ჰილდესჰაიმის წმინდა მიქაელის ტაძარი
ჰილდესჰაიმის წმინდა მიქაელის ტაძარი (გერმ. Michaeliskirche) — ადრეული რომანული არქიტექტურული სტილის ეკლესია გერმანიის ქალაქ ჰილდესჰაიმში. 1985 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
წმინდა მარიამისა და წმინდა მიქაელის ტაძრები ჰილდესჰაიმში* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | გერმანია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iii |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 52°09′10″ ჩ. გ. 9°56′37″ ა. გ. / 52.15278° ჩ. გ. 9.94361° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1985 (მე-9 სესია) |
ნომერი | 187 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 187 ინგლ. • რუს. • ფრ. |
წმინდა მიქაელის სააბატო ეკლესია 1001 - 1033 წლებში აშენდა ეპისკოპოს ბერნვარდ ჰილდესჰაიმელის მიერ, როგორც მისი ბენედიქტური ეკლესიის კაპელა. მშენებარე ტაძარს ის მიქაელ მთავარანგელოზს უძღვნიდა, მაგრამ 1022 წელს ეპისკოპოსი გარდაიცვალა და მშენებლობა გაჭიანურდა კიდევ 11 წლით.
რეფორმაციის ეპოქაში, 1542 წელს, ტაძარი ლუთერანულად გადააკეთეს, მაგრამ ბენედიქტური სამონასტრო გადმონაშთები კვლავ რჩებოდა 1803 წლამდე, სანამ ტაძრის სეკულარიზაცია მოხდებოდა. ამჟამად ეკლესია კათოლიკურია.
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, 1945 წლის 22 მარტს, წმინდა მიქაელის ეკლესია საჰაერო დაბომბვების შედეგად დაინგრა, მაგრამ კვლავ აღადგინეს 1950 - 1957 წლებში.
ტაძარი 1985 იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ჰილდესჰაიმის წმინდა მარიამის კათედრალთან ერთად შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Introduction to the Michaeliskirche (Hornemann Institut) დაარქივებული 2005-10-18 საიტზე Wayback Machine.
- Pictures (Raymond Faure's Website) დაარქივებული 2009-02-15 საიტზე Wayback Machine.
- Official Website of the parish St. Michael (German) დაარქივებული 2019-05-17 საიტზე Wayback Machine.