ჰოაგის ობიექტი
ჰოაგის ობიექტი — არატიპური გალაქტიკა, რომელიც რგოლისებრ გალაქტიკათა ტიპს მიეკუთვნება. ამ ობიექტის გარეგნობამ მრავალი ასტრომოყვარული დააინტერესა, ხოლო მისმა უჩვეულო სტრუქტურამ კი პროფესიონალები აღაფრთოვანა. გალაქტიკას სახელი არტურ ალენ ჰოაგის პატივსაცემად ჰქვია, რომელმაც ის 1950 წელს აღმოაჩინა. მან ეს გალაქტიკა ჩათვალა, როგორც პლანეტარული ნისლეული ან ინდივიდუალური გალაქტიკა, რომელიც 8 მილიარდ ვარსკვლავს შეიცავდა.
ჰაბლის ტელესკოპით გადაღებული ჰოაგის ობიექტი | |
დაკვირვების მონაცემები | |
---|---|
ეპოქა: | J2000 |
თანავარსკვლავედი: | გველი |
პირდაპირი ასვლა: | 15სთ 17წთ 14.4წმ |
დახრილობა: | +21გრად 35მინ 08სეკ |
ვარსკვლავიერი სიდიდე: | 16.0 |
მახასიათებლები
რედაქტირებაახალგაზრდა ცხელი და ლურჯი ვარსკვლავების თითქმის იდეალური რგოლი გარსაა შემორტყმული გალაქტიკის შედარებით ბებერ, ყვითელ ბირთვს, რომელიც დედამიწიდან 600 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს გველის თანავარსკვლავედში. გალაქტიკის 6″ (კუთხური წამი)-იანი შიდა ბირთვის დიამეტრი დაახლოებით 17±0.7 კსწ (კილოსინათლის წელიწადი) არის, ხოლო გარშემორტყმული რგოლის შიდა 28″-იანი დიამეტრი 75±3 კსწ არის და გარე რგოლის 45″ დიამეტრი 121±4 კსწ-ს შეადგენს, რომელიც ირმის ნახტომზე ოდნავ დიდია. არსებობს მოსაზრება, რომ გამყოფი "ნახვრეტი," რომელიც ორი ვარსკვლავურ დასახლებას ერთმანეთისგან ჰყოფს, შეიცავს რამდენიმე ვარსკვლავთგროვას, რომელიც ძალიან მკრთალია და უხილავია ჩვენთვის. ისეთი იშვიათი ტიპის გალაქტიკა, როგორიც ჰოაგის ობიექტია, მეორე უფრო შორეული და უსახელო გალქტიკაც თითქმის ასეთი ტიპისაა, რომელიც ჰოაგის ობიექტის ბირთვისა და გარე რგოლის შუაში მოჩანს.
აღმოჩენა და ფორმირება
რედაქტირებაარტურ ჰოაგმა თავის თავდაპირველ განცხადებაში წამოჭრა ჰიპოთეზა, რომ ხილული რგოლი გრავიტაციული ლინზირების შედეგად გაჩნდა. ეს იდეა მოგვიანებით უარყოფილი იქნა, რადგან ბირთვსა და რგოლს ერთნაირი წითელი წანაცვლება ჰქონდათ. რადგანაც უფრო მძლავრმა ტელესკოპებმა რგოლის კვანძიანი სტრუქტურა გამოავლინეს, რაღაც უხილავი იქნებოდა, თუ ეს რგოლები გრავიტაციული ლინზირების შედეგი იყო.
ამ გალაქტიკის მრავალი დეტალი ჯერ კიდევ ამოუცნობი რჩება. ყველაზე გაუგებარი კი მისი ფორმირებაა. საერთოდ, ე.წ. „კლასიკური“ რგოლისებრი გალაქტიკები ფორმირდებიან, როდესაც პატარა გალაქტიკა შედარებით დიდ, დისკოს ფორმის გალაქტიკას ეჯახება. ეს შეჯახება მკვრივ ტალღას წარმოქმნის დისკოში, რომელიც შემდეგ რგოლისებრ დიზაინს აძლევს გალქტიკას. ასეთი მოვლენა 2-3 მილიარდი წლის წინ უნდა მომხდარიყო. ეს მოვლენა ალბათ ძალიან წააგავდა პროცესს, რომლის საშუალებითაც პოლარული რგოლისებრი გალაქტიკები ფორმირდებიან. თუმცა, არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ მეორე გალაქტიკა შეეჯახა ჰოაგის ობიექტს.
ნოა ბროშმა წამოჭრა იდეა, რომ ჰოაგის ობიექტი არის „ბარის არასტაბილურობის“ შედეგი, რომელიც რამდენიმე მილიარდი წლის წინ მოხდა შემოღობილ, გადაკეტილ სპირალურ გალაქტიკაში. შვაიცერ ეტ ალმა განაცხადა, რომ ეს ჰიპოთეზა საეჭვოა, რადგან ობიექტის ბირთვი სფეროიდულია, მაშინ როდესაც დახურული გალაქტიკების ბირთვები დისკოს ფორმისაა. მან კიდევ მრავალი მიზეზი დაასახელა. საინტერესოა, რომ რამდენიმე გალაქტიკა ჰოაგის ობიექტის პირველად თვისებებს იზიარებენ, როგორიცაა ვარსკვალვების კაშკაშა განცალკევებული რგოლი, მაგრამ მათი ცენტრები წაგრძელებული ან დახურულია და შეიძლება სპირალური სტრუქტურაც ჰქონდეთ. მართალია არც ერთი ობიექტი სიმეტრიით ჰოაგის ობიექტს არ ემთხვევა, მაგრამ ასეთი ტიპის გალაქტიკებს ჰოაგის ტიპის გალაქტიკებს უწოდებენ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Hubble Space Telescope image of Hoag's Object.
- Accretion Rings Galactic Rings - Fund. Cosmic Physics, 1996. Vol. 17, pp. 95–281
- A Wheel within a Wheel (09/05/2002)[მკვდარი ბმული] News Release Number: STScI-2002-21 - HubbleSite
- ESA/Hubble image of Hoag's Object დაარქივებული 2006-11-26 საიტზე Wayback Machine.