კალიქსტუს II
კალქისტუს II (ლათ. Callistus PP. II; ერისკაცობაში გი ბურგუნდიელი; დ. 1065 — გ. 13 დეკემბერი, 1124) — ფრანგი რომის პაპი 1119–1124 წლებში.
კალქისტუს II-ის დაბადების თარიღი, ზუსტად არ არის ცნობილი. მისი უფროსი ძმა დაიბადა 1061 წელს და ამიტომ ვარაუდობენ, რომ იგი შეიძლება დაბადებულიყო 1065 — 1068 წლებში. იგი ბურგუნდიის გრაფის გილიომ I-ის შვილია, ახლო ნათესავია ლუი VI-ისა. პაპის ლეგატია საფრანგეთში 1106 წლიდან.
კალქისტუს II პაპად აირჩიეს 1119 წლის 1 თებერვალს და რომის პაპი იყო გარდაცვალებამდე, 1124 წლის 13 დეკემბრამდე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაწინამორბედი: გელასიუს II |
რომის პაპი 1119 — 1124 |
შემდეგი: ჰონორიუს II |