11 O'Clock Tick Tock
„11 O'Clock Tick Tock“ — ირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს მეორე სინგლი, რომელიც გამოვიდა 1980 წელს.[1] იგი გამოვიდა ალბომამდე Boy და არ არის მასში შეტანილი.
„11 O'Clock Tick Tock“ | ||||
---|---|---|---|---|
11 O'Clock Tick Tock | ||||
სინგლი — U2 | ||||
B-მხარე | „Touch“ | |||
გამოსვლის თარიღი | 23 მაისი, 1980 | |||
ჟანრი | პოსტ პანკი | |||
ხანგრძლივობა | 3:44 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Columbia / Island | |||
პროდიუსერი | მარტინ ჰენეტი | |||
U2 — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
სიმღერის პროდიუსერია მარტინ ჰენეტი, რომელიც უფრო ცნობილი იყო Joy Division-თან თანამშრომლობით. ჯგუფმა გაიცნო ჰენეტი Joy Division-ის სიმღერის „Love Will Tear Us Apart“ ჩაწერისას.
1980-იან წლებში 11 O'Clock Tick Tock ჯგუფის კონცერტებზე იყო საკმაოდ პოპულარული ნომერი. იგი ასევე შეტანილი იქნა 1983 წლის საკონცერტო მინი ალბომში Under a Blood Red Sky. ადრინდელ ტურნეებზე იგი ხოლმე სრულდებოდა ორჯერ - რადგანაც საკონცერტო პროგრამაში ცოტა სიმღერა იყო. 1982 წლის დეკემბრამდე იგი სრულდებოდა სიმღერასთან The Ocean ერთად. ასეთი შესრულების მაგალითი წარმოდგენილია ჯგუფის სინგლზე Fire.
ტურნეს Unforgettable Fire (1985) შემდეგ 11 O'Clock Tick Tock გაქრა საკონცერტო პროგრამიდან, შესრულდა რამდენიმეჯერ და 2001 წელს დაბრუნდა ტურნეს Elevation დროს.
„Touch“, სინგლის B-მხარე არის სიმღერის „Trevor“ გადამუშავებული ვარიანტი. „Touch“ ხშირად სრულდებოდა ტურნეს Boy დროს.
არსებობს სიმღერის 11 O'Clock Tick Tock სამი სახის მიქსი. 1980 წლის სინგლის ხანგრძლივობაა 3 წუთი და 44 წამი. მარტინ ჰენეტისადმი მიძღვნილ ალბომში And Here Is The Young Man შეტანილია სიმღერის ვერსია, რომლის ხანგრძლივობაც არის 4 წთ 03 წმ. საბოლოო ვერსიის ხანგრძლივობაა 4 წუთი და 10 წამი.
სიმღერების სია
რედაქტირება7" გრამფირფიტა | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „11 O'Clock Tick Tock“ | 3:44 |
2. | „Touch“ | 3:21 |