ჰურონის ტბა
(გადამისამართდა გვერდიდან ჰურონი (ტბა))
ჰურონის ტბა (ინგლ. Lake Huron) — ტბა აშშ-ისა და კანადის საზღვარზე. შედის დიდი ტბების შემადგენლობაში. მის სანაპიროზეა გაშენებული კანადის პროვინცია ონტარიო და აშშ-ის შტატი მიჩიგანი. ჰურონის ტბა მაკინაკის სრუტის მეშვეობით უკავშირდება მიჩიგანის ტბას.
ჰურონი | |
---|---|
Lake Huron | |
კოორდინატები: 44.8° ჩ. გ. 82.4° დ. გ. / 44.8° ჩ. გ. 82.4° დ. გ. | |
მდებარეობა | კანადა აშშ |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 176 მ |
სიგრძე | 332 კმ |
სიგანე | 295 კმ |
ფართობი | 59,588 კმ² |
მოცულობა | 3543 კმ³ |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 59 კმ |
მაქსიმალური სიღრმე | 229 მ |
ჰურონის ტბის ფართობი შეადგენს 59,588 კმ². მაქსიმალური სიღრმე 229 მ. ტბაში მდებარეობს კუნძული მანიტულინი, რომელიც ფართობის მხრივ, მსოფლიოში უდიდესია ტბაში მდებარე კუნძულებს შორის. ჰურონის ტბის გარშემო მდებარეობს მრავალი ქალაქი. სწორედ ამის გამო, ამ ტბის ირგვლივ დიდი ეკოლოგიური პრობლემებია შექმნილი. 1913 წელს ჰურონის ტბასთან მოხდა უდიდესი შტორმი, რომელსაც 235 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- ჰურონის ტბა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ჰურონის ტბა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)