ჰერმან ბროხი
ჰერმან ბროხი (გერმ. Hermann Broch; დ. 1 ნოემბერი, 1886 — გ. 30 მაისი, 1951) — XX საუკუნის ავსტრიელი მწერალი, ავსტრიული ლიტერატურის კლასიკოსი. მიიჩნევა ერთ-ერთ უმთავრეს მოდერნისტად.
ჰერმან ბროხი | |
---|---|
გერმ. Hermann Broch | |
დაბადების თარიღი | 1 ნოემბერი, 1886[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] |
დაბადების ადგილი | ვენა[12] |
გარდაცვალების თარიღი | 30 მაისი, 1951[12] [2] [3] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] (64 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ნიუ-ჰეივენი[12] |
საქმიანობა | მწერალი[10] , დრამატურგი[10] , ფილოსოფოსი, პროზაიკოსი[10] და ესეისტი[10] |
ენა | გერმანული ენა |
მოქალაქეობა |
ავსტრია აშშ[13] |
ალმა-მატერი | ვენის უნივერსიტეტი[14] |
Magnum opus | ვერგილიუსის სიკვდილი |
ჯილდოები | გუგენჰაიმის სტიპენდია[14] |
პარტნიორ(ებ)ი | Ea von Allesch და Annemarie Meier-Graefe |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბროხი ვენაში, მდიდარ ებრაულ ოჯახში დაიბადა და მცირე ხნით ოჯახის ქარხანაში მუშაობდა, თუმცა პირადად ლიტერატურით იყო დაინტერესებული. რადგანაც ჰერმანი უფროსი ვაჟი იყო, ფიქრობდნენ, რომ ის მამის ტექსტილის ქარხანას ჩაიბარებდა ტესდორფში, ამიტომ ტექსტილის წარმოებისა და დაწვნის ტექნიკურ კოლეჯში მოეწყო.
1909 წელს ბროხი რომაულ კათოლიციზმზე მოექცა და ფრანცისკა ფონ როტჰერმანზე, რაინდი მწარმოებლის ქალიშვილზე დაქორწინდა.[15] შემდეგ წელს მათი ვაჟი, ჰერმან ფრიდრიხ მარია დაიბადა. 1923 წელს წყვილი განქორწინდა. 1927 წელს ბროხმა ტექსტილის ქარხანა გაყიდა და ვენის უნივერსიტეტში მათემატიკის, ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის შესწავლა დაიწყო. დატვირთული ლიტერატურული კარიერა 40 წლის ასაკში დაიწყო ბროხის პირველი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაშრომია ტრილოგია მთვარეულები, რომელიც დენიელ ბროდიმ დაბეჭდა 1931-1932 წლებში მიუნხენში.[16]
1938 წელს, „ანშლუსის“ შემდეგ, ბროხი გესტაპომ დააპატიმრა. ცნობილი მწერლების, მათ შორის ჯეიმზ ჯოისის, ძალისხმევით იგი გაათავისუფლეს. ბროხმა ავსტრია დატოვა და სიცოცხლის ბოლომდე შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. ემიგრაციაში დაიწერა მისი მეორე შედევრი — „ვერგილიუსის სიკვდილი“. ჰერმან ბროხი 1951 წელს ნიუ-ჰეივენში გარდაიცვალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Lützeler, Paul Michael (1985). Hermann Broch: Eine Biographie. Frankfurt am Main: Suhrkamp Verlag. ISBN 3-518-03572-X.
- Lützeler, Paul Michael (2011). Hermann Broch und die Moderne: Roman, Menschenrecht, Biographie. München: Wilhelm Fink. ISBN 978-3-7705-5101-9.
- Graham Bartram, Sarah McGaughey, and Galin Tihanov, ed. A Companion to the Works of Hermann Broch. Camden House: Rochester, NY, 2019. ISBN 9781571135414
- Michael Kessler and Paul Michael Lützeler, ed. Hermann-Broch-Handbuch. DeGruyter: Berlin and Boston, 2015. ISBN 978-3-11-029556-6
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- IN SEARCH OF THE ABSOLUTE NOVEL – 1985 review of The Sleepwalkers by Theodore Ziolkowski
- Hermann Broch archive at Yale University
- Another review of The Sleepwalkers, with useful links
- Review of Geist and Zeitgeist
- Review of Death of Virgil
- A personal page about Broch's writings, and about Broch's son, H.F. Broch de Rothermann დაარქივებული 2019-07-10 საიტზე Wayback Machine.
- IAB, an international group of scholars working on Hermann Broch, with biography, bibliography, and links
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118515551 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 6.0 6.1 Discogs — 2000.
- ↑ 7.0 7.1 გუგენჰაიმის მუზეუმი — 1937.
- ↑ 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 9.0 9.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 11.0 11.1 Munzinger Personen
- ↑ 12.0 12.1 12.2 Брох Герман // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ LIBRIS — National Library of Sweden, 2018.
- ↑ 14.0 14.1 Guggenheim Fellows database
- ↑ Lützeler 1985, p. 51.
- ↑ Hermann Broch – Daniel Brody Briefwechsel 1930–1951