ლეოპოლდ VI

(გადამისამართდა გვერდიდან ლეოპოლდ VI (ავსტრიის ჰერცოგი))

ლეოპოლდ VI დიდებული (გერმ. Leopold VI; დ. 1176 — გ. 28 ივლისი, 1230) — შტირიის ჰერცოგი 1194 წლიდან და ავსტრიის ჰერცოგი 1198 წლიდან გარდაცვალებამდე. ბაბენბერგების დინასტიის წარმომადგენელი.

ლეოპოლდ VI
გერმ. Leopold VI der Glorreiche
ავსტრიის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 16 აპრილი, 1198
მმართ. დასასრული: 28 ივლისი, 1230
წინამორბედი: ფრიდრიხ I
მემკვიდრე: ფრიდრიხ II
შტირიის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 1194
მმართ. დასასრული: 28 ივლისი, 1230
წინამორბედი: ლეოპოლდ V
მემკვიდრე: ფრიდრიხ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1177
გარდ. თარიღი: 28 ივლისი, 1230
გარდ. ადგილი: კასინო, იტალია
მეუღლე: თეოდორა ანგელოსი
შვილები: 6
დინასტია: ბაბენბერგები
მამა: ლეოპოლდ V
დედა: ელენა არპადი

ლეოპოლდ VI იყო ავსტრიისა და შტირიის ჰერცოგის ლეოპოლდ V-ისა და ელენა არპადის უმცროსი შვილი. 1194 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ გახდა შტირიის ჰერცოგი, ხოლო 4 წლის შემდეგ გარდაიცვალა მისი უფროსი ძმა ფრიდრიხ I და გახდა ავსტრიის ჰერცოგი.

1216 წელს ლეოპოლდ VI გაემგზავრა ეგვიპტეში მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობის ფარგლებში და მიიღო მონაწილეობა დამიეტის ალყაში.

ლეოპოლდ VI-ის მმართველობა იყო შუა საუკუნეების ავსტრიის საჰერცოგოს დროებითი აყვავების პერიოდი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება