ასწლიანი ომის ბრძოლების სია

ცხრილში წარმოდგენილია ასწლიანი ომის ბრძოლების სია. 1337-1453 წლებში მიმდინარე ომში ერთმანეთის პირისპირ იბრძოდნენ ინგლისი და საფრანგეთი თავის მოკავშირეებთან ერთად.

წელი
ბრძოლა
გამარჯვებული
დეტალები
1337 კადსანის ბრძოლა   ინგლისი
1338 არნემეიდენის ბრძოლა   საფრანგეთი პირველი საზღვაო ბრძოლა არტილერიის გამოყენებით, ინგლისურ გემს Christofer-ს სამი ქვემეხი და ერთი ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.
1340 სლეისის ბრძოლა   ინგლისი 24 ივნისს ედუარდ III გაანადგურა ფილიპ VI-ის საფრანგეთ-გენუის ფლოტი ფლანდრიის სანაპიროსთან. ინგლისელებმა ბრძოლა გადაიტანეს საფრანგეთის ტერიტორიაზე.
1340 სენტ-ომერის ბრძოლა   საფრანგეთი სენტ-ომერის ბრძოლა იყო ედუარდ III-ის კამპანიის კულმინაცია და იგი მოექცა ტაქტიკურ ჩიხში, რის გამოც იძულებული იყო გაეყვანა ანგლო-ფლამადიური ძალები.
1340 ტურნეს ალყა (1340)   საფრანგეთი ტურნე გაათავისუფლეს.
1341 შამტოსოს ბრძოლა   საფრანგეთი
1342 ბრესტის ბრძოლა   ინგლისი
1342 მორლეს ბრძოლა   საფრანგეთი
1345 ობეროშეს ბრძოლა   ინგლისი ჰენრი გროსმონტის, დერბის გრაფის გამარჯვება გასკონიაში საფრანგეთის არმიაზე.
1346 სენ-პოლ-დე-ლეონის ბრძოლა   ინგლისი
1346 კანის ბრძოლა   ინგლისი კანის დაპყრობა.
1346 ბლანშეტაკის ბრძოლა   ინგლისი ინგლისის არმია წარმატებით გადავიდა მდინარეზე.
1346 კრესის ბრძოლა   ინგლისი 26 აგვისტოს ინგლისის არმიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა საფრანგეთის კავალერიას მდინარე სომაზე პიკარდიაში.
1346 ნევილს-კროსის ბრძოლა   ინგლისი
1346–1347 კალეს ალყა   ინგლისი 1347 წლის 1 აგვისტოს ქალაქი ჩაბარდა. გამარჯვების მიუხედავად ედუარდ III-ს ჯარმა დატოვა ქალაქი.
1347 როშე-დერიენის ბრძოლა   ინგლისი
1350 ვინჩელსის ბრძოლა   ინგლისი ინგლისურმა ფლოტმა დააამარცხა კასტილიის ფლოტი.
1351 არდრეს ბრძოლა   საფრანგეთი
1351 ოცდაათის ბრძოლა   საფრანგეთი 30 ფრანგმა რაინდმა დაამარცხა 30 ინგლისელი რაინდი.
1352 მორონის ბრძოლა   ინგლისი ინგლისელების გამარჯვება ფრანგებზე.
1353 სენტ-ჟან-დ’ანჟელის დაპყრობა   საფრანგეთი
1353 ლუზინიანის დაპყრობა   საფრანგეთი
1353 კონორნის ბრძოლა   ინგლისი
1354 მონტმურანის ბრძოლა   საფრანგეთი 1354 წლის აღდგომა, ბრეტან-საფრანგეთის გამარჯვება ინგლისელების წინააღმდეგ.
1356 პუატიეს ბრძოლა   ინგლისი ედუარდი შავი პრინცის მიერ მეფე ჟან II-ის დატყვევებამ საფრანგეთი ქაოსში გახვია.
1364 კოშერელის ბრძოლა   საფრანგეთი ბრეტან-ბურგუნდია-გასკონიის ძალების გამარჯვება ნავარა-ინგლისის ძალებზე.
1364 ორაის ბრძოლა   ინგლისი 29 სექტემბერი, დასრულდა ომი ბრეტონის მემკვიდრეობისათვის.
1367 ნახერის ბრძოლა   ინგლისი შავმა პრინცმა გაანადგურა კასტილია–საფრანგეთის არმია კასტილიაში.
1369 მონტიელის ბრძოლა   საფრანგეთი 14 მარტი, კასტილია, კასტილია-ფრნაგთა არმიამ დაამარცხა კასტილია–პორტუგალიის არმია.
1370 ლიმოჟის ალყა   ინგლისი
1370 პონტვალენის ბრძოლა   საფრანგეთი 4 დეკემბერი, ბრეტონ-საფრანგეთის არმიამ დაამარცხა ინგლისის ძალები.
1372 ლა-როშელის ბრძოლა   კასტილია კასტილიის ფლოტმა დაამარცხა ინგლისის ფლოტი, რითაც ინგლისმა დაკარგა უპირატესობა ზღვაზე.
1372 ჩისეტის ბრძოლა   საფრანგეთი
1382 როზებეკის ბრძლა   საფრანგეთი 27 ნოემბერი,საფრანგეთ-ბურგუნდია-ბრეტან-ნორმანდიის არმიამ დაამარცხა ფლანდრიის ორჯერ უფრო მრავალრიცხოვანი არმია.
1385 საფრანგეთის შეჭრა შოტლანდიაში   ინგლისი ჟან დე ვენმა გააძლიერა საფრანგეთის საზღვაო სიტუაცია, თუმცა იძულებული გახდა უკან დაეხია.
1415 არფლერის ალყა   ინგლისი
1415 აზენკურის ბრძოლა   ინგლისი 25 ოქტომბერი, ინგლისელებმა ჰენრი V-ის მეთაურობით დაამარცხეს ფრანგები შარლ დ’ალბერი.
1418 რუენის ალყა   ინგლისი ჰენრიV-მ ახალი დასაყრდენი გაიჩინა ნორმანდიაში.
1419 ლა-როშელის ბრძოლა   კასტილია კასტილიის ფლოტმა დაამარცხა ინგლისის ფლოტი.
1420 ფრესნაის ბრძოლა   ინგლისი ინგლისელებმა დაამარცხეს დიდი ფრანგულ-შოტლანდიური არმია.
1421 ბოჟეს ბრძოლა   საფრანგეთი 22 მარტი, საფრანგეთისა და შოტლანდიის არმიამ დაამარცხა ინგლისის არმია.
1422 მოს ალყა   ინგლისი
1423 კრავანის ბრძოლა   ინგლისი 31 ივლისი, საფრანგეთისა და შოტლანდიის არმია გაანადგურა ინგლისის არმიამ მდინარე იონეს ნაპირებზე.
1423 ბროზინიერის ბრძოლა   საფრანგეთი 26 სექტემბერი, ბრეტან-საფრანგეთის არმია ანადგურებს ინგლისის არმიას.
1424 ვერნეის ბრძოლა   ინგლისი 17 აგვისტო,ინგლისმა გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა ბრეტან-საფრანგეთის არმიაზე.
1426 სენტ-ჯეიმზის ბრძოლა   ინგლისი 6 მარტი, საფრანგეთის არმია, რომელსაც მეთაურობდა არტურ III, გაფანტა ინგლისის არმიამ თომას რემპსტონის მეთაურობით ბრეტანში.
1428 ორლეანის ალყა   საფრანგეთი 12 ოქტომბერი 1428 - 8 მაისი 1429 ფრანგებმა ჟანა დ’არკის მეთაურობით აიღეს ორლეანი. ორლეანის გათავისუფლება იყო ფრანგების პირველი სერიოზული წარმატება 1415 წელს, აზენკურის ბრძოლაში განცდილი სასტიკი მარცხის შემდეგ.
1429 ქაშაყების ბრძოლა   ინგლისი ინგლისის არმიამ დაამარცხა საფრანგეთისა დ შოტლანდიის არმია.
1429 ჟარჟოს ბრძოლა   საფრანგეთი 12 ივნისი. ფრანგებმა დაიბრუნეს ტერიტორია მდინარე ლუარის ნაპირზე. ინგლისელებმა მძიმე მარცხი განიცადეს.
1429 მენ-სურ-ლუარის ბრძოლა   საფრანგეთი
1429 ბოჟანსის ბრძოლა   საფრანგეთი ინგლისელებმა დათმეს ქალაქი.
1429 პატეს ბრძოლა   საფრანგეთი ბრძოლა ფრანგებსა და ინგლისელებს შორის 1429 წლის 18 ივნისს. პატეს ბრძოლა ასწლიანი ომის ფინალური მომენტის ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა გახდა.
1435 ჟერბერუის ბრძოლა   საფრანგეთი ეტიენ დე ვინოლმა დაამარცხა ინგლისის არმია, რომელსაც ჯონ ფიცანალი, არუნდელის გრაფი მეთაურობდა.
1449 რუენის ბრძოლა   საფრანგეთი 29 ოქტომბერი, რუენი დაიბრუნა ინგლისელებისაგან ბრეტან-საფრანგეთის არმიამ.
1450 ფორმინის ბრძოლა   საფრანგეთი საფრანგეთის არმიამ ბურბონისა და რიჩმონდის გრაფების ხელმძღვანელობით დაამარცხა ინგლისის არმია თომას კირიელის ხელმძღვანელობით. გენერალი კირიელი გარდაიცვალა ბრძოლის ველზე.
1453 კასტილიონის ბრძოლა   საფრანგეთი საფრანგეთის არმიამ ჟან ბიუროს ხელმძღვანელობით დაამარცხა ინგლისის არმია ჯონ ტალბოტის ხელმძღვანელობით. დასრულდა ასწლიანი ომი. ეს იყო ევროპის პირველი ბრძოლა, რომელშიც გამოიყენეს ქვემეხების კანონადა, რამაც გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ჯონ ტალბოტი დაიღუპა ბრძოლის ველზე. მასთან ერთად დაიღუპა 4 000 ინგლისელი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება