ერნსტ იულიუს გიუნტერ რემი (გერმ. Ernst Julius Günther Röhm, გერმანული წარმოთქმა: [ˈɛɐ̯nst ˈʁøːm]; დ. 28 ნოემბერი, 1887, მიუნხენი, გერმანიის იმპერია — გ. 1 ივლისი, 1934, მიუნხენი, მესამე რაიხი) — გერმანელი სამხედრო მოღვაწე და ნაცისტური პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი წევრი. ადოლფ ჰიტლერის ერთ-ერთი ახლო მეგობარი და Sturmabteilung-ის თანადამაარსებელი, მოგვიანებით კი მისი ხემძღვანელიც. 1934 წლის 1 ივლისს, გრძელის დანების ღამის დროს მოკლეს რაიხსკანცლერ ჰიტლერის ბრძანებით.

ერნსტ რემი

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ერნსტ რემი დაიბადა გერმანიის იმპერიის ქალაქ მიუნხენში. იყო ემილი და იულის რემის მესამე შვილი. იულიუს რემს, რომელიც რკინიგზის მოხელე იყო, აღწერდნენ როგორც „არასასიამოვნო კაცს“. რემი, ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებით, 1906 წლის 23 ივლისს, კადეტი რემი ჩაირიცხა ბავარიის სამეფო ქვეითი ჯარის X პოლკში, ხოლო 1908 წლის 12 მარტს ოფიცერის წოდება მიიღო. პირველი მსოფლიო ომის პირველ თვეებში სერიოზულად დაიჭრა ლოთარინგიის კანოთის ტყეში, რის გამოც მთელი ცხოვრების განმავლობაში ნაიარევი დარჩა. 1915 წლის აპრილში რემმა მიიღო პირველი ლეიტენანტის წოდება. 1916 წლის 23 ივნისს ვერდენში, თიამონტში მდებარე ფორტიფიკაციაზე შეტევის დროს მძიმედ დაიჯრა გულმკერდში, რის გამოც დანარჩენი ომი გაატარა საფრანგეთში და რუმინეთში, როგორც შტატის ოფიცერმა. დაჭრამდე სამი დღით ადრე, 1916 წლის 20 ივნისს რემს რკინის ჯვრის I ხარისხი მიენიჭა, ხოლო 1917 წლის აპრილში მიიღო კაპიტნის წოდება. 1918 წლის ოქტომბერში რემს ესპანური გრიპი შეეყარა. გრიპმა მილიონობით ადამიანი შეიწირა, თუმცა, რემი გადარჩა და ხანგრძლივი მკურნალობოს შემდეგ მწყობრში ჩადგა.

1918 წლის 11 ნოემბერს პირველი მსოფლიო ომი დასრულდა, თუმცა, რემმა გააგრძელა სამხედრო კარიერა და რაიხსვერის ადიუტანტად დაიწყო მუშაობა. როგორც ფრაიკორის წევრი, მონაწილეობდა ბავარიის საბჭოთა რესპუბლიკის ლიკვიდაციაში. 1919 წელს რემი გაწევრიანდა გერმანელ მუშათა პარტიაში (DAP), რომელიც 1920 წელს „ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია“ გახდა. მალევე იგი შეხვდა ადოლფ ჰიტლერს, თავის პოლიტიკურ მომხრეს და მომავალ ახლო მეგობარს. მონაწილეობა მიიღო ნაცისტების მიერ მოწყობილ სახელმწიფო გადატრიალებაშიც (ლუდის პუტჩი), რომლის დროსაც უძღვებოდა Reichskriegsflagge-ს. მისი ხემძღვანელობის ქვეშ ნაცისტებს სამხედრო სამინისტრო 16 საათის განმავლობაში ჰქონდათ ოკუპირებული.[1]

ლუდის პუტჩი წარუმატებელი გამოდგა, რის გამოც მისი ორგანიზატორები, მათ შორის რემიც, დააპატიმრეს და 1924 წლის თებერვალში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით გაასამართლეს. რემს ციხეში ერთი წელი და სამი თვე უნდა გაეტარებინა, თუმცა, მას გაუმართლა და იგი პირობითად გაანთავისუფლეს.[2]. ნაცისტების ლიდერს, ადოლფ ჰიტლერს, ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა, მან ციხეში მხოლოდ 9 თვე გაატარა. ამ ცხრა თვეში ჰიტლერმა დაწერა თავისი ავტობიოგრაფიული წიგნი „ჩემი ბრძოლა“ (Mein Kampf').

სქოლიო რედაქტირება

  1. Steakley, James. Röhm was not involved with the Sturmabteiling until after he returned from a trip to Bolivia, but he did work to create armed militia units. He was deeply involved in hoarding arms and shipping weapons into Austria in defiance of the most humiliating terms of the Versailles Treaty, but was never caught. (Röhm: Die Geschichte eines Hochverräters, Franz Eher Verlag, Munich 1928)."Homosexuals and the Third Reich", Jewish Virtual Library
  2. Payne, Robert (1973). The Life and Death of Adolf Hitler. Praeger Publishers, გვ. 192.