ჰოენცოლერნები
ჰოენცოლერნთა დინასტია (გერმ. Hohenzollern) — ბრანდენბურგის კურფიუსტრთა, შემდგომ პრუსიის მეფეებიისა (1871-1918) და ამავდროულად გერმანიის იმპერატორთა დინასტია. 1192 წლიდან ჰოენცოლერნები ნიურნბერგის ბურგგრაფები იყვნენ. 1227 წელს ჰოენცოლერნების საგვარეულო ორად გაიყო: შვაბიურ (უფროს) და ფრანკონიულ (უმცროს) შტოებად. ფრანკონიულ შტოს ნიურნბერგთან ერთად ბაიროითი და ანსბახი ერგო. 1415 წელს ბურგგრაფ ფრიდრიხ VI-ს ლენად ბრანდენბურგის საკურფიურსტო უბოძეს, რითაც დასაბამი მიეცა ჰოენცოლერნების ბრანდენბურგულ-პრუსიულ დინასტიას. 1701 წლიდან ჰოენცოლერნები პრუსიის მეფეები, ხოლო 1871-1918 წლებში - გერმანიის იმპერატორები იყვნენ. ჰოენცოლერნების დინასტია გერმანიაში დაამხო ნოემბრის რევოლუციამ (1918 წ.). ჰოენცოლერნების შვაბიური ხაზი 1576 წელს ორად გაიყო: ჰეხინგენებად და ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენებად.
ჰოენცოლერნთა კათოლიკური განშტოება — ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენები 1866—1947 წწ რუმინეთს მართავდნენ.
მთავარი წარმომადგენლები
რედაქტირებაბრანდერბურგის კურფიურსტები:
- ფრიდრიხ I (იგივე ფრიდრიხ VI) — (1415-1440)
- ალბრეხტ აქილევსი — (1470-1486)
- ფრიდრიხ ვილჰელმი — (1640-1688)
- ფრიდრიხ III — (1688-1701)
- პრუსიის მეფე ფრიდრიხ I — (1701-1713)
პრუსიის მეფეები:
- ფრიდრიხ ვილჰელმ I — (1713-1740)
- ფრიდრიხ II — (1740-1786)
- ფრიდრიხ ვილჰელმ III — (1797-1840)
- ფრიდრიხ ვილჰელმ IV — (1840-1861)
პრუსიი მეფეები და გერმანიის იმპერატორები:
- ვილჰელმ I — (მეფე 1861-1888, იმპერატორი 1871-1888)
- ვილჰელმ II — (1888-1918)
ლიტერატურა
რედაქტირება- გიოშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 677.
- Spindler M., Kraus A.: Geschichte Frankens bis zum Ausgang des 18. Jahrhunderts
- Семёнов И. С.: ევროპული დინასტიები