(326) თამარი
მცირე ცთომილები
326 თამარი (Tamara) — ასტეროიდი. აღმოაჩინა ავსტრიელმა ასტრონომმა იოჰან პალიზამ 1892 წლის 19 მარტს. სახელი ეწოდა საქართველოს მეფის თამარის პატივისაცემად. თამარის საშუალო მანძილი მზიდან 346,8 მლნ. კმ; მზის ირგვლივ გარემოქცევის პერიოდი 3,5 წ; საშუალო ვარსკვლავიერი სიდიდე 12,6.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 580.