სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰონორიუსი (მრავალმნიშვნელოვანი).

ჰონორიუს II, ონორე II (ლათ. Honorius PP. II; ერისკაცობაში ლამბერტო სკანაბეკი; დ. 9 თებერვალი, 1060, ფანიანო, იმოლა — გ. 13 თებერვალი, 1130, რომი) — რომის პაპი 1124–1130 წლებში.

ჰონორიუს II

ოსტიის კარდინალ-ეპისკოპოსი 1117 წლიდან. 1122 წელს პაპ კალიქსტუს II-ის წარმომადგენელი იყო ვორმსის კონკორდატზე. ხელი შეუწყო ლოთარ III-ის იმპერატორად კურთხევას. 1128 წელს პაპის სამფლობელოების გაფართოებისათვის ბრძოლაში დამარცხდა როჟე სიცილიელთან. ჰონორიუს II პაპად აირჩიეს 1124 წლის 21 დეკემბერს და რომის პაპი იყო გარდაცვალებამდე, 1130 წლის 13 თებერვლამდე.

ლიტერატურა რედაქტირება

წინამორბედი:
კალქისტუს II
რომის პაპი

11241130
შემდეგი:
ინოკენტი II