ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჰოთ-დოგი ან ჰოთდოგი (ინგლ. hot-dog, „ცხელი ძაღლი“) — ორთქლზე მომზადებული, მოხარშული ან შემწვარი სოსისი გაჭრილ პურში. ტრადიციულად გამოიყენება ვენის ან ფრანკფურტის, ძროხის, ღორის ან შერეული ხორცის სოსისი — ყველაზე დაბალი ფასი ქათმის და ინდაურის ჰოთ-დოგს აქვს. პოპულარული სოუზებია კეტჩუპი, მაიონეზი, მდოგვი და ყველის სოუზი, შეიძლება დაემატოს ხახვი, ყველი, ჰალაპენიო, ჩილი, პაპრიკა, ზეთისხილი ან ბეკონი. გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, არსებობს მომზადების წესის უამრავი ვარიაცია სხვადასხვა ინგრედიენტების გამოყენებით.

ჰოთ-დოგი
ალტერნატიული
სახელები
Frankfurter, frank, wiener, weenie, tube steak, sausage, banger, coney
წარმოშობის ადგილი გერმანიის დროშა გერმანია
(ადრეული ვერსია)
აშშ-ის დროშა აშშ
(თანამედროვე ვერსია)
შემქმნელი ჩარლზ ფელტმანი
მთავარი
ინგრედიენტები
ძროხის, ღორის ან შერეული ხორცის სოსისი, საქონლის ხორცი, ქათამი, ინდაური ან მათი კომბინაციები, პური ან პურ-ფუნთუშა
ძირითადი
შემადგენლობა
კეტჩუპი, მდოგვი, მაიონეზი, ყველის სოუზი, ხახვი, ყველი, ჰალაპენიო, ჩილი, პაპრიკა, ზეთისხილი, ბეკონი.

სოსისის დამზადება პირველად გერმანიაში დაიწყეს,[1] სადაც წარმოიშვა მისი დღევანდელი ჰოთ-დოგისთვის პოპულარული სახეობები, თუმცა პურის გამოყენება მოგვიანებით დაიწყეს. სოსისი პოპულარული კერძი იყო, ხშირად მზადდებოდა კორონაციებისთვის. გერმანიაში და სხვა გერმანულენოვან ქვეყნებში ჰოთ-დოგს ვენური ან ფრანკფურტული სოსისის სახელი აქვს (Wiener, Frankfurter). აგრეთვე სიტყვა ჰოთ-დოგი სხვა ქვეყნებში ხანდახან თვითონ სოსისს აღნიშნავს. ყველაზე გავრცელებული ვერსიით თანამედროვე ჰოთ-დოგი შეერთებულ შტატებში გამოიგონა ფრანკფურტელმა იმიგრანტმა ფეხტვანგერმა. მის შესახებ არსებობს სხვადასხვა ლეგენდა, ერთ-ერთის თანახმად ის შემწვარ სოსისს ქუჩაში ყიდდა და მყიდველებს ხელთათმანებს აძლევდა, რომ ხელები არ დასწვოდათ, მაგრამ მათ ხშირად მათი დაბრუნება ავიწყდებოდათ და ის ფულს კარგავდა, მისმა ცოლმა კი შესთავაზა ხელთათმანების გაცემის მაგივრად სოსისი პურში ჩაედოთ. ხელთათმანების პურით შეცვლით მოტივი ასე თუ ისე ფეხტვანგერთან დაკავშირებულ სხვა ლეგენდებშიც გვხვდება. სხვა ვერსია გამოგონებას ამერიკელ ჩარლზ ფელტმენს უკავშირებს, რომელიც ლეგენდის თანახმად ქუჩაში ყიდდა სოსისს პურში, შემდეგ კი რესტორანი გახსნა და ბიზნესი გაზარდა.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

სიტყვა dog ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან გამოიყენება, როგორც სოსისის სინონიმი, რადგან სოსისის დამამზადებლებს ძაღლის ხორცის გამოყენებაში ადანაშაულებდნენ, ხშირად საფუძვლიანად. XX საუკუნეში გერმანიაში ძაღლის ხორცის საკვებად მიღება გავრცელებული პრაქტიკა იყო.[2] სიტყვათა შერწყმა „hot dog“ პირველად ამერიკულ გაზეთებში გაჩნდა ქუჩის სოსისის ასაღწერად.

შეერთებულ შტატებში

რედაქტირება
 

ამერიკაში ჰოთ-დოგი განსაკუთრებით პოოულარულია. წლიურად ამერიკელები 20 მილიარდ ჰოთ-დოგს მოიხმარენ,[3] ყველაზე პოპულარული სოუზი შტატებში მდოგვია, სამხრეთ შტატებში ჩილიც. მას ყიდიან ქუჩაში, ტრასაზე, ფეხით მოსიარულე გამყიდვლები ყიდიან აპორტულ ღონისძიებებზე, მაღაზიებში ჰოთ-დოგს სითბოს მოტრიალე გრილზე უნარჩუნებენ, რესტორნებში გვხვდება საბავშვო მენიუში. სწრაფი კვების ობიექტები ერიდებიან მენიუში ჰოთ-დოგის დამატებას, რადგან ის სხვა პროდუქტებთან შედარებით ნაკლებ ხანს ინახება და მოითხოვს მეტ ინგრედიენტს.

გამოირჩევა ნიუ-იორკული ჰოთ-დოგი — ძროხის ხორცის სოსისით, მჟავე კომბოსტოთი და ყავისფერი მდოგვით, ხანდახან ხახვით. ნიუ-ჯერსი გამოირჩევა ძლიერად შემწვარი ჰოთ-დოგით — წიწაკით, კარტოფილით და ხახვით, ჩიკაგო კი ჰოთ-დოგით — მარცვლოვან პურში მდოგვით, პამიდორით და წიწაკით.

რისკი ჯანმრთელობისთვის

რედაქტირება

მიუხედავად იმის, რომ ქარხნული წარმოების ჰოთ-დოგი გაყინვამდე იწვება, რეკომენდებულია მისი გაცხელება საკვებად მიღებამდე მიკრობების მოსაკლავად. ჰოთ-დოგი მდიდარია მარილით და ცხიმებით, ქარხნული შეიცავს კონსერვანტებს. ჰოთ-დოგის ყოველდღიური მოხმარება ზრდის კიბოს გაჩენის რისკს.[4]

  1. frankfurter | Origin and meaning of frankfurter by Online Etymology Dictionary. www.etymonline.com.
  2. United States Bureau of Manufactures Monthly Consular and Trade Reports (en). U.S. Government Printing Office. 
  3. In 2020 Americans spent more than $7.68 Billion on hot dogs and sausages in US Supermarkets. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-22. ციტირების თარიღი: 2023-03-21.
  4. AICR Statement: Hot Dogs and Cancer Risk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-24. ციტირების თარიღი: 2020-12-30.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰოთ-დოგი“-დან