ჰოვანეს ჰოვანისიანი
ჰოვანეს მკრტიჩის ძე ჰოვანისიანი (დ. 26 აპრილი [ ძვ. სტ. 14 აპრილი], 1864, ვაღარშაპატი — გ. 29 სექტემბერი, 1929, ერევანი), სომეხი პოეტი, პედაგოგი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა ჟურნალ „ტარაზში“ („მოდა“), ლექსების პირველი კრებული მოსკოვში (1887). ჰოვანეს ჰოვანისიანის პოეზიის საფუძველი სომხური ფოლკლორია. ჰოვანეს თუმანიანთან და ავეტიქ ისააკიანთან ერთად ჰოვანისიანმა საფუძველი ჩაუყარა ახალ სომხურ რეალისტურ პოეზიას. მისი ლექსები ფილოსოფიური ხასიათისაა. ძირითადი თემებია სიყვარული, სომეხი ხალხის ისტორიული ბედი — XIX საუკუნის დასასრულს სულთან ჰამიდის მიერ მოწყობილი სომხების ბარბაროსული ხოცვა-ჟლეტა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა, გლეხობის ცხოვრება.
ჰოვანეს ჰოვანისიანი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 14 (26) აპრილი, 1864 |
დაბადების ადგილი | ვაღარშაპატი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 29 სექტემბერი, 1929 (65 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ |
დასაფლავებულია | Q42794299? და კომიტასის პანთეონი |
საქმიანობა | პოეტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი და მწერალი |
ენა | სომხური ენა |
ეროვნება | სომხები[1] |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია![]() |
ალმა-მატერი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ლიტერატურარედაქტირება
- ხარატიანი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 677.
- ↑ Krikorian A., Heratchian H. Le dictionnaire biographique: Arméniens d'hier et d'aujourd'hui — Maisons-Alfort: 2021. — P. 266. — ISBN 978-2-905686-93-0