სლეისის ბრძოლა
სლეისის ბრძოლა — საზღვაო ბრძოლა ინგლისისა და საფრანგეთის ფლოტებს შორის. გაიმართა 1340 წლის 24 ივნისს უძველესი ნავსადგურის სლეისის (ქალაქი ჩრდილოეთ საფრანგეთში) მახლობლად ასწლიანი ომის (1337-1453 წწ.) დროს. 24 ივნისს ინგლისელებმა შეუტიეს ყურეში მდგარ საფრანგეთის ფლოტს და დაამარცხეს, ჩაძირეს და ხელთ იგდეს მოწინააღმდეგის თითქმის ყველა ხომალდი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 434.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: