ჰიმალაიური კედარი
ჰიმალაიური კედარი (Cedrus deodara) — 50 მეტრი სიმაღლის კენწეროგადახრილი მცენარეა. მის სამშობლოდ ითვლება ჰიმალაის მთები. ხარობს ზღვის დონიდან 1050–3600 მეტრზე. საბჭოთა კავშირში პირველად შემოიტანეს 1942 წელს, ნიკიტის ბოტანიკურ ბაღში. გავრცელებულია ყირიმში, კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში და სხვ.
ჰიმალაიური კედარი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Cedrus deodara | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 42304 | ||||||||||||||
|
ჰიმალაიური კედარი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ინტენსიური ზრდით ხასიათდება. ასევე აღსანიშნავია, რომ არაიშვიათად გვხვდება ყველგან მისი წვერხმელი ეგზემპლარები.
ჰიმალაიური კედარი დეკორატიულია, ძირითადად გამოიყენება ქალაქებისა და დასახლებული სოფლების გასამწვანებლად, პარკებში — სოლიტერად, ჯგუფური ნარგავების მოსაწყობად და ხეივნების გასაშენებლად. იტანს კრეჭას.