ჰუა მულანი
ჰუა მულანი (ჩინ.: 花木蘭, ფინინი Huā Mùlán) — ჩინური ხალხური პოემის გმირი, რომელიც ომში წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯარში მხოლოდ მამაკაცებს იწვევდნენ. პოემა დაწერილი იყო VI საუკუნეში, თუმცა მისი პირველყოფილი ვერსია არ შენარჩუნდა — ჩვენამდე XII საუკუნის გო მაოციანის კრებული მოვიდა, სადაც შენარჩუნებულია ლეგენდა. ჰყავდა თუ არა ჰუა მულანს რეალური პროტოტიპი, უცნობია.
ჰუა მულანი 花木蘭 | |
---|---|
ეროვნება | ჩინელი |
საქმიანობა | მეომარი |
ცნობილია | მულანი |
სახელი
რედაქტირებასახელი „მულანი“ ნიშნავს „მაგნოლიას“ («mù» ნიშნავს ხეს, ხოლო «lán» — ორქიდეას). სახელს ხშირად უმატებენ გვარს «Huā», რომელიც ითარგმნება, როგორც „ყვავილი“.
სიუჟეტი
რედაქტირებასიუჟეტის მიხედვით, ჩინეთს იპყრობენ ჰუნები და იმპერატორი სუი საერთო მობილიზაციას აცხადებს — ყოველმა ოჯახმა ჯარს უნდა შესწიროს ერთი მამაკაცი. გოგონა მულანი ფარულად მიდის ჯარში, გადაცმული მამაკაცად. მიუხედავად იმისა, რომ მისი საიდუმლო საჯარო ხდება, სწორედ მულანი თამაშობს გადამწყვეტ როლს მტრის გეგმების ჩაშლაში.
პოემაში გვხვდება რამდენიმე ონომატოპეა.
მულანი კულტურაში
რედაქტირება1998 წელს Walt Disney-მა გადაიღო ანიმაციური ფილმი „მულანი“.
მულანის შესახებ გადაღებულია 4 მხატვრული ფილმი, ის არის რამდენიმე სერიალის გმირი, ერთ-ერთი მათგანია „ზენა — რაინდთა დედოფალი“.
2009 წელს გადაიღეს ფილმი „ჰუა მულანი Hua Mulan“ (ჩინეთი; აშშ). მთავარ როლს თამაშობს ჩჟაო ვეი.
აგრეთვე
რედაქტირება- ვენერაზე არის ვულკანური კრატერი ჰუა მულანის სახელით.
- მულანი გახდა 2007 წლის ქალთა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის თილისმა.