ჰენრი ლანკასტერელი (1310-1361)

ჰენრი ლანკასტერელი (ინგლ. Henry of Lancaster), მეტსახელად ჰენრი გროსმონტელი (ინგლ. Henry of Grosmont; დ. 1310 — გ. 23 მარტი, 1361) — პლანტაგენეტთა დინასტიის წარმომადგენელი. ლანკასტერისა და ლეიცესტერის ჰერცოგი. ინგლისის მეფე ჰენრი IV-ის პაპა.

ჰენრი ლანკასტერელი
წოდებები
ლანკასტერისა და ლეიცესტერის ჰერცოგი
დაიბადა 1310
გარდაიცვალა 23 მარტი, 1361, (50-51 წლის)
საგვარეულო პლანტაგენეტები
მეუღლე(ები) იზაბელ დე ბემონი
შვილ(ებ)ი მაუდი, ლეიცესტერის გრაფინია
ბლანკა, ლანკასტერის ჰერცოგინია
მამა ჰენრი, ლანკასტერის ერლი
დედა მაუდ ჩაუორთი
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჰენრი დაიბადა 1310 წელს ინგლისში. იგი იყო ლანკასტერისა და ლეიცესტერის ერლ ჰენრი ლანკასტერელისა და მისი ცოლის, მაუდ ჩაუორთის უფროსი ვაჟი. მამის მხრიდან იგი ინგლისის მეფე ჰენრი III-ის შვილთაშვილი იყო. როგორც კი წამოიზარდა იგი აქტიურად ჩაება სხვადასხვა სამხედრო კამპანიაში. როგორც ჯვაროსანი, ჰენრი იბრძოდა პრუსიაში, როდოსსა და გრანადაში. მან ასევე თავი გამოიჩინა შოტლანდიაში ბრძოლისას. 1337 წელს სასტიკად დაამარცხა ფლანდრიის გრაფი. ამის შემდეგ ჰენრი აქტიურად ჩაება ასწლიან ომში, სადაც 1340 წელს მონაწილეობა მიიღო სლეის ბრძოლაში. ამის შემდეგ იგი შოტლანდიაში შეიჭრა, 1342 წელს კი ბრეტანში. 1343 წელს, რომის პაპმა კლემენტ VI-მ იგი თავის ელჩად მიავლინა ესპანეთში.

1345 წელს ჰენრი დაინიშნა სამეფო არმიის ლეიტენანტ-კაპიტნად, რის შემდეგაც აკვიტანიაში წავიდა საომრად. იგი ამავე წელს ბაიონში შეიჭრა 500 რაინდითა და 2,000 მშვილდოსნით, რის შემდეგაც ბორდოსაკენ დაიძრა და ფრანგები დაამარცხა ობეროშის ბრძოლაში. ამის შემდეგ მან კიდევ რამდენიმე ბრძოლა მოიგო მელანში, მონსეგურსა და რეოლში. 1346 წელს მან მოაოხრა პუატუ, ლუზინიანი, სენტონჟე, სენტი და სხვა მრავალი ქალაქი.

1347 წელს იგი კვლავ დაბრუნდა საფრანგეთში. გამოჩენილი სიმამაცისათვის მეფე ედუარდ III-მ მას ქალაქი ბერგერაკი აჩუქა. 1349 წელს ჰენრი ლანკასტერელი დაინიშნა გასკონიის ვიცე-რეგენტად. მიუხედავად ამისა, იგი ბრძოლას მაინც არ წყვეტდა. 1358 წელს, უინძორის სასახლეში ჩატარებულ სატურნირო შეჩიბრებაზე მან ფეხი სერიოზულად დაიზიანა.

ამის მიუხედავად, იგი საფრანგეთში გადავიდა და 1359-1360 წლებში დაიკავა რეიმსი, სადაც აპირებდა, რომ ედუარდ III საფრანგეთის მეფედ ეკურთხებინა, მაგრამ არ დასცალდა და 1361 წელს იმსხვერპლა შავმა ჭირმა. ამან ფრანგებს ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მისცა, მაგრამ იგი მალევე ჩაანაცვლა ეგრედ წოდებულმა შავმა პრინცმა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Arnauld, E.J. (ed.) (1940). Le livre de seyntz medicines: The Unpublished Devotional Treatise of Henry of Lancaster. Oxford: Blackwell.
  • Beltz, George Frederick (1841). Memorials of the Order of the Garter. London: William Pickering. Retrieved 27 October 2013.
  • Brown, A. L.; Summerson, Henry (May 2006). "Henry IV (1366–1413)". Oxford Dictionary of National Biography (online ed.). Oxford University Press. doi:10.1093/ref:odnb/12951.(Subscription or UK public library membership required.)
  • Fowler, Kenneth Alan (1969). The King's Lieutenant: Henry of Grosmont, First Duke of Lancaster, 1310–1361. London. ISBN 0-236-30812-2.
  • McKisack, M. (1959). The Fourteenth Century: 1307–1399. Oxford: Oxford University Press. ISBN 0-19-821712-9.
  • Ormrod, W. M. (2005). "Henry of Lancaster, first duke of Lancaster (c. 1310–1361)". Oxford Dictionary of National Biography (online). doi:10.1093/ref:odnb/12960.
  • Prestwich, M.C. (2005). Plantagenet England: 1225–1360. Oxford: Oxford University Press. ISBN 0-19-822844-9.