დამიეტის ალყა — მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობის ბრძოლა ეგვიპტეში. აიუბიდ ალ-ქამელის კონტროლის ქვეშ მყოფი ქალაქი 1218 წელს ალყაში მოაქციეს და აიღეს ჯვაროსნებმა 1219 წელს.
რაინდებმა ალყაში მოაქციეს ეგვიპტის საპორტო ქალაქი დამიეტა, ფრიზების ფლოტისა და გენუის რესპუბლიკის ფლოტილიის დახმარებით, რომელთაც ხელმძღვანელობდა მამა-შვილი, სიმონი და პიეტრო დორიები. ჯვაროსნებმა შექმნეს ალიანსი კაი კაუს I -თან და ანატოლიაში სელჩუკთა სასულთნოსთან. კაუსი უტევდა აიუბიდებს სირიაში, რის გამოც ჯვაროსნებს არ სურდათ ორ ფრონტზე ბრძოლა. დამიეტის გარნიზონში ეპიდემია და შიმშილი მძვინვარებდა, რის გამოც 1219 წლის 5 ნოემბერს დანებდა.
- Madden, Thomas F. The New Concise History of the Crusades. Lanham, Md: Rowman & Littlefield, 2006. ISBN: 0-7425-3823-0