ჰოი-ნამ-დანგის ეროვნული პარკი

ჰოი-ნამ-დანგის ეროვნული პარკი (ტაი. อุทยานแห่งชาติห้วยน้ำดัง) — ეროვნული პარკი ტაილანდში, ჩიანგმაის პროვინციასა და მეჰონგსონის პროვინციაში. მთიანი პარკი მდიდარია მთიანი ხედებით, ჩანჩქერებითა და ცხელი წყაროებით.[1]

ჰოი-ნამ-დანგის ეროვნული პარკი

อุทยานแห่งชาติห้วยน้ำดัง

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ჩიანგმაის პროვინცია, მეჰონგსონის პროვინცია, ტაილანდი
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
უახლოესი ქალაქი ჩიანგმაი
კოორდინატები 19°37′34″ ჩ. გ. 99°01′17″ ა. გ. / 19.62611° ჩ. გ. 99.02139° ა. გ. / 19.62611; 99.02139
ფართობი 1252 კმ²
მმართველი ორგანო ეროვნული პარკების, ველური ბუნებისა და მცენარეების კონსერვაციის დეპარტამენტი

გეოგრაფია

რედაქტირება

ჰოი-ნამ-დანგის ეროვნული პარკი მდებარეობს ჩიანგმაისა და მეჰონგსონ პროვინციებიდან 100 კმ-ის მოშორებით. პარკის ფართობი 1252 კმ². პარკის უმაღლესი მწვერვალი, დოი ჩანგი 1 962 მეტრის სიმაღლისაა.[2] პარკში მოედინება მდინარეები: პაი და პინგი.[1]

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

დოი ჩანგისა და დოი ქიუს მთებიდან მეზობელი მთიანეთის პეიზაჟების, ხოლო ზამთარში „ღრუბლების ზღვის“ დანახვაა შესაძლებელი. პარკის სახელწოდება დაკავშირებულია ჩანჩქერ ჰოი-ნამ-დანგის სახელთან. ჩანჩქერი 50 მეტრის სიმაღლისა და 40 მეტრის სიგანისაა. პარკის ცხელ წყაროებს შორისაა პონგ დუიტი.[1]

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

პარკი ფოთლოვანი და მარადმწვანე ტყეებითაა დაფარული. ხის სახეობებს შორისაა: takian, Dipterocarpus alatus, Michelia floribunda, Ailanthus triphysa, Xylia xylocarpa, Lagerstroemia tomentosa, Pterocarpus macrocarpus, Toona ciliata, tabaek, Sumatran pine, Shorea obtusa დაShorea siamensis. ბინადრობენ სპილოები, ინდური სამბარები, ვეფხვები, მაკაკები, მანგუსტები და ველური ღორები.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 (2006) National Parks in Thailand. Department of National Parks, Wildlife and Plant Conservation, გვ. 26–27. ISBN 974-286-087-4. ციტირების თარიღი: 16 Apr 2014.  დაარქივებული 2014-06-16 საიტზე Wayback Machine.
  2. „Huai Nam Dang National Park“. Bangkok Post. ციტირების თარიღი: 16 Apr 2014.