სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კოჯიმა.

ჰიდეო კოჯიმა (იაპონ. 小島 秀夫; დ. 24 აგვისტო, 1963, სეტაგაია, ტოკიო[2]) — იაპონელი ვიდეო თამაშების დიზაინერი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი.

ჰიდეკ კოჯიმა

კოჯიმა 2011 წელს Tokyo Game Show-ზე
მშობლიური სახელი 小島 秀夫
დაბადების თარიღი 24 აგვისტო, 1963 (1963-08-24) (61 წლის)[1]
სეტაგაია, ტოკიო, იაპონია
ეროვნება იაპონელი
მოქალაქეობა იაპონიის დროშა იაპონია
საქმიანობა ვიდეო თამაშების დიზაინერი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი
აქტიური 1986-დღემდე
ცნობილი ნაშრომები „Metal Gear“, „Snatcher“, „Policenauts“, „Zone of the Enders“, „Death Stranding“
საიტი ოფიციალური
ხელმოწერა

კოჯიმა ცნობილია ვიდეო თამაშების შექმნის თავისებური საავტორო მიდგომით. თამაშების შექმნამდე იგი გატაცებული იყო ლიტერატურითა და კინემატოგრაფიით. 1986-2015 წლებში იყო კომპანია Konami-ის ერთ-ერთი წამყვანი თანამშრომელი, ამასთანავე ხელმძღვანელობდა მის მიერ 2005 წელს დაარსებულ[3] შიდა სტუდიას Kojima Productions. აგრეთვე, გარკვეული ხნით იკავებდა კომპანია Konami Digital Entertainment-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას.[4] 2015 წელს Kojima Productions გამოეყო Konami-ის და იქცა დამოუკიდებელ კომპანიად, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ჰედეო კოჯიმა.

კოჯიმა ყველაზე მეტად ცნობილია „Metal Gear“-ის ვიდეო თამაშების სერიის შექმნით, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა როგორც სტელს-ექშენის ჟანრის, ასევე ზოგადად ვიდეო თამაშების ინდუსტრიის განვითარებაზე. მისი ხელმძღვანელობით სერია გამოდიოდა ოთხი ათწლეულის განმავლობაში. „Metal Gear“-ის გარდა შექმნილი აქვს სათავგადასავლო თაშები„Snatcher“ და „Policenauts“, იგი აგრეთვე არის რამდენიმე თამაშის პროდიუსერი, ისეთების როგორებიცაა „Zone of the Enders“, „Boktai“ და „Castlevania: Lords of Shadow“. 2019 წელს გამოსული „Death Stranding“ არის კოჯიმას პირველი ვიდეო თამაში, რომელიც Konami-ს გარეთ შეიქმნა.[5]

2019 წელს კოჯიმა შევყვანილი იქნა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე მეტი გამომწერების მქონე ვიდეო თამაშების დიზაინერი Twitter-სა და Instagram-ზე.[6] 2020 წელს ვიდეო თამაშების განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის BAFTA Fellowship-ის ჯილდო გადაეცა.[7]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. IGN: Hideo Kojima Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ნოემბერი, 2007. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2008.
  2. Parkin, Simon (2012-05-23). „Hideo Kojima: video game drop-out – interview part 1“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 თებერვალი, 2014. ციტირების თარიღი: 31 იანვარი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |archivedate=-ში (დახმარება)
  3. Announcement of Personnel Changes (March 17, 2009). Konami (March 17, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — May 6, 2009. ციტირების თარიღი: August 11, 2009.
  4. Hideo Kojima becomes VP of Konami Digital Entertainment (2011-03-30). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-01. ციტირების თარიღი: 2011-03-30.
  5. Death Stranding Release Date For PS4 Revealed In New Gameplay Trailer en-US. ციტირების თარიღი: 2019-11-05.
  6. Hideo Kojima Has Been Awarded Two Guinness World Records, But Not For What You Might Expect en-US. ციტირების თარიღი: 2019-11-12
  7. Hideo Kojima to receive BAFTA Fellowship. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2020.