ჰოენცოლერნები

(გადამისამართდა გვერდიდან ჰოჰენცოლერნები)

ჰოენცოლერნთა დინასტია (გერმ. Hohenzollern) — ბრანდენბურგის კურფიუსტრთა, შემდგომ პრუსიის მეფეებიისა (1871-1918) და ამავდროულად გერმანიის იმპერატორთა დინასტია. 1192 წლიდან ჰოენცოლერნები ნიურნბერგის ბურგგრაფები იყვნენ. 1227 წელს ჰოენცოლერნების საგვარეულო ორად გაიყო: შვაბიურ (უფროს) და ფრანკონიულ (უმცროს) შტოებად. ფრანკონიულ შტოს ნიურნბერგთან ერთად ბაიროითი და ანსბახი ერგო. 1415 წელს ბურგგრაფ ფრიდრიხ VI-ს ლენად ბრანდენბურგის საკურფიურსტო უბოძეს, რითაც დასაბამი მიეცა ჰოენცოლერნების ბრანდენბურგულ-პრუსიულ დინასტიას. 1701 წლიდან ჰოენცოლერნები პრუსიის მეფეები, ხოლო 1871-1918 წლებში - გერმანიის იმპერატორები იყვნენ. ჰოენცოლერნების დინასტია გერმანიაში დაამხო ნოემბრის რევოლუციამ (1918 წ.). ჰოენცოლერნების შვაბიური ხაზი 1576 წელს ორად გაიყო: ჰეხინგენებად და ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენებად.

გერბი

ჰოენცოლერნთა კათოლიკური განშტოება — ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენები 1866—1947 წწ რუმინეთს მართავდნენ.

მთავარი წარმომადგენლები

რედაქტირება

ბრანდერბურგის კურფიურსტები:

  • ფრიდრიხ I (იგივე ფრიდრიხ VI) — (1415-1440)
  • ალბრეხტ აქილევსი — (1470-1486)
  • ფრიდრიხ ვილჰელმი — (1640-1688)
  • ფრიდრიხ III — (1688-1701)
  • პრუსიის მეფე ფრიდრიხ I — (1701-1713)

პრუსიის მეფეები:

  • ფრიდრიხ ვილჰელმ I — (1713-1740)
  • ფრიდრიხ II — (1740-1786)
  • ფრიდრიხ ვილჰელმ III — (1797-1840)
  • ფრიდრიხ ვილჰელმ IV — (1840-1861)

პრუსიი მეფეები და გერმანიის იმპერატორები:

  • ვილჰელმ I — (მეფე 1861-1888, იმპერატორი 1871-1888)
  • ვილჰელმ II — (1888-1918)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გიოშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 677.
  • Spindler M., Kraus A.: Geschichte Frankens bis zum Ausgang des 18. Jahrhunderts
  • Семёнов И. С.: ევროპული დინასტიები