდიელის ძეგლი (რუს. Памятник 1200 гвардейцам) — კენიგსბერგის ოპერაციის დროს დაღუპული 11-ე არმიის მებრძოლთა მემორიალი, ძმათა სასაფლაო და ძეგლი კალინინგრადში. 1200 გვარდიელის ძეგლი გაიხსნა 1945 წლის 30 სექტემბერს და გახდა ერთ-ერთი პირველი ძეგლი, რომელიც ააგეს დიდი სამამულო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირში.

1200 გვარდიელის ძეგლი
Памятник 1200 гвардейцам
კოორდინატები 54°42′40″N 20°29′25″E / 54.711111° ჩ. გ. 20.490278° ა. გ. / 54.711111; 20.490278
მდებარეობა კალინინგრადი, რუსეთი
სიმაღლე 26 მ.
გახსნის თარიღი 30 სექტემბერი, 1945
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 3900000253

ძეგლის არქიტექტორები არიან ინოკენტი მელჩაკოვი და ს. ნანუშიანი, მოქანდაკეები - პ. ვაივავა, ბ. პეტრაუსკასი, ბრონიუს პუნძიუსი, რაფალ იაკიმავიჩიუსი, კ. იაროშჩუნასი, კონსტანტინას ბოგდანასი, რომლებიც მუშაობდნენ იუოზას მიკენასის ხელმძღვანელობით.

მემორიალი მდებარეობს გვარდიელთა პროსპექტის იმ მონაკვეთში სადაც აკრძალულია ტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული მონაკვეთი სამხედრო აღლუმების ტრადიციული გამართვის ადგილია.

საბჭოთა მონაცემების მიხედვით, მესამე ბელორუსული ფრონტის საერთო დანაკარგები 1945 წლის 1-დან 10 აპრილამდე, როდესაც მიმდინარეობდა აქტიური საბრძოლო მოქმედებები კენიგსბერგის შტურმის დროს, იყო 3 700 კაცი[1].

ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო ქალაქი გათავისუფლებული ომისაგან, როდესაც დაიწყო ძეგლის მშენებლობა. ძეგლის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო 11-ე არმიის სამხედრო საბჭომ გენერალ-პოლკოვნიკ კ. გალიცკის ინიციატივით. სამხედრო ნაწილებში, ქვეითებში, ტანკისტებში, არტილერისტებში, მესანგრეებში შეარჩიეს არქიტექტორები, მოქანდაკეები, მხატვრები და პოეტები ძეგლის მშენებლობისათვის.

მათ მისცეს საპასუხისმგებლო დავალება: მოეფიქრებინათ როგორი უნდა ყოფილიყო ძეგლი, რომელიც ასახავდა ფაშიზმზე გმირულ გამარჯვებას. მათ დახატეს ესკიზები, ააგეს მაკეტები, დაწერეს ეპიტაფიები.

პროექტის დასამუშავებლად მიიწვიეს მოსკოველი არქიტექტორები. მელჩაკოვი და ფ. ნარუშიანი, ლიტველი მოქანდაკეების ჯგუფი ი. მიკენასის ხელმძღვანელობით.

საბოლოო ვარიანტში ძეგლი შედგებოდა სამი ნაწილისაგან: ობელისკი, ორი სკულპტურული ჯგუფი და მემორიალური კედელი. მათ დაამატეს ბარელიეფები, ეპიტაფიები, საფლავები, ბიუსტები.

1200 გვარდიელის ძეგლი გახდა პირველი საბჭოთა ძეგლი კენიგსბერგში (რომელსაც ჯერ კიდევ არ ერქვა კალინინგრადი) და ზოგადად, პირველი ძეგლი, რომელიც ეძღვნებოდა დიდი სამამულო ომის მონაწილე საბჭოთა ჯარისკაცის ხსოვნას. მისი შექმნის გადაწყვეტილება მიიღო 11-ე არმიის სამხედრო საბჭომ 1945 წლის მაისის დასაწყისში. ძეგლის საზეიმო გახსნა გაიმართა 1945 წლის 30 სექტემბერს. 1946 წელს დააყენეს სკულპტურული ჯგუფი „გამარჯვება“ და „შტურმი“. 1960 წლის 9 მაისს ძეგლის წინ აანთეს მუდმივი ცეცხლი. 1961 წელს XX ყრილობის შემდეგ მოხსნეს სტალინის ფოტო და მისი ციტატა.

1995 წელს, გამარჯვების 50 წლისთავთან დაკავშირებით აუსფალსკის კარიბჭესთან ააგეს წმინდა გიორგის სამლოცველო, რომელიც მიეძღვნა ომში დაღუპულ ჯარისკაცებს.

2005 წელს მიმდინარეობდა მონუმენტის სარესტავრაციო სამუშაოები.

კომპოზიცია

რედაქტირება

ძეგლი წარმოადგენს ოვალური ფორმის მოედანს, რომელიც ესაზღვრება გვარდიელთა პროსპექტს. მოედნის ცენტრში აღმართულია კომპლექსის დომინანტი ობელისკი, რომელზეც შვიდი ქვის დანაყოფია ეპიტაფიებით. ობელისკის წინ ანთია მუდმივი ცეცხლი. ობელისკის სიმაღლეა 26 მეტრი[2].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Александр Катеруша. (10 мая 2012) Штурм Кенигсберга в цифрах: Победили не числом, а умением. Комсомольская правда. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-20. ციტირების თარიღი: 2013-01-07.
  2. Ильина, Татьяна Валериановна. Советское искусство середины 40-х – конца 50-х годов // История искусств: Отечественное искусство. Учебник. — 3. — М.: Высш. шк, 2000. — 405 с. — (История искусств). — ISBN 5060037053.