ჰისარული ცხვარი
ჰისარული ცხვარი — სახორცე-საქონე მიმართულების უხეშმატყლიანი დუმიანი ცხვრის ჯიში. გამოყვანილია ტაჯიკეთში ხალხური სელექციის გზით. ერკემლის სიმაღლე მინდაოში შეადგენს 80–85 სმ-ს, ნერბისა — 75–80 სმ-ს. ცოცხალი მასა ერკემლისა 130–140 სმ-ია, უდიდესი 190 კგ-მდე, ნერბისა — 80–90 კგ, უდიდესი 150 კგ-მდე; მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის ცხვარია.[1] მაგარი კონსტიტუციისაა, მკერდი ფართო და ღრმაა, წინ აქვს გამოწეული მკერდის ძვალი. თავი მასიურია, ცხვირკუზიანი; ყურები გრძელი და ჩამოწეულია; უმეტესად ქოლიკი ცხვარია (ურქო). აქვს დიდი დუმა (18–20 კგ), სადაც ცხიმი გროვდება. ფერად მურაა. ადვილად იტანს ერთი მთის საძოვრიდან მეორეზე გადარეკვას 400–500 კმ-ზე.[1] გამოირჩევა მალმწიფადობით. 6 თვის ბატკნის მასა 60 კგ-სა და მეტს აღწევს ნაკლავის გამოსავალი 58–60%-ს შეადგენს. მატყლი უხეშია, ბევრია გამხმარი და მკვდარი თმა. იყენებენ ქეჩა-ნაბადისა და უხეში ქსოვილის მისაღებად. ერკემლის ნაპარსი 1,3–1,6 კგ-ია, ნერბისა 1,0–1,4 კგ. ნაყოფიერება 115–120%-ია. ამტანი ცხვარია, შეგუებულია ზამთარ-ზაფხულ საძოვარზე ყოფნას. მოშენებულია ტაჯიკეთსა და უზბეკეთში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 671.
- Любавский А. В., Гиссарские овцы, М., 1949;
- Лебедев И. Г., Гиссарские овцы и пути их совершенствования, [Душ.], 1952;
- Иванов М. Ф., Полн. собр. соч., т. 4, М., 1964;
- ოკულიჩევი გ., ჰისარული ცხვარი // დიდი საბჭოთა ენციკლოპედია [30 ტომად], მთ. რედ. პროხოროვი ა. მ., III გამოც., მოსკ.: გამომც. „საბჭოთა ენციკლოპედია“, 1969;
- Фарсыханов С. И. Гиссарская порода овец. Душ., 1981;
- Семенов С. И., Селькин И. И. Овцы // Генетические ресурсы сельскохозяйственных животных в России и сопредельных странах. СПб., 1994.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Жиряков А. М. ГИССАРСКАЯ ПОРОДА // Большая российская энциклопедия. т. 7. — М., 2007. — стр. 185-186.