ჰილდესჰაიმის წმინდა მარიამის ტაძარი

ჰილდესჰაიმის წმინდა მარიამის ტაძარი (გერმ. St. Mariä Himmelfahrt) — შუა საუკუნეების კათედრალი გერმანიის ქალაქ ჰილდესჰაიმში. 1985 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

წმინდა მარიამისა და წმინდა მიქაელის ტაძრები ჰილდესჰაიმში*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 52°08′56″ ჩ. გ. 9°56′50″ ა. გ. / 52.14889° ჩ. გ. 9.94722° ა. გ. / 52.14889; 9.94722
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1985  (მე-9 სესია)
ნომერი 187
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 187
ინგლ.რუს.ფრ.

კათედრალი 1010—1020 წლებში რომანულ სტილში აშენდა. მნიშვნელოვანი განახლება გაფართოება მოხდა XI, XII, XIV საუკუნეებში, ხოლო 1945 წელს, საჰერო დაბომბვებისას მთლიანად დაინგრა. ფაქტობრივად ხელახლა აშენდა 1950—1960 წლებში.

კათედრალი ცნობილია ხელოვნების მრავალი ნიმუშით. მათ შორისაა XI საუკუნის ბრინჯაოს კარი, ამავე საუკუნის ბრინჯაოს სვეტი, წმინდა გოტარდის სარკოფაგი და ა. შ. შიდა ეზოში მდებარეობს 1321 წელს აშენებული გოთიკური სამლოცველო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაბომბვებისას თითქმის დაუზიანებელი გადარჩა.

კათედრალს გააჩნია მუზეუმი, რომელიც ფლობს შუა საუკუნეების საგანძურის ერთ-ერთ უდიდეს კოლექციას მთელს ევროპაში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება