ფრიდრიხ I (ბადენის მარკგრაფი)
ფრიდრიხ I ბადენელი (გერმ. Friedrich I; დ. 1249 — გ. 29 ოქტომბერი 1268) — ბადენის მარკგრაფი 1250 წლიდან, ავსტრიისა და შტირიის ჰერცოგი 1250–1251 წლებში, ცერინგენების დინასტიიდან.
ფრიდრიხ ბადენელი | |
---|---|
ავსტრიის მე-7 ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 1250 |
მმართ. დასასრული: | 1251 |
წინამორბედი: | ჰერმან ბადენელი |
მემკვიდრე: | პრჟემისლ ოტოკარ II |
ბადენის მარკგრაფი | |
მმართ. დასაწყისი: | 1250 |
მმართ. დასასრული: | 1268 |
წინამორბედი: | ჰერმან VI |
მემკვიდრე: | რუდოლფ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1249 |
გარდ. თარიღი: | 1268 წლის 29 ოქტომბერი |
გარდ. ადგილი: | ნეაპოლი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაფრიდრიხ I იყო ბადენის მარკგრაფის, ჰერმან VI-ისა და გერტრუდა ბაბენბერგის, ავსტრიისა და შტირიის ჰერცოგინიისა და ავსტრიის უკანასკნელი ბაბენბერგი ჰერცოგის, ფრიდრიხ II ნათესავის შვილი. დაიბადა მამის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, იზრდებოდა ბავარიაში კონრადინთან, საღვთო რომის იმპერიის იმპერატორ კონრად IV-ის ვაჟთან ერთად.
1250 წელს, გარდაიცვალა იმპერატორი ფრიდრიხ II და გერმანიაში მომდევნო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ანარქია გამეფდა. ამით ისარგებლეს ავსტრიის მეზობელმა სახელმწიფოებმა — ბავარიამ, ჩეხეთმა და უნგრეთმა, რომლებმაც მოინდომეს საჰერცოგოს დაპყრობა. ერთი წლის ფრიდრიხს პრაქტიკულად დასაყდრენი არ ჰქონდა. 1251 წელს, ავსტრიულმა სამეფო კარმა მხარი დაუჭირა ჩეხეთის პრინცს, პრჟემისლ ოტოკარს, რომელმაც დაიკავა ვენა და თავი ავსტრიისა და შტირიის ჰერცოგად გამოაცხადა. შემდეგ წელს ის დაქორწინდა მარგარიტა ბაბენბერგზე, ბაბენბერგების საგვარეულოს უკანასკნელი ჰერცოგის დაზე. ძლიერი ჩეხური არმიითა და ავსტრიული არისტოკრატიის მხარდაჭერით, პრჟემისლ ოტოკარმა ფრიდრიხ ბადენელის ძალაუფლება დაამხო.
იმ დროს ფრიდრიხ ბადენელი თავისი ნათესავის, კარინთიის ჰერცოგის, ულრიხ III-ის სასახლეში ცხოვრობდა, მოგვიანებით კი ბავარიაში დაბრუნდა, სადაც კონრადინის არმიას შეუერთდა, რომელიც 1267 წელს იტალიაში გაემართა სიცილიის სამეფოსთან საბრძოლველად. ეს საომარი კამპანია მარცხით დასრულდა.
1268 წლის 8 სექტემბერს, ფრიდრიხ ბადენელი ტყვედ ჩავარდა და შარლ ანჟუელის ხელთ აღმოჩნდა. 29 ოქტომბერს, ნეაპოლში ფრიდრიხს თავი მოჰკვეთეს.
ფრიდრიხ ბადენელი დაქორწინებული არ იყო და არც შვილები ჰყავდა. მისი სიკვდილის შემდეგ ბადენის სამარკგრაფო მის ბიძას, რუდოლფ I-ს გადაეცა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Friedrich Wilhelm Schirrmacher: Die letzten Hohenstaufen, Göttingen 1871, S. 309–392 online in der Google Buchsuche
- Friedrich von Raumer: Geschichte der Hohenstaufen und ihrer Zeit, Band 4, Leipzig 1857 online im internet archive (PDF; 20,5 MB)