ჰერმანი (ავსტრიის ჰერცოგი)

ჰერმან VI (გერმ. Hermann VI; დაახ. 1225 — 1250 ოქტომბერი, 4(4-10-1250)) — ბადენის მარკგრაფი 1243 წლიდან, ავსტრიისა და შტირიის ჰერცოგი 1248 წლიდან, ცერინგენების დინასტიის წარმომადგენელი.

ჰერმან ბადენელი
Hermann
ავსტრიის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 1248
მმართ. დასასრული: 1250
წინამორბედი: ფრიდრიხ II
მემკვიდრე: ფრიდრიხ ბადენელი
ბადენის მარკგრაფი
მმართ. დასაწყისი: 1243
მმართ. დასასრული: 1250
წინამორბედი: ჰერმან V
მემკვიდრე: ფრიდრიხ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1225
გარდ. თარიღი: 1250 წლის 4 ოქტომბერი
მეუღლე: გერტრუდა ბაბენბერგი
შვილები: ფრიდრიხ I, აგნესა
დინასტია: ცერინგენები
მამა: ჰერმან V ბადენელი
დედა: ირმენჰარდა ველფი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჰერმან VI იყო ჰერმანი V-ის, ბადენის მარკგრაფისა და ირმენჰარდი ველფის, ჰაინრიხ V-ის, რაინის პფალცგრაფის ქალიშვილის შვილი. მამის გარდაცვალების შემდეგ, ჰერმან VI-მ და მისმა უმცროსმა ძმამ, რუდოლფ I-მა ძალაუფლება გაიყვეს ბადენში. მაგრამ 1248 წელს, პაპ ინოკენტი IV-ის მხარდაჭერით, დაგეგმილ იქნა ჰერმანისა და ჰერცოგინია გერტრუდა ბაბენბერგის, ავსტრიისა და შტირიის მემკვიდრის ქორწილი. ჰერმან VI გადავიდა ვენაში.

ჰერმანის მმართველობა ავსტრიაში წარუმატებელი გამოდგა. ავსტრიის დიდებულებმა და მოსახლეობამ მის მიმართ მხარდაჭერა არ გამოავლინეს. ჰერმანმა თავშესაფარი მოძებნა ბავარიის ჰერცოგთან. 1250 წლის ოქტომბერში ჰერმან VI გარდაიცვალა, დარჩა ერთი წლის ვაჟი, ფრიდრიხი.

ქორწინება და შვილები

რედაქტირება