ჰორსტ ვესელი (გერმ. Horst Ludwig Wessel; დ. 9 ოქტომბერი, 1907, ბილეფელდი — გ. 23 თებერვალი, 1930, ბერლინი) — გერმანელი პოეტი, ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრი, ნაცისტური გერმანიის ჰიმნის ავტორი.

ჰორსტ ვესელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჰორსტ ვესელი დიდი პოპულარობით სარგებლობდა „მესამე რაიხში“. ის იყო გერმანიის ოფიციალური გმირი. თავის დროზე ვესელი ლოთობის გამო გიმნაზიიდან გარიცხეს. თავს შემთხვევითი სამუშაოებით ირჩენდა. იყო დამხმარე მუშა, შემდეგ ტაქსის მძღოლი. 1925 წელს იგი ნაცისტურ მოძრაობაში ჩაება. ვესელი ჰიტლერიუგენდის დაარსების პირველი დღიდან მისი აქტიური წევრი იყო. იგი დისციპლინას არ სცნობდა, სვამდა, ხულიგნობდა, რის გამოც მის გარიცხვას კატეგორიულად მოითხოვდნენ, მაგრამ მის დასაცავად ხმა აიმაღლა მოიერიშეთა მეთაურმა ერნსტ რემმა. ბოლოს ვესელმა ორგანიზაცია დატოვა და მოიერიშეთა რაზმის წევრი გახდა. მოიერიშეთა აქტივისტი ვესელი ანტინაცისტურ მიტინგებს არბევდა, თან ჰიტლერელთა პრესაში ლექსებს აქვეყნებდა. 1930 წელს კომპარტიის ბოევიკები ვესელს ჩაუსაფრთდნენ და მოკლეს. იგი უმალ წამებულ გმირად იქცა. ჰიტლერმა ვესელი გერმანიის სიამაყედ გამოაცხადა. ის საზეიმოდ დაკრძალეს. ვესელის პოპულარობის ზრდას იამანაც შეუწყე ხელი, რომ სასამართლომ მის მკვლელებს მხოლოდ რამდენიმე წლით პატიმრობა აკმარა. ხელისუფლებაში ნაცისტთა მოსვლის შემდეგ ვესელის მკვლელები ხელახლა გაასამართლეს და ჩამოახრჩვეს, თვად ვესელი კი ეროვნულ გმირად გამოაცხადეს. ბერლინში, ჰამბურგსა, და მიუნხენში მისი სახელობის ქუჩები გაჩნდა. მისი ბიოგრაფია სრულად იყო გაყალბებული ნაცისტების მიერ. მასზე წერდნენ, რომ ვესელი იყო პატრიოტი, სპორტსმენი, არ ეწეოდა, არ სვამდა და როგორც ყველა არიელი, ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნიკა თევზაძე, ხაკისფერი ჭირის აღზევება, ჟურნალი ისტორიანი, მაისი, №5, 2014.